†ქრისტე არს ჩვენს შორის†

†ქრისტე არს ჩვენს შორის† Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from †ქრისტე არს ჩვენს შორის†, ქუთაისი, Zugdidi.

"კარდჰუ" არის ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ნაციონალისტური, პატრიოტული გრძნობების გაღვივება. ქართული ენის დაცვა, ბუნების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქველმოქმედება.
ორგანიზაცია დაფუძნდა 2016 წლის 25 თებერვალს.

გავშიფროთ ორგანიზაციის სახელი :
კარდჰუ - პროტოქართული (წინარექართველური) პირველწინაპარი, სათავის დამდები ქართული გენისა.. "კარდჰუ არის ჩვენი მი

სტიკური თაურმდგენი და დგას ის მზის ნიშანში. იგი არის პიროვნება და ამასთანავე არ არის პიროვნება"
„კარდუთი“ ამ სიტყვით გრიგოლ რობაქიძე აღნიშნვდა ქართველი ერის სულს, მის არსს და იდეას. იმ საწყისებს, რომელიც ახასიათებს ქართველ ერს და რომლის გამოც ის არის ქართველი და არა სხვა ერი. იმ არსს, რაც გამოხატულია და ვლინდება იმ თვისებებში, რომელიც მუდმივად ახასათებს, ძირეული და გამნსაზღვრელია ქართველი ერისათვის.
ყოველივე ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჩვენს ნაციონალისტურ არასამთავრობო ორგანიზაციას დარქმეოდა "კარდჰუ"

ორგანიზაციის ემბლემა :
ორგანიზაციის ემბლემაზე დატანილია ბორჯღალი, რომელიც მზისა და მარადიულობის ნიშანია . მარჯვენა და მარცხენა გვერდებზე დატანილია ბოლნური ჯვარი, რომელიც ადამიანის სულიერი ამაღლების სიმბოლოა. ჯვრის ეს სახე საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საწყისი პრიოდიდანვე დამკვიდრდა. ემბლემის ქვედა ნაწილში კი ორგანიზაციის დევიზია დაწერილი: მამული , ენა , სარწმუნოება. ეს სიტყვები 1860 წელს წარმოთქვა ილიამ, რომელიც დღემდე ერის საიდენტიფიკაციო და საპროგრამო სიტყვებად არის მიჩნეული.
ორგანიზაციის ემბლემა სამ ფერშია შესრულებული : შავი , თეთრი და შინდისფერი, რაც საქართველოს ძველი სამფეროვანი დროშის ფერებს შეესაბამება.

13/12/2024

ეს რაები ხდება 😡😡😡 ?!

რამდენს ბედავენ ეს აღვირახსნილები !!!

❗აი ამასაც მოვესწარით 😶  ბაშვებისთვის განკუთვნილი ლგბტ პროპაგანდისტული წიგნი ქართულ ენაზე უკვე გაყიდვაშია :) მერე რა იქნ...
22/04/2023

❗აი ამასაც მოვესწარით 😶

ბაშვებისთვის განკუთვნილი ლგბტ პროპაგანდისტული წიგნი ქართულ ენაზე უკვე გაყიდვაშია :)

მერე რა იქნება? დიდი ალბათობით სკოლებში ჩაუშვებენ ასეთ სისაძაგლეებს და მერე იძახეთ "ჩემ შვილს მეთვითონ გავზრდიო"

გამოფხიზლდით ხალხო! შუაშისტობის დრო არ არის, მომავალი თაობების გარყვნას ცდილობენ ეს არასწორები!!!!!

რა გენიალური ხალხი გვყავდა...✅ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტი...
06/04/2023

