28/06/2025
"G-AID არის მანძილთა სენსორით აღჭურვილი დრონი, რომლის საშუალებითაც პროგრამა რელიეფის სივრცულ რუკას შექმნის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი შეძლებს არსებული მონაცემები შეაგროვოს და გააანალიზოს, წარსულ მონაცემებს შეადაროს, რათა შესაძლო რისკი შეაფასოს და ჩაშენებული ფუნქციონალით, უახლოესი ანძის საშუალებით, უწყებები მუდმივად განაახლოს. დრონი აგრეთვე თერმული ტექნოლოგიითა და რელიეფის მეწყრის შემდგომი ფორმის ანალიზით სამძებრო სამუშაოებშიც ერთვება".
G-AID-ის თვითმავალი, მწვანე ენერგიაზე მომუშავე დრონი ის ინოვაციაა, რომელიც ცვლის სტრუქტურას "ტრაგედიაზე რეაგირებიდან" → "ტრაგედიის პრევენციამდე". დრონი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობებს ზრდის, ხარჯებს ამცირებს, მონაცემთა ბაზას ამდიდრებს და უფრო მდგრად, კლიმატადაპტირებად საზოგადოებას აყალიბებს.
სტარტაპ G-AID-ის გუნდის წევრები ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები არიან. გაიცანით თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მაჭავარიანი.
საავტორო უფლება © 2025 Entrepreneur Media, LLC ყველა უფლება დაცულია. Entrepreneur® and its related marks are registered trademarks of Entrepreneur Media LLC