Civic Academy • სამოქალაქო აკადემია

  • Home
  • Civic Academy • სამოქალაქო აკადემია

Civic Academy • სამოქალაქო აკადემია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Civic Academy • სამოქალაქო აკადემია, Non-Governmental Organization (NGO), tbilisi. georgia, .

01/03/2026

⚖️ „სამართლის ექსპერტი“ იწყებს ახალ მიმართულებას❗️
🔹პლატფორმაზე იქმნება ადვოკატებისა და იურისტების პროფესიული საპრეზენტაციო სივრცე, რომლის მიზანია სამართლის სფეროს ექსპერტების თანამედროვე მედია სივრცეში წარმოჩენა და მათი პროფესიული გამოცდილების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
🔹პირველ ეტაპზე შეირჩევა შეზღუდული რაოდენობის ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან „სამართლის ექსპერტის“ მოწვეული ექსპერტის სტატუსით.
🔹პროგრამა მოიცავს: 👇
🎥 პოდკასტში მონაწილეობას;
🎙 პროფესიულ ვიდეო ინტერვიუს;
🎬 ინდივიდუალურ საპრეზენტაციო ვიდეოს;
🌐 პერსონალურ პროფესიულ პროფილს;
✨ ეს არის თქვენი გამოცდილება პროფესიულ მედია სივრცეში.
📩 განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია.
📝მოგვწერეთ სამართლის ექსპერტის ფეისბუქ გვერდზე ან დატოვე კომენტარი და ჩვენ დაგიკავშირდებით 📲

17/10/2025

🧳 არასრულწლოვნის საზღვრის გადაკვეთა

როგორ შეუძლია არასრულწლოვანს საზღვრის გადაკვეთა?
რა დოკუმენტები სჭირდება და რა შემთხვევაში სჭირდება მშობლის თანხმობა ✍️
🎙️ საკითხს განმარტავს ადვოკატი ბიძინა ჩხეიძე.

🗳️ დემოკრატია იწყება არჩევნებით !ყოველმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტ...
23/09/2025

🗳️ დემოკრატია იწყება არჩევნებით !

ყოველმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა წარმოადგენს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას. არჩევნები არის დემოკრატიის საყრდენი და საშუალებას აძლევს თითოეულ ადამიანს გავლენა იქონიოს საკუთარი თემის და ქვეყნის განვითარებაზე.

⚖️ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები – სამართლებრივი პროცედურები

არჩევნები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსი“-ით

კანონი უზრუნველყოფს პირდაპირი, თანასწორი, ფარული კენჭისყრისა და ხმების ლეგიტიმურ დათვლის პრინციპებს.

🔹 საარჩევნო უბნების მუშაობის დრო – უბნები იხსნება დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე,

🔹 ამომრჩეველთა ვერიფიკაცია – რეგისტრაციისთვის ამომრჩეველს შეუძლია წარადგინოს ვადიანი პირადობის მოწმობა ან მოქმედი პასპორტი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, ბიომეტრიული ვერიფიკაციის აპარატით, რაც გამორიცხავს ორჯერ ხმის მიცემას.

🔹 ხმის მიცემა – ფარულ კაბინაში ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს ✅ და ბიულეტენს ათავსებს ყუთში.

🔹 ხმის დათვლის პროცედურა:
1️⃣ ელექტრონული დათვლა – ხმებს პირველად ითვლის Picos-ის სისტემა, რომელიც სკანირებს ბიულეტენებს და ქმნის ავტომატურ მონაცემებს უბნის დონეზე.
2️⃣ ხელით გადათვლა – აპარატის შედეგებს შემდეგ ხელით გადაამოწმებს საარჩევნო კომისია, რომლის შემდეგაც მოხდება ოქმის შედგენა
3️⃣ დამკვირვებლები ესწრებიან პროცესს, რაც უზრუნველყოფს დამატებით კონტროლს და აღრიცხვას.

🤖⚖️ ხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი გამოწვევები საქართველოშიხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ხშირად ხდება ჩვენი ყოველდღ...
07/09/2025

🤖⚖️ ხელოვნური ინტელექტი და სამართლებრივი გამოწვევები საქართველოში

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ხშირად ხდება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი, მაგრამ მასთან ერთად ჩნდება ახალი სამართლებრივი კითხვები:

🔹 პერსონალური მონაცემები – რამდენად დაცულია ჩვენი პირადი ინფორმაცია AI სისტემებში?

🔹 ინტელექტუალური საკუთრება – ვის ეკუთვნის AI-ის მიერ შექმნილი ნამუშევარი?

🔹 პასუხისმგებლობა – თუ ალგორითმის
გადაწყვეტილებამ ზიანი მოგვაყენა, ვინ აგებს პასუხს?

🔹 სამართლიანი სასამართლო პროცესი – შეძლებს თუ არა მოქალაქე ალგორითმის გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

📌 დასკვნა: ხელოვნური ინტელექტი ქმნის როგორც ახალ შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან სამართლებრივ კითხვებს, რომელთა გააზრება და განხილვა მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

31/08/2025

⚖️ მედიაცია – ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი 🤝
⚖️ ადვოკატი, მედიატორი – თათია მაისურაძე

🇬🇪📜 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა 🏛️ დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო 🇬🇪 ...
24/08/2025

🇬🇪📜 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა 🏛️ დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო 🇬🇪 აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

⚖️ როგორ შეიძლება დაიცვას დასაქმებულმა საკუთარი უფლებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას?📝...
14/08/2025

⚖️ როგორ შეიძლება დაიცვას დასაქმებულმა საკუთარი უფლებები შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას?

📝 დასაქმებულს აქვს უფლება მოსთხოვოს დამსაქმებელს წერილობითი განმარტება, თუ რა საფუძველზე მოხდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამისათვის, მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს 30 კალენდარული დღის ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შეტყობინების მიღებიდან.

📄 წერილობითი განმარტების მიღების შემდეგ, დასაქმებულს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება. სარჩელი სასამართლოში უნდა წარედგინოს წერილობითი განმარტების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

⏳ თუ დასაქმებული არ ითხოვს წერილობით განმარტებას, მას მაინც აქვს უფლება გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება სასამართლოში, სარჩელის წარდგენის ვადა ამ შემთხვევაში იწყება შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღით.

29/07/2025

📌 10 ძირითადი უფლება, რომელიც უნდა იცოდე ⚖️
🎓 სამართლის აკადემია — განათლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი სივრცე 🌿🕊️

Address

Tbilisi. Georgia

0119

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Civic Academy • სამოქალაქო აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your organization to be the top-listed Non Profit Organization?

Share