PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა

PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა PMI Tbilisi, Georgia Chapter is founded in 2017, as an official chapter of PMI (Project Management In

🎯14 მაისს, საღამოს 8 საათზე, 1 საათი, 2 სპიკერი, 2 ორგანიზაცია - და ერთი კითხვა, რომელსაც ბევრი პროფესიონალი საკუთარ თავ...
23/05/2026

🎯14 მაისს, საღამოს 8 საათზე, 1 საათი, 2 სპიკერი, 2 ორგანიზაცია - და ერთი კითხვა, რომელსაც ბევრი პროფესიონალი საკუთარ თავს უსვმს: საიდან დავიწყო?

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობამ და IIBA საქართველოს წარმომადგენლობამ ერთობლივად გამართეს ვებინარი - „PM or BA: Where Do I Begin?" - და ეს იყო არა მხოლოდ საგანმანათლებლო ღონისძიება, არამედ პირველი საჯარო ნაბიჯი ორი პროფესიული საზოგადოების პარტნიორობაში, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყო.

💡ნანა ლობჯანიძემ (PMP®) და თინათინ პაპაშვილმა (CBAP®) ერთ სივრცეში გააერთიანეს პროექტების მართვისა და ბიზნეს ანალიზის რეალური სურათი.

საუბარი შეეხო იმას, თუ რა არის PM და BA, სად იკვეთება და სად განსხვავდება მათი გზა, რა არტეფაქტებიდან იწყება თითოეული როლი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - როგორ იპოვო შენი მიმართულება. პასუხი მარტივია: დაიწყე იქ, სადაც შენი ენერგია იზრდება.

🌟მადლობა ვებინარის სპიკერებს და მოდერატორს: თინათინ პაპაშვილს, ნანა ლობჯანიძეს, ტამარ მუმლაძეს
🌟მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც ეს საღამოს ჩვენთან გაატარა.

🚀 ეს კოლაბორაცია არ მთავრდება - ეს მხოლოდ დასაწყისია.



🎯 May 14. 8 PM. One hour, two speakers, two organizations - and one question that so many professionals ask themselves: where do I begin?

PMI Tbilisi, Georgia Chapter and IIBA Georgia Chapter co-hosted the webinar "PM or BA: Where Do I Begin?" - and it was more than just an educational session. It was the first public milestone of a partnership that began in November 2025, bringing two professional communities into one shared space.

💡 Nana Lobjanidze (PMP®) and Tinatin Papashvili (CBAP®) brought together the real picture of project management and business analysis in one conversation.

They covered what a PM and a BA actually do, where their roles overlap and where they diverge, what artifacts define each path from day one - and most importantly, how to find your own direction. The answer is simpler than it sounds: start where your energy rises.

🌟 Thank you to our speakers and moderator: Tinatin Papashvili, Nana Lobjanidze, Tamar Mumladze.
🌟 Thank you to everyone who spent their evening with us.

🚀 This collaboration doesn't end here - it's only just begun.

სამეწარმეო განათლების კონფერენცია 2026 და წლის გამარჯვებული გუნდი ცნობილია! 🎉9 მაისს, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ, JA Eu...
22/05/2026

სამეწარმეო განათლების კონფერენცია 2026 და წლის გამარჯვებული გუნდი ცნობილია! 🎉

9 მაისს, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ, JA Europe-ის მხარდაჭერილი პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტთან, ჯუნიორ ეჩივმენტი ალუმნი საქართველოსა და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, სამეწარმეო განათლების კონფერენციას უმასპინძლა! 🙌

📌 დღის მთავარი აქცენტები და შედეგები:

🔹 შედგა მეწარმეობის საფუძვლების ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია.
🔹 გაიმართა საინტერესო პანელური დისკუსია სამეწარმეო განათლების როლზე.
🔹 მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებს.

🏆 „წლის მოსწავლეთა კომპანია 2026“-ის ფინალში გამარჯვება და წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის ტიტული SaveWave-მა მოიპოვა!

SaveWave არის ინოვაციური საზღვაო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მცირე მცურავი საშუალებებისთვის ხელმისაწვდომ და ჭკვიან გადაწყვეტას ქმნის.

