Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო

Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო, Nonprofit Organization, Tbilisi.

კრონი და წყლულოვანი კოლიტი განაჩენი არ არის. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ერთად გავუმკლავდებით!
ასოციაციის მიზანია კრონის და წყ. კოლიტის დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მხარდაჭერა. ამ დაავადებების მიმართ ცნობადობის ამაღლება.

🩺 იცხოვრო IBD-ით, ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას, მაგრამ სწორი ინფორმაციით, თანამედროვე მკურნლობით და საზოგადოების მხარდაჭერ...
27/05/2026

🩺 იცხოვრო IBD-ით, ნიშნავს ყოველდღიურ ბრძოლას, მაგრამ სწორი ინფორმაციით, თანამედროვე მკურნლობით და საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენი გზა აღარ არის ისეთი რთული, როგორც ადრე.

🎥 ჯანმრთელობის დღიურების ახალ ეპიზოდში დეტალურად არის განხილული ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მართვის გზები.
აქ იპოვით პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად გვაწუხებს.

„ჯანსაღი დიალოგის“ ამ ეპიზოდში ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ვმოგზაურობთ – სამყაროში, სადაც ყველაფერი მშ....

📰 ამერიკაში მოღვაწე ქართველი გასტროენტეროლოგი - ლაშა გოგოხია საუბრობს ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალო თანამედრ...
22/05/2026

📰 ამერიკაში მოღვაწე ქართველი გასტროენტეროლოგი - ლაშა გოგოხია საუბრობს ნაწლავის ანთებითი დაავადებების სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების მნიშვნელობაზე და მათი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.

IBD ქირურგიაზე, დაავადების მულტიდისციპლინური მართვის მნიშვნელობაზე და საქართველოში IBD სპეციალიზებული ცენტრის არსებობის საჭიროებაზე.

🧑🏻‍⚕️აღსანიშნავია, რომ ლაშა ექიმი ერთ-ერთი პირველია, ვინც ჩვენს ასოციაციას დაარსების დღიდან აქტიურად უდგას გვერდში და გვიზიარებს თანამედროვე მკურნალობის გამოცდილებებს.💜

მადლობა საჯაროდაც ლაშა ექიმო მხარდაჭერისთვის🫂
Lashá Gogokhía

მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო დიაგნოსტიკური საშუალებები საქართველოში უმეტესწილად ხელმისაწვდომია, ამერიკული ...

🌏ქართველი პაციენტები პირველად ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიას შევუ...
20/05/2026

🌏ქართველი პაციენტები პირველად ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კამპანიას შევუერთდით, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ასოციაციის წარდგენა გაიმართა კლინიკა “მრჩეველში”.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ასოციაციის განვლილი გზა დაარსებიდან დღემდე. ✨

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტებისა და დიაგნოსტიკური კვლევების ხელმისაწვდომობას საქართველოში.

გვჯერა, რომ მხოლოდ პაციენტების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისა და სახელმწიფოს ერთიანი და აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი ნაწლავის ანთებითი დაავადებების ეფექტური მართვა.

მადლობას ვუხდით მოწვეულ სტუმრებს მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო ცენტრ „მრჩეველს“ სივრცის დათმობისა და აქტიური თანადგომისთვის.💜

ასოციაცია სამომავლოდ არაერთ აქტივობას გეგმავს კრონისა და წყლულოვანი კოლიტის დაავადებების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.✊🏻

🌏Georgian patients joined the global awareness campaign dedicated to World Inflammatory Bowel Disease (IBD) Day for the first time. As part of the campaign, our association was presented at the “Mrcheveli” Clinic.

During the meeting, we shared the journey of our association from its establishment to the present day with the attending audience. ✨

Special attention was given to the accessibility of medications and diagnostic services in Georgia.

We believe that effective management of inflammatory bowel diseases is only possible through the unified and active involvement of patients, healthcare professionals, and the Ministry of Health.

We would like to thank our invited guests for their support.
Special thanks to Medical Center “Mrcheveli” for providing the venue and for their active support and solidarity.💜

The association plans to carry out many more activities in the future aimed at raising public awareness about Crohn’s disease and ulcerative colitis.✊🏻

IFCCA – International Federation of Crohn’s and Ulcerative Colitis Associations

მადლობა სოლიდარობისთვის და ზრუნვისთვის🩷💜🧑🏻‍⚕️თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ ასოციაციის დაარსების დღიდან🫂IBD პაციენტების იმე...
20/05/2026

მადლობა სოლიდარობისთვის და ზრუნვისთვის🩷💜🧑🏻‍⚕️

თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობთ ასოციაციის დაარსების დღიდან🫂

