საჯარო მოსამსახურეები - კონსტიტუციის 78-ე მუხლი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საჯარო მოსამსახურეები - კონსტიტუციის 78-ე მუხლი

საჯარო მოსამსახურეები - კონსტიტუციის 78-ე მუხლი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი

Independent professional Union - Article 78 of the Constitution

01/06/2026

ბავშვებზე ზრუნვა მათი საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იწყება.

თუ შიმშილი ბავშვის ყოველდღიურობაა, ეს მას ხელს უშლის სწორ განვითარებაში.

სკოლებში კვების პროგრამის ამოქმედება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იმ ქვეყნებში, სადაც სოციოეკონომიკური მდგომარება საკმაოდ რთულია, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ის ბავშვზე ზრუნვის მაღალი სტანდარტის დასტურია.

ამიტომ,

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დღეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ .movement ხმა • Khma movement -ის სასკოლო კვების ინიციატივას, რომელსაც ჩვენი პროფესიული კავშირიც უერთდება და მოგიწოდებთ, ხელი მოაწეროთ მას.

ჯანსაღი და დაბალანსებული სასკოლო კვება უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დანაყრება.

ის რეალურად ამცირებს უთანასწორობას;

ხელს უწყობს ჯანსაღი კვების ჩვევის ჩამოყალიბებას;

ქმნის სკოლის კულტურას;

აუმჯობესებს შიდა სასკოლო ატმოსფეროს და მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს;

ზრდის ბავშვის კონცენტრაციას და ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში;

ამცირებს აგრესიას;

რაც მთავარია, ორგანიზმს ამარაგებს მიკროელემენტების დღიური ნორმით.

იხილეთ მოკლე ანიმაცია, თუ როგორ ამეგობრებს ბავშვებს საერთო მაგიდა.

სასკოლო კვება - ზრუნვა ძლიერი მომავლისათვის!

მნიშვნელოვანი თარიღების ერთად აღნიშვნა ემოციას აასმაგებს. საჯარო მოსამსახურეების "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონ...
26/05/2026

მნიშვნელოვანი თარიღების ერთად აღნიშვნა ემოციას აასმაგებს.

საჯარო მოსამსახურეების "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. 💚

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენი ერივით უძველესი  და მრავალ ქარტეხილგამოვლილია. ვიბრძოდით, რადგან ვიცოდ...
25/05/2026

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩვენი ერივით უძველესი და მრავალ ქარტეხილგამოვლილია.

ვიბრძოდით, რადგან ვიცოდით, რომ მონობაში დავკარგავდით ეროვნულ თვითმყოფადობას და კოლექტიურ მეხსიერებას, მის გარეშე კი სამუდამოდ გაწყდებოდა კავშირი წარსულსა და მომავალს შორის.

ეს ცნობილი ფოტო სწორედ ამ უწყვეტობის ერთგვარი სიმბოლოა.

გილოცავთ 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საჯარო მოსამსახურეთა "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვუერთდებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფი...
23/05/2026

საჯარო მოსამსახურეთა "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ვუერთდებით დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდამჭერ მარათონს და ერთი თვის საწევრო გადასახადს ვრიცხავთ შესაბამის ანგარიშზე.

22/05/2026

დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულმა ქართველმა დიპლომატებმა ახალი, იმედისმომცემი ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც, გვჯერა, სამომავლოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გასწორებაში.

საქართველოს დიპლომატები პირველები იყვნენ საჯარო სექტორში, ვინც განგაშის ზარი დარეკა და ფართო საზოგადოებას მკაფიო განცხადებით ამცნო, რა საფრთხის წინაშე დადგა ქვეყანა 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" საჯაროდ გაამჟღავნა საკუთარი ზრახვები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან, რეალურად კი ევროპისგან დისტანცირებასთან დაკავშირებით.

მაშინ, მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პროფესიონალების უმრავლესობა ერთად დადგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო პროფესიული ღირსებისა და პრინციპების მქონე ყველა საჯარო მოხელე.

ჩვენთვის სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ერთობა და პროფესიული სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს უდიდესი ინსტიტუციური მეხსიერების, გამოცდილებისა და ინტელექტუალური რესურსის შენარჩუნებას, გაძლიერებას და ქვეყნის განვითარებისთვის გამოყენებას.

ვულოცავთ საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება • DSG - Diplomatic Society of Georgia-ს დაფუძნებას და ვუსურვებთ იმგვარ წარმატებას, რომლის შედეგი ქვეყნისთვის საყოველთაო მნიშვნელობის იქნება.

DSG აერთიანებს სხვადასხვა თაობის კარიერულ დიპლომატებს, რომლებიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების გამო, გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან ან უსამართლოდ იქნენ გათავისუფლებულნი დიპლომატიური სამსახურიდან.

🟢 იცოდით, რომ სასკოლო კვება ხელს უწყობს ბულინგის პრევენციას და ბავშვების დამეგობრებას?👉 საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში სასკ...
14/05/2026

🟢 იცოდით, რომ სასკოლო კვება ხელს უწყობს ბულინგის პრევენციას და ბავშვების დამეგობრებას?

