Ribirabo Foundation

Ribirabo Foundation Foundation for the Support and Development of Georgian Mosaic, Applied Arts & Design.

12/05/2026
GEO/ENGდღეს ევროპის დღის ფარგლებში, UNDP Georgia-ს ორგანიზებით, ჩვენი უკვე ტრადიციად ქცეული მოზაიკის მასტერკლასი გაიმართ...
09/05/2026

GEO/ENG

დღეს ევროპის დღის ფარგლებში, UNDP Georgia-ს ორგანიზებით, ჩვენი უკვე ტრადიციად ქცეული მოზაიკის მასტერკლასი გაიმართა. ❤️

რიბირაბოსთან ერთად პროექტში მონაწილეობდა ასევე -ის მოზაიკის სკოლა. მთელი დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვესტუმრა, შექმნეს საკუთარი პატარა მოზაიკები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები დარჩნენ. ✨

განსაკუთრებული მადლობა ჩვენი მასტერკლასის თანაწამყვანებს — ვლადიმერ ამელინსა და ჰანნა სერდიუკს, პროფესიონალიზმისა და საოცარი ენერგიისთვის. 🙏

და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ორგანიზატორებს — განსაკუთრებით მარიამ ბეგიაშვილსა და ელენე საყვარელიძეს, რომლებთანაც მომზადების პროცესში მუდმივად ვიყავით კავშირზე- ამ შესანიშნავი დღის შექმნისთვის.

💙💙💛💛💙💙

Today, within the framework of Europe Day and organized by UNDP Georgia, our now traditional mosaic workshop took place. ❤️

Alongside Ribirabo, the School also participated in the project. Throughout the day, we welcomed many visitors who created their own small mosaics and, most importantly, left happy and inspired. ✨

Special thanks to our co-hosts, Vladimir Amelin and Hanna Serduk, for their professionalism and wonderful energy. 🙏

And of course, heartfelt thanks to the organizers — especially Mariam Begiashvili and Elene Sakvarelidze with whom we were constantly in touch throughout the preparation process — for making this beautiful day possible. 🌸🌞

GEO/ENGდღეს გიორგობაა🌞❤️ამ დღისთვის მინდა გაგიზიაროთ საინტერესო ისტორია ლიდდიდან ( ახლანდელი ლოდიდან)  — ქალაქიდან, სადა...
06/05/2026

GEO/ENG

დღეს გიორგობაა🌞❤️
ამ დღისთვის მინდა გაგიზიაროთ საინტერესო ისტორია ლიდდიდან ( ახლანდელი ლოდიდან) — ქალაქიდან, სადაც წმინდა გიორგიმ ბავშვობა და სიჭაბუკე გაატარა, და სადაც დღესაც მისი სახელობის ტაძარი, საფლავი და უნიკალური მოზაიკებია შემორჩენილი. ❤️
წმინდა გიორგის წამების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს ლიდდაში. სწორედ აქ, საუკუნეების განმავლობაში, აღიმართებოდა და ინგრეოდა მისი სახელობის ტაძარი, რომელიც დღესაც რჩება ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიწმინდედ.
და ერთი საინტერესო ფაქტი — სწორედ ლიდდაში აღმოაჩინეს თითქმის 160 კვ.მ ფართობის უნიკალური რომაული მოზაიკა, რომელიც III-IV საუკუნეებით თარიღდება. ანუ, იგი შეიქმნა დაახლოებით იმავე ეპოქაში, როცა წმინდა გიორგი დაიბადა და ეწამა.
მოზაიკა 1996 წელს აღმოაჩინეს, ქალაქის ერთ-ერთი ქუჩის გაფართოებასთან დაკავშირებული სამუშაოების დროს. მოგვიანებით იგი სპეციალურ მსუბუქ კონსტრუქციებზე გადაიტანეს, რამაც შესაძლებელი გახადა მისი მოგზაურობა მსოფლიოს მუზეუმებში. 2010 წელს მოზაიკა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმშიც გამოიფინა, რის შემდეგაც თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ევროპის და ამერიკის ქალაქებში მოგზაურობდა.
დღეს ეს უნიკალური მოზაიკა კვლავ დახურულია ფართო საზოგადოებისთვის და მხოლოდ მისი ერთი ფრაგმენტია გამოფენილი ხაიფის ეროვნულ საზღვაო მუზეუმში.
🌞

Today is St. George’s Day 🌞❤️
On this occasion, we would like to share an interesting story from Lydda (modern-day Lod) — the city where Saint George spent his childhood and youth, and where his church, tomb, and unique mosaics still survive today. ❤️
After Saint George’s martyrdom, his holy relics were transferred to Lydda. It was here that, over the centuries, churches dedicated to him were built and rebuilt, making the city one of the important sacred places of the Christian world.
And one more fascinating fact — it was in Lydda that a unique Roman mosaic of nearly 160 square meters was discovered, dating back to the 3rd–4th centuries AD. In other words, it was created around the same era in which Saint George was born and martyred.
The mosaic was discovered in 1996 during road expansion works in the city. Later, it was transferred onto special lightweight supports, which made it possible to transport and exhibit it around the world. In 2010, the mosaic was displayed at the Metropolitan Museum of Art in New York, after which it traveled across Europe and America for nearly five years.
Today, this remarkable mosaic is once again closed to the general public, and only one fragment of it is currently exhibited at the National Maritime Museum in Haifa.
🌞