IBD პაციენტების იმედი ხართ✨

🫂💜
20/05/2026

🫂💜

✊🏻💜
20/05/2026

✊🏻💜

19 მაისი ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) მსოფლიო დღეა

წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება განსხვავებულად ვითარდება, მათი სიმპტომები კი პერიოდულად იცვლება, ამიტომ ადრეული დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია

🔗 თუ გსურს სამედიცინო ექსპერტული მოსაზრების მოსმენა, შეავსე ფორმა | medveritasglobal.com/ka/contact

19/05/2026

ნუ შეგაშინებთ თქვენი დაავადება💟
თქვენ მარტო არ ხართ🫂

სწორი მკურნალობით შესაძლებელია შევინარჩუნოთ ჩვეული ცხოვრების რიტმი.

📣ისაუბრე შენს დაავადებაზე.

შენ შეიძლება მაგალითი იყო მისთვის, ვინც ახლა IBD გზის დასაწყისშია და შენს მხარდაჭერას საჭიროებს✨🥹

მადლობა ამერიკულ ჰოსპიტალს IBD ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის💙💜

American Hospital Tbilisi

მადლობა ზრუნვისთვის და სოლიდარობისთვის💜💙🫂American Hospital Tbilisi
19/05/2026

მადლობა ზრუნვისთვის და სოლიდარობისთვის💜💙🫂

American Hospital Tbilisi

💜 19 მაისი - კრონის დაავადებისა და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის ცნობადობის ამაღლების დღეა!
კრონის დაავადება და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ქრონიკული, ანთებითი დაავადებებია, რომლებიც გავლენას ახდენს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.

📌 დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

💙 „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ მხარს უჭერს ნაწლავის ანთებითი დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მულტიდისციპლინურ ზრუნვას.

👨‍⚕️ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულად!

💜 May 19 is World Crohn’s Disease and Ulcerative Colitis Awareness Day!

Crohn’s disease and ulcerative colitis are chronic inflammatory bowel diseases that affect patients’ daily lives and overall health.

📌 Early diagnosis and proper disease management significantly improve quality of life.

💙 American Hospital Tbilisi supports raising awareness about inflammatory bowel diseases and offers patients modern diagnostics and multidisciplinary care.

👨‍⚕️ Take care of your health in time!

მადლობა სოლიდარობისთვის✊🏻💚💜საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია
19/05/2026

მადლობა სოლიდარობისთვის✊🏻💚💜

საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია

🌍 19 მაისს მსოფლიო ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

წელს Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო-ს ინიციატივით, საქართველო პირველად უერთდება ამ დღის აღნიშვნას და პირველად ხდება ამ გლობალური კამპანიის ნაწილი🇬🇪💫

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კრონის და წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზით.

IBD პაციენტთა ასოციაციების გაერთიანების ინიციატივით, წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია: „IBD საზღვრების გარეშე“.

🌍 19 მაისს მსოფლიო ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს წყლულოვანი კოლიტისა და კრონის ...
19/05/2026

🌍 19 მაისს მსოფლიო ნაწლავის ანთებითი დაავადებების (IBD) საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

წელს წყლულოვანი კოლიტისა და კრონის პაციენტთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველო პირველად უერთდება ამ დღის აღნიშვნას და პირველად ხდება ამ გლობალური კამპანიის ნაწილი🇬🇪💫

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს კრონის და წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზით.

ჩვენ ვიცით, რამხელა ფიზიკურ თუ ემოციურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ამ დაავადებებით ცხოვრება. ვიცით ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დაავადებამ არ შეგვიზღუდოს ოცნებები, მიზნები და ცხოვრების ხარისხი.
სწორედ ამიტომ, IBD პაციენტთა ასოციაციების გაერთიანების ინიციატივით, წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია: „IBD საზღვრების გარეშე“.

ცხოვრება ამ დაავადებებით არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად ვცხოვრობთ, მსოფლიოს რომელ წერტილში.
ყველა პაციენტი იმსახურებს დროულ დიაგნოსტიკას, ხარისხიან, ხელმისაწვდომ მკურნალობასა და საზოგადოების მხარდაჭერას ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში.

გააზიარეთ პოსტი, გამოხატეთ სოლიდარობა და გახსოვდეთ მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ სად ხართ ახლა, რადგან IBD-ს არ აქვს საზღვრები✊🏻💜

IFCCA – International Federation of Crohn’s and Ulcerative Colitis Associations

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Crohn's & Colitis Georgia / კრონი & წყლულოვანი კოლიტი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share