რა გენიალური ხალხი გვყავდა...
✅ერთხელ გურამ დოჩანაშვილი ეწვია ოტია იოსელიანს გვიშტიბში. სხედან თურმე, საუბრობენ. უცებ ოტია წამოდგა. ეზოში გავიდა. იქვე მიყუდებულ ნაჯახს ხელი წამოავლო და დაიქადნა:
♦️ერთი მეზობელი მყავს, საშინლად იქცევა, რა არ ვუთხარი, რანაირად არ ვეხვეწე, მაინც არ იშლის უწესობას. ახლა მივადგები და ამ ნაჯახით გავუსწორდებიო, – თქვა ეს და ეზოს ბოლოსკენ გაემართა. მისდევს უკან შეშფოთებული დოჩანაშვილი. იცის მისი უცნაური ხასიათის ამბავი, ეშინია, ცოდვა არ დაატრიალოს. ვის აღარ აფიცებს – შვილებს, შვილიშვილებს, რომ გადაათქმევინოს განზრახული. სთხოვს, მე მაპატიეო მისი ავკაცობა. არაფერმა გაჭრა და მიდიან ხეივანში ასე, ჯაჯგურით. ბოლოს ღობის ძირას მოყელყელავე ალუბალს მიადგნენ. მოუღერა ოტიამ ხეს ნაჯახი და ეუბნება:
დღეს ამ პატიოსან კაცს უმადლოდე შენს გადარჩენას, მაგრამ იცოდე, გაისადაც თუ არ მოისხამ, ვერაფერი გიშველისო.

დაბადების დღეს გილოცავთ პრეზიდენტო ...❤✊️
31/03/2023

დაბადების დღეს გილოცავთ პრეზიდენტო ...
❤✊️

"ქართველი ერის გზა - ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!" - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, 193...
31/03/2023

"ქართველი ერის გზა - ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!" - საქართველოს პირველი პრეზიდენტი, 1939 წლის 31 მარტს დაიბადა.

ოტია .
31/03/2023

ოტია .

სამტრედიელი მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია! 🎉🎉🎉
30/03/2023

სამტრედიელი მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონია! 🎉🎉🎉

2 კვირა იცავდა თერმოპილეს 300 სპარტელი და 25 საუკუნეა ამაზე ღაღადებს მსოფლიო ისტორია.1 თვეზე მეტ ხანს იცავდა დარიალს 100...
30/03/2023

2 კვირა იცავდა თერმოპილეს 300 სპარტელი და 25 საუკუნეა ამაზე ღაღადებს მსოფლიო ისტორია.
1 თვეზე მეტ ხანს იცავდა დარიალს 100 ქართველი 30 000 რუსისგან და საქართველოს ისტორია ამაზე დღემდე სდუმს.
ისე დასრულდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ერთ რუს ჯარისკაცს არ გადმოულახავს დარიალის კარიბჭე.100 ქართველის გმირობა დიდხანს დავიწყებას იყო მიცემული.ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდნენ კომუნისტები . არცერთ წიგნში არ აღწერილა დარიალის დამცველთა ამბავი.არადა იგი ისტორიის ისეთივე უკვდავი ფურცელია,როგორიც 9 ძმა ხერხეულიძე და 300 არაგველის თავგანწირვა.
100 ქართველი გმირი თვეზე მეტ ხანს იგერიებდა მტრის 30 000 -იან მხედრობას...

სვანეთში არსებობდა მეომრების კასტა, ელიტური დანაყოფი, მგლები (თხეროლ), რომლებიც ბავშვობიდან გადიოდნენ მომზადებას, კასტაშ...
26/03/2023

სვანეთში არსებობდა მეომრების კასტა, ელიტური დანაყოფი, მგლები (თხეროლ), რომლებიც ბავშვობიდან გადიოდნენ მომზადებას, კასტაში მოსახვედრად კი ბოლო გამოცდა უნდა გაევლოთ, უნდა წასულიყვნენ მგელზე სანადიროდ და შიშველი ხელებით მოეკლათ, საერთოდ მთის მგელი ზომაში და ძალაში უფრო დიდია ვიდრე ბარის, მეომრები ატარებდნენ განსხვავებულ ვარცხნილობას, გვერდზე და კუნჭულზე აპარსულ თმას.

