წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი

  • Home
  • Georgia
  • Tskaltubo
  • წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი

წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი, Non-Governmental Organization (NGO), D. GURAMISHVILI, Tskaltubo.

09/01/2025
11/10/2024

📌წყალტუბოში
2024 წლის 15 ოქტომბერს, 12:00-დან 16:00 მდე, წყალტუბოში, შპს სამედიცინო ცენტრი "დიომედი+"-ში, მისამართი წყალტუბო, 26 მაისის ქ. #17, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება. აქციის ფარგლებში, ქუთაისის ლევან ადეიშვილის სახელობის კლინიკის ექიმები დევნილ ბენეფიციარებსა და მათი ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლგიურ გამოკვლევებს ჩაუტარებენ. გამოკველევების შედეგად, საჭიროების მიხედვით ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სათვალეები. აქციის ორგანიზატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო.

27/09/2024

ჩვენ ეს გამოვიარეთ!
მშვიდობა ყველაზე ღირებულია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ ყველაფრის ფასად!

12/04/2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით  მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.  ორგ...
29/03/2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გენადი ბალანჩივაძის ინიციატივით მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ორგანიზაცია ,, დევნილ ქალთა კავშირი" თავმჯდომარე ლალი გრიგოლავა აღნიშნული საბჭოს წევრია. დაესწრო შეხვედრას, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები.
გენადი ბალანჩივაძემ მრჩეველთა საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის N734 განკარგულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კურორტ წყალტუბოში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ლოკაციად ცივი ტბა და ცენტრალური პარკის ტერიტორია განისაზღვრა.

➡️ამ საკითხზე მერის მრჩეველთა საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია გააცნო ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა მარეხი კანკაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროექტო - სახარჯთაღთრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადდა ტენდერი, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და ცივი ტბის ტერიტორიაზე სამუშაოები დაიწყო.
ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიების რეაბილიტაციისთვის 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულების ვადად 3 წელია განსაზღვრღული.

ასევე შეხვედრა შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

ნაშრომი, რომელზეც ინტერვიუშია საუბარი, პრინსტონის უნივერსიტეტის ჰუვერის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ნაპოვნ დოკუმენტთა კრებუ...
13/02/2024

ნაშრომი, რომელზეც ინტერვიუშია საუბარი, პრინსტონის უნივერსიტეტის ჰუვერის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ნაპოვნ დოკუმენტთა კრებულზე დაფუძნებით დაიწერა. ბიბლიოთეკების არქივში წლების წინ ადრესაბჭოთა აფხაზეთის მმართველის, ნესტორ ლაკობას უცნობი დოკუმენტებითა და ფოტოსურათებით სავსე ყუთები იქნა ნაპოვნი, რომლებმაც ახლებური შუქი მოჰფინა ისტორიის აქამდე ცნობილ ამ მონაკვეთს საბჭოთა აფხაზეთში.

აფხაზეთი • ისტორია • მეცნიერება •

06/11/2023

ასეთი ადამიანები, ასეთი ოჯახები და შრომისმოყვარე ახალგაზრდები ქმნიან მომავალს.
ვამაყობთ თქვენით.
👏👏👏❤️😘

06/11/2023

🔹 14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება.

🔹 ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

🔹 თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე, არიან რეგისტრირებულები.

🔹 ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

🔹 განაცხადები, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე მიიღება.

🔹 დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.

🔹 14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების...
06/11/2023

🔹 14 ნოემბრიდან, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება.

🔹 ახალი განაცხადი უნდა შეავსოს ყველა იმ ოჯახმა, ვისაც დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში ბინის მიღება სურს.

🔹 თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე, არიან რეგისტრირებულები.

🔹 ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

🔹 განაცხადები, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 2024 წლის 1 თებერვლამდე მიიღება.

🔹 დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, 2023-2025 წლებში, საცხოვრებლით 13 000-მდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს ახალი ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს.

Address

D. GURAMISHVILI
Tskaltubo
0054

Telephone

+995599712674

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირი:

Share