✈️ შემდეგი გაჩერება - ევროპაა! გუნდი საქართველოს სახელით გაემგზავრება რიგაში (ლატვია), სადაც 7-10 ივლისს მონაწილეობას მიიღებს სამეწარმეო განათლების ყველაზე მასშტაბურ ევროპულ ფესტივალში - GEN-E 2026. 🇪🇺✨

❤️ გულით ვულოცავთ SaveWave-ს და ვუსურვებთ ევროპის მწვერვალების დაპყრობას! წინ კი კიდევ უფრო დიდი აღიარება გელით. წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე 🇬🇪🔥

🌐 აღმოაჩინე მომავლის იდეები და დაუჭირე მხარი ახალგაზრდებს!

მეტი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: 👉 https://expo.gen-e.eu/expo

_

The Entrepreneurship Education Conference 2026 and the Winning Team of the Year Have Been Announced! 🎉

On May 9th, Junior Achievement Georgia, in partnership with the University of Georgia, JA Alumni Georgia, and PMI Tbilisi, Georgia Chapter - under the JA Europe-supported project "Support to Entrepreneurship Education in Europe and Eurasia" - hosted the Entrepreneurship Education Conference! 🙌

📌 Key Highlights & Outcomes of the Day:

🔹 The launch presentation of a new entrepreneurship fundamentals textbook took place.
🔹 An engaging panel discussion was held on the role of entrepreneurship education.
🔹 Participants got an in-depth look at Junior Achievement Georgia's current programs and projects.

🏆 The winner of the "Student Company of the Year 2026" final and the title of Best Student Company goes to SaveWave!

SaveWave is an innovative maritime safety system that offers a smart and accessible solution for small watercraft.

✈️ Next stop - Europe! The team will represent Georgia in Riga, Latvia, where they will compete at the largest entrepreneurship education festival in Europe - GEN-E 2026, taking place July 7–10. 🇪🇺✨

❤️ We wholeheartedly congratulate SaveWave and wish them every success in conquering Europe! Even greater recognition awaits you ahead. Best of luck on the international stage! 🇬🇪🔥

🌐 Discover the ideas of the future and support the next generation!

For more information, visit: 👉 https://expo.gen-e.eu/expo

დასრულდა PMI ბიზნეს კლუბის მეხუთე შეხვედრა, რომელიც სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის ტრანსფორმაციას დაეთმო - ინოვა...
14/05/2026

დასრულდა PMI ბიზნეს კლუბის მეხუთე შეხვედრა, რომელიც სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის ტრანსფორმაციას დაეთმო - ინოვაციური მიდგომებიდან ციფრულ ინსტრუმენტებამდე! 🚀

ღონისძიებამ გააერთიანა 100-მდე პროფესიონალი - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეხვედრა PMI ბიზნეს კლუბის ისტორიაში.

✨ 3 მთავარი გაკვეთილი:

1️⃣ საერთაშორისო კოლაბორაცია: ლიკა დოლიძემ (Silk Development) აჩვენა, რომ წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო არქიტექტორებთან მოითხოვს მკაფიო პროცესებსა და ლოკალურ/გლობალურ გუნდებს შორის ეფექტურ კოორდინაციას — Tsinandali, Telegraph, Batumi და Bobokvati-ს ქეისების მაგალითზე.

2️⃣ ციფრული ტრანსფორმაცია: ნინო მესაბლიშვილმა (Eristavi Estate & Rentals) ACBA Bank-ის BIM ქეისზე გვიჩვენა, რომ 4D/5D მოდელირება, „Zero-Surprise" მიდგომა და CDE იძლევა მილიონობით დოლარის დანაზოგისა და გრაფიკის დაცვის შესაძლებლობას.

3️⃣ სექტორის მომავალი: პანელურმა დისკუსიამ ქეთი კაპანაძის (BIMunify Georgia) მოდერაციით, ლევან ახვლედიანის, ლევან წურწუმიასა და ნატო ბოჭორიშვილის მონაწილეობით, ხაზი გაუსვა, რომ პროექტების მართვა გადადის რეაქტიული მიდგომიდან მონაცემებზე დაფუძნებულ მართვაზე.

მადლობა ჩვენს სპიკერებსა და მხარდამჭერებს:

🤝 Silk Development ; The Telegraph Hotel ; Officell - ოფისელი ; Extra.ge

🗣️ Lika Dolidze; Nino Mesablishvili; Keti Kapanadze; Levan Akhvlediani; Levan Tsurtsumia; Nato Bochorishvili



The 5th PMI Business Club meeting has wrapped up - dedicated to the transformation of project management in construction: from innovative approaches to digital tools! 🚀

The event brought together nearly 100 professionals — one of the largest gatherings in PMI Business Club history.