წყარო- აბჯარი

მოვაკანი. 1289 წლის 12 მარტი. სისხამი დილა. საპყრობილედან გამოჰყავთ დემეტრე მეფე და მიჰყავთ იქ სადაც დგანან მონღოლი ნოინ...
25/03/2023

მოვაკანი. 1289 წლის 12 მარტი. სისხამი დილა. საპყრობილედან გამოჰყავთ დემეტრე მეფე და მიჰყავთ იქ სადაც დგანან მონღოლი ნოინები, ბაჰადურები, ნუქერები და ამხედრებული თათარი მეომრები. მოშორებით დგანან ქართველები - აბრაჰამ კათალიკოსი, მოსე მღვდელი და ერისთავები. არღუნ ყაენის მონღოლი მსაჯული აცხადებს ბრძანებას: ''დემეტრე, მეფე ქართველთა, ისჯება სიკვდილით, თავის მოკვეთით''...
წამსვე უცნაური ფერი ეფინება მეფეს სახეზე - დიადი, ცისკროვანი, შუქმოსიერი... ქართველთა დახშული ქვითინი არღვევს მდუმარებას. დემეტრე მათ მიეხალა და - ''მხიარულითა პირითა მოიკითხავდა მთავართა საქართველოსათა''. ყველა მოიკითხა პირზე ღიმილსგაფენილმა, ყველა დაამშვიდა და ანუგეშა მის სანუგეშოდ მოსულნი. საქართველო და ქართველობა შეავედრა ყველას. მერე, მოსე მღვდელს ანიშნა, მიეხალა მოსე და მისცა ზიარება...
12 მონღოლი ცხენოსანი დაწინაურდა ნუქერთაგან. მარქაფი ცხენი მოჰყავდათ. ''ეგრეთ აღსვეს ცხენსა და წარიყვანეს ვითარ მილიონ ერთ'', მტკვრის პირას მიიყვანეს, მისცვივდნენ ჯალათები, მეფემ დაასწრო და თვითონ გარდახდა ცხენიდან და მცირე დრო ითხოვა ლოცვისათვის სიკვდილმისჯილმა ქრისტიანმა. ილოცა ცრემლით, საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის და თავის შვილთათვის...
მობრუნდა, ტანაშვეტილი და ქედმართული, ჯალათებს ანიშნა - მზად გახლავართო, მოიდრიკა და თვითონვე წარუპყრა ქედი.
ახლად ამოხდენილი მზის სხივი და... ხმლის გაელვება...
ასე აღესრულა მეფე დემეტრე მეორე, მეფე ქართველთა, თავისი სიცოცხლის ოცდამეცხრე წელს, აღესრულა ''ვითარ მილიონ ერთ'', ხოლო განაგრძო სიცოცხლე მარადიული, ''ვითარცა ერთ'', ვითარცა გმირმა, მშობლიური ხალხისა და ქვეყნისათვის თავდადებულმა ვაჟკაცმა.
ლევან სანიკიძე

1993 წლის სექტემბერია (რიცხვი სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს) ბ–ნი ჟიული შარტავა ერთი დღით არის ჩამოსული სოხუმიდან პასტუხო...
24/03/2023

1993 წლის სექტემბერია (რიცხვი სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს) ბ–ნი ჟიული შარტავა ერთი დღით არის ჩამოსული სოხუმიდან პასტუხოვთან შესახვედრად, ამ შეხვედრაზე მიიჩქაროდა სწორედ როცა "იმელის" შესასვლელთან ბადრი ვადაჭკორია დავინახეთ, სურათის გადაღების მომენტი ვერ დავაფიქსირე, ის კი მახსოვს როგორ გამოემართა ბადრი ჩვენსკენ და ბატონ ჟიულის უთხრა – ვინ იცის რა ისტორიული კადრი გადავიღეო. იმ საღამოს ბატონი ჟიული სოხუმში დაბრუნდა და რამოდენიმე დღეში საზარელი ამბავიც გავიგეთ. ეს სწორედ ის ისტორიული კადრი – ბატონი ჟიულის უკანასკნელი სურათი თავის სიცოცხლეში.

ნინო უზნაძის გვერდიდან

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, ქართველი გმირის ბიუსტს დადგამენ. ინიციატივ...
24/03/2023

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის, მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, ქართველი გმირის ბიუსტს დადგამენ. ინიციატივა მოქალაქეებს ეკუთვნით და ბიუსტის დასადგამ საჭირო თანხასაც მოსახლეობა აგროვებს. 🇬🇪

დიდება გმირებს!

Address

ქუთაისი
Zugdidi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when †ქრისტე არს ჩვენს შორის† posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share