09/10/2026
🇬🇪🇧🇪🇪🇺 საქართველოს გამოცდილება
Best Practice პაციენტთა ორგანიზაციების გაძლიერებაში ✊🏻
ჩვენთვის დიდი სიამაყეა, რომ ბელგიაში, ქალაქ ლუვენში, CDG-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, RADICAL-CDG პროექტის ფარგლებში, საქართველოს გამოცდილება პაციენტთა ორგანიზაციების გაძლიერებისა და ლიდერობის მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა თათა ცინცაძემ.
🔰თათა ცინცაძე არის Foundation for CDG Syndrome and Autism / CDG Georgia-ს დამფუძნებელი და დირექტორი, Georgian Alliance for Rare Disease-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი და RADICAL-CDG-ის Advisory Board-ის წევრი.
♻️პრეზენტაცია თემაზე “Leadership for Strong Patient Organisations” შეეხებოდა საქართველოს გამოცდილებას , როგორ შეიძლება ერთი მშობლისა და ერთი ოჯახის ინიციატივა გადაიზარდოს ძლიერ პაციენტთა ორგანიზაციად და ფართო საზოგადოებად.
🇬🇪საქართველოს გამოცდილება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ გაიზიარეს და Best Practice-ის მაგალითად აღიარეს.
💚ეს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ცვლილება შეიძლება დაიწყოს ერთი მშობლისგან, ერთი ოჯახისგან და ერთი ძლიერი რწმენისგან , რომ ცვლილება შესაძლებელია.
საქართველოში ამ გზამ გააერთიანა პაციენტები, მშობლები, ექიმები, მკვლევარები, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები საერთო მიზნის გარშემო - შევქმნათ ძლიერი საზოგადოება და უკეთესი მომავალი როგორც დღევანდელი, ისე მომავალი პაციენტებისთვის.
ეს აღიარება მნიშვნელოვანი გზავნილია არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა იშვიათი დაავადების მქონე ადამიანისთვის: ერთი ადამიანის ინიციატივას შეუძლია დაიწყოს ცვლილება, რომელიც ბევრ ადამიანს გააერთიანებს და რეალურ ცვლილებად იქცევა.
💚🥳ვულოცავთ თათა ცინცაძეს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას და ვამაყობთ საქართველოს გამოცდილებით, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო დონეზეა გაზიარებული.
Foundation for CDG Syndrome and Autism
CDG Georgia