The Georgian-American Freedom Alliance - GAFA

Website

The Georgian-American Freedom Alliance - GAFA ორგანიზაცია “ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის” ოფიციალური გვერდი.

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსი არის The Heritage Foundation-ის გლობალური კონსერვატიული ქსელის წევრი, რომელსაც აქვს ამბიცია პარტნიორებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ახალი მემარჯვენეობის, როგორც იდეოლოგიის ფორმირებაში. ჩვენ ვართ Turning Point USA-ის მიერ გამოქვეყნებული დეკლარაციის ხელმომწერები: https://friendstoliberty.com/about-us
GAFA-ს ლოკალური ამოცანაა საქართველოს, როგორც რეგიონული მოთამაშის შესახებ მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლება, დასავლურ/ქართულ - კონსერვატიულ იდეებზე მეტი საუბარი და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება.

22 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, კასპიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც The Georgian-American Freedom Alliance - GAFA-...
26/09/2026

22 სექტემბერს, ქალაქ ნიუ-იორკში, კასპიის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელსაც The Georgian-American Freedom Alliance - GAFA-ს წევრი, ნია ხაჭაპურიძე დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის, ისე ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლები.

კასპიის ბიზნეს ფორუმზე მტკიცედ განისაზღვრა შეერთებული შტატების ჩართულობა რეგიონში. ყურადღება გამახვილდა საქართველოზეც. როგორც აღინიშნა, მიმდინარე დიდი პროექტებისთვის საქართველოს არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ჩართულობის ხარისხი თითოეულ წევრზე ინდივიდუალურად იქნება დამოკიდებული.

1787 წლის 17 სექტემბერს, კონსტიტუციურმა კონვენტმა, ქალაქ ფილადელფიაში მხარი დაუჭირა ამერიკის კონსტიტუციის მიღებას. კონვე...
17/09/2026

1787 წლის 17 სექტემბერს, კონსტიტუციურმა კონვენტმა, ქალაქ ფილადელფიაში მხარი დაუჭირა ამერიკის კონსტიტუციის მიღებას. კონვენტი, პროექტზე იმავე წლის მაისიდან მუშაობდა და თვეების შემდეგ, შეთანხმდნენ საბოლოო პროექტზე.

1787 წლის კონსტიტუცია სრულიად ახალი სიტყვა იყო იმდროინდელი პოლიტიკური სისტემისთვის. მან სტაბილურობის ისეთი მაგალითი აჩვენა, რომ 239 წლის შემდეგაც ძალაშია და მასში შესულია მხოლოდ 27 შესწორება.

🇬🇪🇰🇿 ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის მიმართულების შეცვლას ცდილობს და ამ პროცესში საქართველოს როლიც იზრდება.ყაზახეთი ნავთობის...
01/09/2026

🇬🇪🇰🇿 ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის მიმართულების შეცვლას ცდილობს და ამ პროცესში საქართველოს როლიც იზრდება.

ყაზახეთი ნავთობის გადამუშავების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. 2025 წელს ქვეყანამ 99.6 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოა, თუმცა აქედან მხოლოდ 18.4 მილიონი ტონა გადაამუშავა. ხელისუფლების მიზანია, ეს მაჩვენებელი 2033 წლისთვის დაახლოებით 40 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყაზახეთისთვის უმნიშვნელოვანეს CPC-ის მილსადენზე შეფერხებები წარმოიქმნა. CPC რუსეთის გავლით ნოვოროსიისკამდე მიდის და ყაზახური ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანის მთავარი გზაა.

შეფერხებების გამო ყაზახეთმა 2026 წლის ნავთობის წარმოების პროგნოზი 98-დან 96 მილიონ ტონამდე შეამცირა, ხოლო დანაკარგი დაახლოებით 3.5 მილიონ ტონად შეფასდა. ამიტომ ასტანა ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს.
ერთ-ერთი ასეთი გზა ბაქო-სუფსის მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან აკავშირებს. ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ამ მარშრუტით შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ტონა ნავთობის გატარება.

ასევე, ყაზახეთი უკვე იყენებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს და გეგმავს ამ მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდას, დაახლოებით 1.2 მილიონიდან 2.2 მილიონ ტონამდე წელიწადში.
ანუ ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს როგორც ნავთობის გადამუშავების მეტი შესაძლებლობა, ისე ექსპორტის უფრო მეტი ალტერნატიული გზა.

და ამ ახალ სქემაში აზერბაიჯანი და საქართველო განსაკუთრებით მნიშვნელოვან სატრანზიტო მიმართულებად გვევლინებიან.

მმართველი პარტია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის   პირების  პასუხად, აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, სამწუხარო...
08/08/2026

მმართველი პარტია ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხად, აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე, სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გახდა საჭირო ომთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ დამაზუსტებელი განცხადების გავრცელება;

ვისთვისაც კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს, შევახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ვერაგული, მიზანმიმართული აგრესიის მსხვერპლი, რომელიც, 2008 წლის აგვისტომდე თვეებით ადრე მზადდებოდა. ამის ამსახველი არაერთი მტკიცებულება - რუსული ჯარის გადაადგილება, ოკუპირებული რეგიონების შეიარაღების დაწყება, საქართველოს მოქალაქეებით დასახლებული სოფლების მიმართულებით არაერთგზის გახსნილი ცეცხლი,რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ, მანამდე განხორციელებული “პასპორტიზაცია” და სხვა ფაქტები ამის ცალსახა მაგალითებია.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვინაიდან სამხედრო მოქმედებები ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც განახორციელა სამხედრო აგრესია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპის მიხედვით, საქართველოს შეუძლებელია თავის ტერიტორიაზე გამოეხატა აგრესია და დაეწყო ომი. ქართული ჯარი, თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში იცავდა მართლწესრიგს, რუსეთის ფედერაციისგან წაქეზებული და მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტების პროვოკაციების საპასუხოდ.

