02/06/2025
საქრთველოს მესამე პრეზიდენტის წერილი ემიგრანტებს
"ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას!
ვდარდობ რომ უშუალოდ ვერ გიერთდებით, თუმცა მთელი გულით გიჭერთ მხარს. საქართველო ახლა უმძიმეს სიტუაციაშია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა გაქრობის პირასაა. სრულდება სრულფასოვანი კლეპტოკრატიული დიქტატურის ფორმირების პროცესი.
ახლა ჩნდება ინფორმაცია, რომ სკოლის მასწავლებლებს სუს-ი ართმევს ხელწერილს დასმენების ვალდებულებით...
ივანიშვილი ცდილობს მართოს ქაოსით, სიცრუით, ძალადობით დაშინებით.
ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გახდა სრულიად გაუსაძლისი, თქვენ ეს ჩემზე უკეთესად იცით. ვინაიდან, საქართველოში დარჩენილი უმრავლესობა, თქვენი შრომით მოპოვებული და თქვენი გადმორიცხული ფულით ცხოვრობს. ამავე დროს, საქართველოში ხორციელდება რუსეთის სტილის
დე-ნაციფიკაციის პროცესი ,რომლის ამოცანაა ისტორიული მეხსიერების შეცვლა, წინააღმდეგობის გენის განადგურება. რუსი ,,დე- ნაციფიკატორების" მთავარი სამეზნია ვარდების რევოლუცია და მისი მონაპოვრები, რომლებმაც გადაარჩინეს საქართველო და ის დადებითად გააცნეს მსოფლიოს. ახლა ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის და ჩემს გასამართლებას ცილისწამების საფუძველზე.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველები ბუნებით მეომრები ვართ და ვერ ვეგუებით უსამართლობას. ამიტომ, რეჟიმი სუსტია თუმცა, მისი დემონტაჟი თავისით არ მოხდება. მის დასამარცხებლად ყველამ უნდა გავიღოთ გარკვეული მსხვერპლი და ბევრმა ასეთი მსხვერპლი უკვე გაიღო, სამსახურის და შემოსავლის წყაროს ან თავისუფლების დაკარგვით. ბევრი იძულებული გახდით დაგეტოვებინათ ქვეყანა, მეც ჩემი სიცოცხლე და თავისუფლება დავდე ქვეყნის გადასარჩენად და როგორც არასდროს მჯერა, რომ გამარჯვება ახლოსაა.
ოღონდ, მას სჭირდება მთელი ჩვენი ძალისხმევა მანდაც, ადგილებზე იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში, ემუშავეთ ადგილობრივ მთავრობებს. ამიტომ, ამ ბრძოლაში სრულიად გადამწყვეტია უცხოეთში მცხოვრები ქართველების წვლილი.
როცა საქართველო გათავისუფლდება,თითოეულ თქვენგანს ავტომატურად ექნება ქართული პასპორტი და საარჩევნო უფლება, რომელიც განხორციელდება სახლიდან გაუსვლელად ელექტრონული კენჭისყრით. სწორედ უცხოეთში მცხოვრებმა მოლდაველებმა და რუმინელებმა გადაარჩინეს ხმის მიცემით თავიანთი ქვეყნები რუსული ქოცური სტილის ჭაობში შთანთქმისაგან. სწორედ თქვენ უნდა გახდეთ საქართველოს სიმტკიცის მარაგის გარანტები!
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქმნის უცხოურ განყოფილებებს, რომლებიც იქნება მთლიანად თვითმმართველი და საკუთარ ინიციატივაზე დაფუძნებული. დეტალებს პარტიის ლიდერები უახლოეს ხანში გამოაცხადებენ.
ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფალ საქართველოს!"
მიხეილ სააკაშვილი