✨ 3 Key Takeaways:

1️⃣ International Collaboration: Lika Dolidze (Silk Development) showed that successful work with international architects requires clear processes and effective coordination between local and global teams - demonstrated through the Tsinandali, Telegraph, Batumi, and Bobokvati cases.

2️⃣ Digital Transformation: Nino Mesablishvili (Eristavi Estate & Rentals) presented the ACBA Bank BIM case, showing how 4D/5D modeling, the "Zero-Surprise" approach, and a Common Data Environment can deliver millions in savings while protecting timelines.

3️⃣ The Future of the Sector: The panel - moderated by Keti Kapanadze (BIMunify Georgia) with Levan Akhvlediani, Levan Tsurtsumia, and Nato Bochorishvili - emphasized that project management is shifting from a reactive approach to data-driven, integrated management.

Special thanks to speakers and our supporters:

🤝 Silk Development ; The Telegraph Hotel ; Officell - ოფისელი ; Extra.ge

🗣️ Lika Dolidze; Nino Mesablishvili; Keti Kapanadze; Levan Akhvlediani; Levan Tsurtsumia; Nato Bochorishvili

28 აპრილს წარმატებით ჩატარდა PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის ვებინარი - "The BA Role in the Era of Change" 🙌ვე...
13/05/2026

28 აპრილს წარმატებით ჩატარდა PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის ვებინარი - "The BA Role in the Era of Change" 🙌

ვებინარზე სპიკერად გვესტუმრა მარიკა კლდიაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ლიდერი 26+ წლიანი გამოცდილებით ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში, DBA, PMP და MIT-ის მეწარმეობის ტრენერის სერტიფიკატების მფლობელი.

ვებინარი გამოირჩეოდა პრაქტიკული მიდგომით. მონაწილეებმა განიხილეს:
🔹 რა არის ბიზნეს ანალიზი და მისი ტიპები;
🔹 რატომ არის BA კრიტიკული რგოლი დღევანდელ ეკონომიკაში;
🔹 ბიზნეს ანალიზი და ცვლილებების მენეჯმენტი;
🔹 AI-ს ერა: გამოწვევები და შესაძლებლობები - როგორ უწყობს ხელს BA ადაპტირებას და ინოვაციას.
მარიკამ ასევე გაგვაცნო უახლესი კვლევები ბიზნეს ანალიზისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ხოლო Q&A სესიაში მონაწილეებმა პასუხები მიიღეს ყველა აქტუალურ შეკითხვაზე.

💛 დიდი მადლობა მარიკა კლდიაშვილს გამოყოფილი დროისა და გამოცდილების გაზიარებისთვის!
მადლობა ყველა მონაწილეს - აქტიური ჩართულობისა და ინტერესისთვის! 🙏

🚀 ვებინარების პროექტი გააგრძელებს თქვენს საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების ორგანიზებას - გამოიწერეთ და არ გამოტოვოთ შემდეგი!



On April 28, PMI Tbilisi, Georgia Chapter successfully hosted the webinar - "The BA Role in the Era of Change" 🙌

Our speaker was Marika Kldiashvili- a Business and Technology Leader with 26+ years of experience in digital transformation, holding DBA, PMP, and MIT Entrepreneurship Trainer certifications.
The webinar stood out for its practical approach. Participants explored:
🔹 What is Business Analysis and its types;
🔹 Why BA is a critical link in today's economy;
🔹 Business Analysis and Change Management;
🔹 The AI Era: challenges and opportunities - how BA supports adaptation and innovation.
Marika also shared the latest research on Business Analysis and Artificial Intelligence, and during the Q&A session, participants received answers to all their pressing questions.

💛 A huge thank you to Marika Kldiashvili for her time and for so generously sharing her expertise!
Thank you to all participants for your active engagement and enthusiasm! 🙏

🚀The Webinar Project will continue organizing events tailored to your needs - stay tuned and don't miss what's next!

PMI ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრა (LIM) წარმატებით დასრულდა!📅 30 აპრილიდან 3 მაისამდე ლისაბონმა უმასპინძლა PMI ლი...
12/05/2026

PMI ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრა (LIM) წარმატებით დასრულდა!

📅 30 აპრილიდან 3 მაისამდე ლისაბონმა უმასპინძლა PMI ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრას, რომელშიც PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობაც, აქტიურად მონაწილეობდა.