👉 საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში სასკოლო კვების რამდენიმედღიანმა ექსპერიმენტმა საინტერესო მიგნებები გამოკვეთა: გარდა იმისა, რომ კლასის მართვა გაიოლდა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა გაუმჯობესდა, ასევე აღმოჩნდა, რომ ზოგი ბავშვი საყვარელმა საკვებმა დაამეგობრა, ხოლო ზოგმა მათგანმა თანასკოლელებთან ერთად ისეთი პროდუქტების მიღება დაიწყო, რასაც ოჯახში იწუნებდა.

🔵 ეს ექსპერიმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასკოლო კვება იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე საბაზისო მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

🟢 უკვე სამი დღეა, რაც მოძრაობა „ხმამ“, სასკოლო კვების მოთხოვნის მიზნით, კანონპროექტის ინიციირებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების ორგანიზება დაიწყო. ხელმოწერები გროვდება თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ და თსუ-ს პირველ კორპუსთან, ასევე ზუგდიდში.

🔵 საჯარო მოსამსახურეთა "დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი" კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ამ ინიციატივისადმი და მზაობას, წვლილი შეიტანოს ხელმოწერების შეგროვებაში.

ევროპის დღე ქართველი ხალხისთვის ყოველთვის იყო იმ ღირებულებითი თანხმობის სიმბოლო, რომელიც ჩვენს ქვეყანას დასავლურ ცივილიზ...
08/05/2026

ევროპის დღე ქართველი ხალხისთვის ყოველთვის იყო იმ ღირებულებითი თანხმობის სიმბოლო, რომელიც ჩვენს ქვეყანას დასავლურ ცივილიზაციასთან აერთიანებს.

ერთიანი ევროპის იდეა — მრავალფეროვნების, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული — ჩვენი ერისთვის, დიდი ხანია, პროგრესისა და მომავლის მთავარ ორიენტირად იქცა.

უკვე მეორე წელია, 9 მაისი განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს იმ საჯარო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული ევროინტეგრაციის დასაცავად გაერთიანდნენ.

ათასობით ხელმოწერით გამოხატული სამოქალაქო პოზიცია არ ყოფილა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტი. მაშინ თითოეულმა ხელმომწერმა დაამტკიცა, რომ საჯარო სამსახური ბევრად მეტია, ვიდრე ბიუროკრატიული პროცესი. ეს არის ფიცი — ემსახურო ხალხს და დაიცვა ქვეყნის უზენაესი კანონი.

იმ კრიტიკულ დღეებში შექმნილი პეტიციები და მისით გამოწვეული რეაქცია გახდა დასტური იმისა, რომ ქვეყნის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული საჯარო მოსამსახურეების პასუხისმგებლობის ხარისხზე.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ საერთაშორისო თარიღს, არამედ ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და მისი აღსრულებისთვის ბრძოლის საერთო ისტორიას.

გილოცავთ ევროპის დღეს!

ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის!

#ევროპისდღე #საჯაროსამსახური #საჯარომოსამსახურე #კონსტიტუციის78ემუხლი

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ 8 პირთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მათი გათავისუფლება კანონმდებლობის...
07/05/2026

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ 8 პირთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მათი გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა.

სახალხო დამცველის დასკვნით, უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის ხელშეკრულებების შეწყვეტა დაუშვებელი იყო ვადის გასვლის საფუძვლით.

ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს სააგენტოს და მოუწოდებს იმსჯელონ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიების, მათ შორის, კომპენსაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველს აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა მიმართა.

აქვე გვსურს განვაცხადოთ, რომ ომბუდსმენის მიერ რამდენიმე მსგავსი რეკომენდაციის გაცემის მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით, უწყებებს არცერთ მსგავს საქმეზე არ უმსჯელიათ.

03/05/2026

ჩვენ გვაქვს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვისა და განხორციელების კარგი მაგალითები როგორც უღარიბეს ქვეყნებში, ასევე ჩვენს მეზობელ და პარტნიორ სახელმწიფოებში. მათ შორისაა სომხეთი და უკრაინა.

საჯარო მოსამსახურეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეუერთდა მოძრაობა "ხმას", რომელიც იწყებს ხელმოწერების შეგროვებას პარლამენტში სასკოლო კვების პროგრამის ინიციირებისთვის.

ინიციატივის წარდგენაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ორგანიზაციის გამგეობის წევრმა თაია მახარაშვილმა, რომელიც სასკოლო კვების გამოცდილებას იკვლევს.

02/05/2026

„საწყენია, რომ აქ დღეს ვერ ვხედავ ძალიან ბევრ ჭიათურელს, როდესაც საქმე ეხება მათ ქალაქს, მათი თანამოქალაქეების შრომის უფლების დაცვას, სამართლიანობას. აქ, მთაზე დამონტაჟებულია "ჭიათურა ჩვენი სიამაყეა". მე მინდა, რომ ჭიათურელებმა დაიბრუნოთ ეს სიამაყე და ღირსება, იბრძოლოთ თქვენი თავისუფლებისთვის. გისურვებთ, რომ მალე ჭიათურა მთელი საქართველოს სიამაყე იყოს“ - „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თავმჯდომარე მეგი კაციტაძე.

საჯარო მოხელეების ერთობა დღეს, ჭიათურაში „ანტიკრიზისული პლატფორმის“ მიერ ორგანიზებულ, მაღაროელების მხარდამჭერ შეხვედრას შეუერთდა.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საჯარო მოსამსახურეები - კონსტიტუციის 78-ე მუხლი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share