13/08/2026
📚🌿 იდეათეკები - სივრცე ახალი იდეების, ცოდნისა და აღმოჩენებისთვის.
For English ↓
გარემოსდაცვითი განათლება კავკასიის ბუნების ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, CNF-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, ახალციხისა და დაბა მანგლისის იდეათეკებს გარემოსდაცვითი ინტერაქტიული კუთხეები, ეკო-საგანმანათლებლო რესურსები და სპეციალური პროგრამები დაემატება.
„იდეათეკა“ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც თანამედროვე წიგნებით, ტექნოლოგიებითა და სამუშაო გარემოთი აღჭურვილ მულტიფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს. აქ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ ისწავლონ, ითანამშრომლონ და სხვადასხვა პროექტი განახორციელონ.
ინიციატივა იდეათეკის სტუმრებს დაეხმარება, უკეთ გაიცნონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, ბუნება და ბიომრავალფეროვნება, ის ასევე ხელს შეუწყობს იდეათეკებისა და რეგიონის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს (ალგეთის, ბორჯომ-ხარაგაულისა და ჯავახეთის) შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
პროექტი CNF-ის მხარდაჭერით, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომის“ მიერ ხორციელდება.
🔎 გამოგვყევით - პროექტის შესახებ მალე მეტ დეტალს გაგიზიარებთ.
📚🌿 Ideatheka – A Space for New Ideas, Learning, and Discovery
Environmental education is one of the Caucasus Nature Fund’s key priorities. That is why, through the partnership between CNF and the Bank of Georgia, the Ideathekas in Akhaltsikhe and Manglisi will be enhanced with interactive environmental education corners, eco-learning resources, and dedicated educational programms.
Ideatheka is the Bank of Georgia’s educational initiative, bringing together multifunctional learning spaces equipped with modern books, technology, and collaborative work environments. These spaces provide students and teachers with opportunities to learn, collaborate, and develop innovative projects.
The initiative will help visitors gain a deeper understanding of Georgia’s protected areas, nature, and biodiversity, while also strengthening cooperation between the Ideathekas and the administrations of the region’s protected areas Algeti, Borjomi-Kharagauli, and Javakheti.
The project is implemented by the environmental organization Green Borjomi, with the support of CNF.
🔎 Follow us - we’ll be sharing more details about the project soon.