16/04/2026

GEO/ENG
სიხარულით გაცნობებთ, რომ დავასრულეთ პროექტი “ საბჭოთა მოზაიკის ახალი სიცოცხლე ( “აგრეგატის” მოზაიკის გადარჩენა)”.💪ძალიან მალე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება გასული საუკუნის კიდევ ერთი მოზაიკა — მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი-რომელიც ჩვენი ფონდის მიერ განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად განადგურებას გადაურჩა.👌❣️
განსაკუთრებული მადლობა “ პირველი არხის” ჟურნალისტს ბარბარე დონჯაშვილს, რომელმაც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ზედმიწევნით, თანმიმდევრულად და მაღალი პროფესიონალიზმით დააფიქსირა მოზაიკის აღდგენის პროცესი და გადაღებული მასალა ცოცხალ და საინტერესო ისტორიად აქცია.🙏👌🥰❤️

We are delighted to announce that we have completed the project “New Life of Soviet Mosaic (the AGREGATI Mosaic rescue project )”. 💪
Very soon, this mosaic from the last century — an important part of our cultural heritage — will become accessible to the public, having been saved from destruction through the rehabilitation carried out by our foundation. 👌❣️
Special thanks to Barbare Donjashvili, journalist of Pirveli Arkhi, who over nearly six months meticulously, consistently, and with outstanding professionalism documented the restoration process and turned the filmed material into a vivid and engaging story. 🙏👌🥰❤️


გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🌞🌿Happy Orthodox Easter🌸A fragment of a mosaic from the former Mountain Valley ...
12/04/2026

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🌞🌿
Happy Orthodox Easter🌸

A fragment of a mosaic from the former Mountain Valley Sanatorium. Borjomi.
მოზაიკის ფრაგმენტი ყოფილი მთის ველის სანატორიუმიდან.ბორჯომი.

https://georgianmosaics.com/listing/former-mountain-valley-sanatorium/

15/03/2026

ამ დროს, როდესაც ჩვენი ფონდის მიერ გადარჩენილი „აგრეგატის“ მოზაიკის მონტაჟი თავისი რიგით მიმდინარეობს, გვინდა თქვენს ყურადღებას წარმოგიდგინოთ საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტის, ელზა ბებიას ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოზაიკაზე, რომელიც შექმნილია ჩვენი ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია დე პიტა-ამირეჯიბის მიერ. ✨

Meanwhile, as the installation of the “Agregati” mosaic—rescued by Ribirabo —continues, we would like to present to your attention an interview with the President of the Georgian Guides Association, Elza Bebia, in which she speaks about one of the significant mosaics of the 21st century, created by the Executive Director of our Foundation, Natalia De Pita-Amirejibi. ✨
Natalia Amirejibi de Pita

‼️”აგრეგატის მოზაიკის” გადარჩენის პროცესი გრძელდება მიუხედავად ყველა იმ ფარული სირთულისა, რისი თავიდან გათვალისწინება იყ...
29/01/2026

‼️”აგრეგატის მოზაიკის” გადარჩენის პროცესი გრძელდება მიუხედავად ყველა იმ ფარული სირთულისა, რისი თავიდან გათვალისწინება იყო შეუძლებელი ( და რისი გადალახვისთვის მოგვიწია პროექტის საფუძვლიანი გადამუშავება.)
სამაგიეროდ ამ სირთულეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი ოსტატობის დახვეწაში👌💪
ასე რომ…მალე-ძალიან მალე- აღდგენილი “აგრაგატის მოზაიკა” გამოჩნდება მოზაიკის მოყვარულთა თვალწინ. ❤️
‼️ The process of preserving the “Agregati Mosaic” is ongoing, despite all the unexpected challenges that could not have been foreseen (and which required a thorough reworking of the project).
At the same time, these difficulties have made a significant contribution to refining our craftsmanship 👌💪
So… soon — very soon — the restored “Agregati Mosaic” will appear before the eyes of mosaic lovers. ❤️

11/11/2025

დავასრულეთ «აგრეგატის მოზაიკის» გადარჩენის პროექტის პირველი-ურთულესი- ეტაპი: ჩამოვხსენით ყველა ფილა და გადავიტანეთ სახელოსნოში💪
ახლა ვიწყებთ პროექტის მეორე ეტაპს: მოზაიკური ფილების რესტავრაციას და გამაგრებას👌


05/11/2025

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ribirabo Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share