Tbilisi Drone Racing Club

Tbilisi Drone Racing Club ეს კლუბი არის მათთვის ვისაც უყვარს ახალი სპორტული სახეობა, რეისინგ დრონებით შეჯიბრება.

ვისაც გაინტერესებთ რეისერი დრონის აწყობა ან უკვე გაქვთ დრონი, შემოგვიერთდით კლუბში და მიიღეთ სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა.

კლუბი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და გაწევრიანების მსურველი ვალდებულია დაეთანხმოს, დაიცვას ყველა ის რეგულაცია რასაც კანონქვემდებარე აქტები ადგენენ. შეგახსენებთ რომ ზემოთხსენებული კანონმდებლობა ამოქმედდება 2016 წლის სექტემბრის თვიდან.



ზოგადი რეკომენდაციები:

უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;

დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;

აკრძალულია უპილოტო საჰაერო ოპერირება ქალაქებში, ქუჩებში, სკვერებში, საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებში სადაც დრონების ოპერირებაზე მოქმედებს წინასწარდადგენილი შეზღუდვა. მჭიდროდ დასახლებულ და ხალხმრავალ ადგილებში (თავშეყრის ადგილზე ადამიანთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 12 სულს);

მოერიდეთ დრონის გამოყენებას შენობა-ნაგებობებისა და სტადიონების თავზე, სატრანსპორტო საშუალებების, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებისა და რადარების სიახლოვეს;

აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირება საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია შეზღუდული დაშვების კონტროლირებად აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5500 მეტრს.

მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. აკრძალულია დრონების ოპერირება 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;

აკრძალულია დრონების გამოყენება მართლსაწინააღმდეგო მიზნებით. მოერიდეთ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ამსახველ უკანონო აეროგადაღების წარმოებას უპილოტო საჰაერო ხომალდის მეშვეობით. გახსოვდეთ, რომ პირადი ცხოვრებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა გარანტირებული და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხომალდის მფლობელს/ოპერატორს.

ერთად გავხადოთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირება უსაფრთხო ჩვენს ქვეყანაში!

Address

Tbilisi
0105

Telephone

+995593301099

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Tbilisi Drone Racing Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Tbilisi Drone Racing Club:

Share