საუბედუროდ, მიმდინარე წლის აგვისტო კიდევ ერთხელ იქცა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა ტრიბუნად ქართული ჯარის გმირული თავდადების აგრესიად წარმოჩენისათვის. ჩამოთვლილი ორგანიზაციები შევახსენებთ მათ, რომ მსგავსი განცხადებები შეიცავს უმძიმეს საფრთხეებს, სამომავლოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნისათვის.

მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ყოვლად დამაზიანებელი რიტორიკისგან, რომლებშიც არაფერი იკითხება სხვა, გარდა მტრის სასარგებლო მოქმედებისა. ასეთი განცხადებები შეიცავს წინაპირობას, რომელიც ნებისმიერ დროს, ჩვენ საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც საუკოპაციო რეჟიმისგან, ისე რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყებებისგან.

ამასთან, მოვუწოდებთ შესაბამის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოსა და ჯარის პირდაპირ და ირიბად დადანაშაულება ომთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ უმძიმეს საკითხებში. ღიად და სათანადოდ დააკისრონ ყოველგვარი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციას, რომელიც დღესაც აგრძელებს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის რღვევას, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გაუსაძლის აპართეიდულ პირობებში აცხოვრებს.

გავუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და მის მომავალს!

ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსი
ქართული რესპუბლიკა

GE/ENG2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, ოს სეპარატისტებთან ერთად იერიში მიიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე...
07/08/2026

GE/ENG
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის ჯარებმა, ოს სეპარატისტებთან ერთად იერიში მიიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლით აღიარებული საზღვრები.

აგვისტოს ომს წინ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წინაპირობები უსწრებდა - რუსეთი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს მიმავალ გზას დასავლურ სტრუქტურებში, შესაძლო ინტეგრაციის პროცესს NATO-ში, რაც მან ჩვენს ქვეყანას არ აპატია.

აგვისტოს ომი მიზნად ისახავდა საქართველოს მოწყვეტას დასავლური ორბიტისგან, ქვეყნის უსაფრთხოების მორღვევას, NATO-ში გაწევრიანების სურვილის გამო დასჯას და ქართველი ერის დემორალიზაციას.

როგორც გასულმა 18-მა წელმა აჩვენა, სამწუხაროდ, მტერმა ამ მიზნებს მიაღწია, თუმცა, საქართველოს თავი უფრო რთული მდგომარეობიდანაც დაუღწევია. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ქართველი გმირების თავგანწირვა და სიცოცხლის ბოლომდე მათი მადლიერები ვიქნებით.

დიდება გმირებს!

On August 7, 2008, the armed forces of the Russian Federation, together with Ossetian separatists, launched an attack on the territory of Georgia, and violated the borders recognized under international law.

The August War was preceded by significant geopolitical factors. Russia closely monitored Georgia’s path toward Western structures and the possible process of integration into NATO-something it refused to forgive our country for.

The aim of the August War was to sever Georgia from the Western orbit, undermine the country’s security, punish it for its desire to join NATO, and demoralize the Georgian nation.

As the past 18 years have shown, the enemy unfortunately achieved these goals. Yet Georgia has overcome even more difficult situations before. We will never forget the self-sacrifice of Georgian heroes, and we will remain grateful to them for the rest of our lives.

Glory to the heroes!

30/07/2026

როგორ უყურებს ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ შეზღუდვებს?

რესპუბლიკელი სენატორ სტივ დეინსი, გასულ კვირაში აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიც...
14/07/2026

რესპუბლიკელი სენატორ სტივ დეინსი, გასულ კვირაში აზერბაიჯანს, ყაზახეთსა და თურქმენეთს ესტუმრა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური განცხადებები მხოლოდ ზოგადი სავაჭრო კავშირების გაფართოებას შეეხებოდა, მოლაპარაკებების ცენტრალურ თემას, სავარაუდოდ, ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტი წარმოადგენდა.

ათწლეულების განმავლობაში შეჩერებული ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის მიმართ ინტერესი გაზარდა რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეულმა ექსპორტის შეფერხებამ, რის გამოც ყაზახეთი ალტერნატიული გზების ეძებს. ამასთანავე, 2026 წლის დასაწყისში ყაზახეთსა და უზბეკეთში აღმოჩენილმა გაზის ახალმა მასშტაბურმა მარაგებმა გაზარდა აღნიშნული მარშრუტის პოტენციური მომგებიანობა.

პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა თურქმენეთშიც, სადაც სენატორი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა. თურქმენეთი, რომელიც აქამდე უფრთხოდა დასავლურ გავლენებს საკუთარი ავტორიტარული სისტემის სტაბილურობის გამო, ახლა შუა დერეფნის სავაჭრო ქსელში ინტეგრაციას ცდილობს.

თურქმენულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობისთვის და მადლიერება გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერის მიმართ ტრანს-ავღანური გაზსადენის მშენებლობაში, რაც მას საშუალებას მისცემს გაზი ექსპორტზე პაკისტანსა და ინდოეთში გაიტანოს.
ახალი ენერგეტიკული მარაგების აღმოჩენა და რუსეთის სატრანზიტო მონოპოლიის შესუსტება ქმნის ისტორიულ წინაპირობას ტრანს-კასპიური პროექტის რეალური რეალიზაციისთვის.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when The Georgian-American Freedom Alliance - GAFA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share