12/05/2026
🚀AI, WordPress და ვებსაიტების მომავალი. 30 მაისი, ილიაუნის წიგნის სახლი, „ლიგამუსი“ გელოდებით!
Tbilisi WordPress Meetup-ის რიგით მე-7 შეხვედრაზე სპიკერის ამპლუაში შემოგვიერთდება, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ალექსანდრე ჩომახიძე, თემით: „WordPress სპეციალისტი AI ეპოქაში: კონტენტი, SEO, ავტომატიზაცია და AI Search Readiness“.
შეხვედრაზე პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გავეცნობით, როგორ ცვლის AI WordPress სპეციალისტის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
📌 ვისაუბრებთ:
🔹AI-ზე, როგორც WordPress სპეციალისტის ასისტენტზე და არა შემცვლელზე.
🔹როგორ მოვამზადოთ WordPress საიტები AI ძიების ახალი რეალობისთვის.
🔹WordPress-ში SEO და GEO ოპტიმიზაციაზე.
🔹AI workflow-ებზე: იდეის შექმნიდან კონტენტის გამოქვეყნებამდე.
🔹AI-ის მიერ გენერირებული კონტენტის რისკებსა და სწორ გამოყენებაზე.
📣დასწრება თავისუფალია!
🔗 ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://shorturl.at/arTuW
📅 გელოდებით 30 მაისს, 15:00 საათზე.
📍 ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“.