🗯️ შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ადგილობრივი წარმომადგენლობის მოხალისეობრივი როლის გაძლიერების საკითხები და ლიდერული უნარების განვითარების სტრატეგიები. გაზიარებული გამოცდილება და ცოდნა უდავოდ დაეხმარება ჩვენს წარმომადგენლობას სამომავლო საქმიანობის დახვეწასა და გაძლიერებაში.

🤩 მადლობას ვუხდით PMI-ის საერთაშორისო გუნდსა და PMI Europe Community-ის გუნდს შესანიშნავად ორგანიზებული ღონისძიებისთვის, PMI Portugal Chapter- ს სტუმართმოყვარე მასპინძლობისთვის, ევროპის ყველა წარმომადგენლობასა და წარმომადგენლობის ლიდერებს - ღია გაზიარებისა და შთამაგონებელი თანამშრომლობისთვის.

💜 ველოდებით მომავალ შეხვედრებს!

_ _

PMI Leadership Institute Europe Meeting (LIM) Successfully Concluded!

📅 From April 30 to May 3, Lisbon hosted the PMI Leadership Institute Europe Meeting, in which the PMI Tbilisi, Georgia Chapter actively participated.

🗯️ During the meeting, we discussed strategies for strengthening the volunteer roles of local chapters and developing leadership skills across the PMI community. The shared experience and knowledge will undoubtedly support our chapter in refining and strengthening future activities.

🤩 We extend our heartfelt thanks to the PMI International team and the PMI Europe Community team for an exceptionally organized event to PMI Portugal Chapter for their warm hospitality, and to all participating chapters and chapter leaders across Europe - for their openness, generosity, and inspiring collaboration.

💜 We look forward to future meetings!

Project Management Institute

💥 გვინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი წარმომადგენლობის საქმიანობის აღიარების შესახებ.🇬🇪 PMI თბილისი, საქართველო...
11/05/2026

💥 გვინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი წარმომადგენლობის საქმიანობის აღიარების შესახებ.

🇬🇪 PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა დასახელდა ევროპის რეგიონში “Be Welcoming” ღირებულების გამზიარებელ ჩაპტერად.

💜 Leadership Institute Meeting (LIM)-ის ფარგლებში, ჩვენი წარმომადგენლობა წარადგინა წევრობისა და მოხალისეთა ჩართულობის მიმართულების დირექტორმა, ნესტან აბრამიშვილმა, რომელმაც მთავარი სცენიდან გააზიარა ის ინიციატივები და ისტორიები, რომლებიც ამ ღირებულების რეალურ მოქმედებად გარდაქმნას ემსახურება.

💭 სიტყვის მთავარი გზავნილი თავად სათაურშივე იკვეთებოდა:
“Destination is the place. But the journey is the feeling.”

🤲 ეს აღიარება ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია - თითოეული წევრის, მოხალისის და პარტნიორის ჩართულობის.

💫 ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

🚀 ჩვენი წარმომადგენლობა აგრძელებს განვითარებისა და თანამშრომლობის გზას - უფრო მაღალი მწვერვალებისკენ, ერთიანი ღირებულებებითა და საერთო მიზნებით.

-

💥 We are pleased to share important news regarding the recognition of our Chapter’s work.

🇬🇪 PMI Tbilisi, Georgia Chapter has been recognized in the Europe Region as a Chapter that exemplifies the “Be Welcoming” value.

💜 During the Leadership Institute Meeting (LIM), our Chapter was represented on the main stage by Netu Abramishvili, Director of Membership and Volunteer Engagement, who shared the initiatives and stories that bring this value to life through real action.

💭 The key message of the speech was clearly reflected in its title:
“Destination is the place. But the journey is the feeling.”

🤲 This recognition is the result of our collective effort - the engagement and dedication of every member, volunteer, and partner.

💫 This is only the beginning.

🚀 Our Chapter continues its journey of growth and collaboration - moving toward higher peaks, guided by shared values and common goals.

PM გახდები თუ BA? 🤔ეს კითხვა ბევრ პროფესიონალს ებადება - განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. ორივე როლი ერთ პროექტზე მუშა...
08/05/2026

PM გახდები თუ BA? 🤔
ეს კითხვა ბევრ პროფესიონალს ებადება - განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. ორივე როლი ერთ პროექტზე მუშაობს, მაგრამ სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან:
🌟სწორი პასუხი კი დამოკიდებულია ერთ კითხვაზე: სად არის შენი ენერგია?

14 მაისს, ნანა ლობჯანიძე და თინათინ პაპაშვილი ერთ სივრცეში გაგიხსნიან ორივე კარიერული გზის რეალობას - არტეფაქტებს, ინსტრუმენტებს, სერტიფიკაციებს და პირველ ნაბიჯებს.

შემოგვიერთდი რათა მიიღო მეტი, ორი განსხვავებული ადამიანის, ორი განსხვავებული გამოცდილება - შენთვის.

📅 თარიღი: 14 მაისი, 2026 | დრო: 20:00 – 21:00 (GMT+4)
🌐ფორმატი: ონლაინ (Zoom) | ენა: ქართული
👉 რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeSros5t5yZDXyLg0aKysFk_L8TNW6jSbVMVz0NpWfn__1lHw/viewform?usp=header
🔐 რეგისტრაციის ვადა: 12 მაისი | 20:00

_

PM or BA? 🤔

This question comes up for many professionals - especially at the start of their career. Both roles work on the same project, but from completely different perspectives.
🌟 The right answer depends on one question: where does your energy rise?

On May 14, Nana Lobjanidze and Tinatin Papashvili will open up the reality of both career paths in one space - artefacts, tools, certifications, and the very first steps.

Join us to get more: two different people, two different lived experiences - for you.

📅 Date: May 14, 2026 | Time: 20:00 – 21:00 (GMT+4) 🌐 Format: Online (Zoom) | Language: Georgian
👉 Register: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeSros5t5yZDXyLg0aKysFk_L8TNW6jSbVMVz0NpWfn__1lHw/viewform?usp=header
🔐 Registration deadline: May 12 | 20:00

🇵🇹მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ლისაბონი მასპინძლობს PMI ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრას (LIM) რომელსაც PMI თბილისი,...
03/05/2026

🇵🇹მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ლისაბონი მასპინძლობს PMI ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრას (LIM) რომელსაც PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობაც ესწრება!

🗯️ლიდერშიფ ინსტიტუტის ევროპის შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრების მოხალისეობრივი როლის გაზრდასა და მათი ლიდერული უნარების ჩამოყალიბებას.

🖇️ჩვენს წარმომადგენლობას კი ევროპის შეხვედრაზე წარადგენენ: ნესტან აბრამიშვილი - წევრობისა და მოხალისეთა ჩართულობის მიმართულების დირექტორი, ნანა ლობჯანიძე - მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და სოციალური მედიის მიმართულების დირექტორი და ირინე სეფერთელაძე - სპონსორობის მიმართულების დირექტორი.

We can empower each other 💙
_

🇵🇹In April-May of this year, Lisbon is hosting the PMI Leadership Institute Europe Meeting (LIM), which is also attended by the PMI Tbilisi, Georgia Chapter!

🗯️The goal of the Leadership Institute Europe Meeting is to promote the volunteer role of local chapter members and develop their leadership skills.

🖇️Our chapter at the Europe Meeting will be represented by Nestan Abramishvili - Director of Membership and Volunteer Engagement, Nana Lobjanidze - Director of Marketing, Communications and Social Media, and Irine Seperteladze - Director of Sponsorship.

We can empower each other 💙

🔔მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ საინტერესო სიახლე.➡️2026 წლის PMI გლობალური სამიტის ევროპის სერიებს ამჯერად ლისაბონი მასპინ...
02/05/2026

🔔მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ საინტერესო სიახლე.
➡️2026 წლის PMI გლობალური სამიტის ევროპის სერიებს ამჯერად ლისაბონი მასპინძლობს.
🔆ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ევროპულ სამიტზე ჩვენს წარმომადგენლობას წარადგენს ნინო დარახველიძე - განათლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულების დირექტორი.
Guide the future together 💜

-

🔔We are happy to share some exciting news with you.
➡️The 2026 PMI Global Summit Series Europe is being hosted in Lisbon this year.
🔆We are delighted that Nino Darakhvelidze - Director of Education and Professional Development will represent our chapter at the European Summit.
Guide the future together 💜

01/05/2026

Leadership Institute Meeting 2026
Lisbon, Portugal 🇵🇹

Address

Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to PMI Tbilisi, Georgia Chapter • PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა:

Share