Association Tsinapari.ასოციაცია "წინაპარი"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Association Tsinapari.ასოციაცია "წინაპარი"

Association Tsinapari.ასოციაცია "წინაპარი" ქართული კულტურისა და ეთნო სპორტის ასოციაცია - "წინაპარი"

18/11/2025

⚪️პროზაიკოსი, დრამატურგი, და ლიტერატურულ პროექტ „არა-კი“-ს ხელმძღვანელი ბაჩო კვირტია მარათონის შესახებ საუბრობს.

14–15–16 ნოემბერს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელში  შილდაში მწერალთა სახლისა და საერთაშორისო კულტურის სივრცი...
18/11/2025

14–15–16 ნოემბერს კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ლამაზ სოფელში შილდაში მწერალთა სახლისა და საერთაშორისო კულტურის სივრცის ორგანიზებით, სამდღიანი ლიტერატურული მარათონი „არა-კი“ გაიმართა.

პროექტის ხელმძღვანელმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ, და მენტორებმა — მწერლებმა კოტე ჯანდიერმა და ირაკლი სამსონაძემ მონაწილეებისთვის სპეციალური დავალება განსაზღვრეს: სამი განსხვავებული თემა, სამი ერთგვარი „ფორმულა“, რომლის ფარგლებში ავტორებს ექსპერიმენტისა და შემოქმედებითი თავისუფლების შესაძლებლობა ჰქონდათ. მონაწილეებმა ერთ-ერთი აირჩიეს და ორი დღის განმავლობაში თავიანთ ნოველებზე ინტენსიურად იმუშავეს.

დავალებები იყო:

1. „არაკებს გეტყვი ბევრსაო…“
2. „როდესაც ასე ახლოა გრემი…“
3. „მტრედის საკენკი“

დასრულებული ტექსტები ავტორებმა ჟიურის გადასცეს. ნამუშევრების განხილვის შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდზე, სადაც მონაწილეთა ნოველებიც განთავსდება.

„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის — პოეტებისა და პროზაიკოსების — მიერ ისტორიულ-სიუჟეტურ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.

პროექტი ერთგვარი შემოქმედებითი გამოწვევაა, სადაც როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ ავტორებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისტორია ახალი ფორმით მოჰყვნენ და საკუთარი ხელწერა კიდევ უფრო გამოკვეთონ.

17/11/2025

◾️ლიტერატურულ მარათონ „არა-კი“-ს მენტორები — კოტე ჯანდიერი და ირაკლი სამსონაძე მარათონის არსსა და სამუშაო პროცესზე საუბრობენ.

✍️ლიტერატურულ მარათონის „არა-კი“ მონაწილეები მუშაობის პროცესში არიან.📗დღის ბოლოს ისინი დასრულებულ ნამუშევრებს მენტორებს ...
17/11/2025

✍️ლიტერატურულ მარათონის „არა-კი“ მონაწილეები მუშაობის პროცესში არიან.

📗დღის ბოლოს ისინი დასრულებულ ნამუშევრებს მენტორებს ჩააბარებენ.

16/11/2025
ლიტერატურული პროექტის მონაწილეები და მენტორები მარათონის მეორე დღის ბოლოს.
16/11/2025

ლიტერატურული პროექტის მონაწილეები და მენტორები მარათონის მეორე დღის ბოლოს.

„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის − პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ-მხატვრუ...
16/11/2025

„არა-კი“ მწერალთა სახლის პროექტია, რომლის მიზანია 10 მონაწილე ავტორის − პოეტებისა და პროზაიკოსების მიერ ისტორიულ-მხატვრულ ეპიზოდებზე დაყრდნობით შექმნილი 2025 წლის საუკეთესო ნოველების გამოვლენა.

#არაკი
#ლიტერატურულიმარათონი

მწერალთა სახლის ლიტერატურული მარათონი „არა-კი“. კახეთი, სოფელი შილდა, ისტორიული კომპლექსი „წინაპარი“. 15 ნოემბერი, დღე მ...
15/11/2025

მწერალთა სახლის ლიტერატურული მარათონი „არა-კი“.

კახეთი, სოფელი შილდა, ისტორიული კომპლექსი „წინაპარი“. 15 ნოემბერი, დღე მეორე.

სამუშაო შეხვედრა და კონკურსანტების მუშაობის პროცესი თხზულებებზე.
მარათონში მონაწილეობს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული 10 ავტორი:

ნინო გუგეშაშვილი
ირმა ბერიძე
გიორგი გელაშვილი
მორის როსტიაშვილი
ნატა ვარადა
სალომე ტაბატაძე
ქეთი გაბინაშვილი
ქეთო დავითური
სოფო დაუშვილი
გვანცა ფიფია

🍂14 ნოემბერს, კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე ისტორიულ კომპლექსში „წინაპარი“, სტარტი აიღო მწერალთა სახლის ლიტერატურულმა მ...
15/11/2025

🍂14 ნოემბერს, კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე ისტორიულ კომპლექსში „წინაპარი“, სტარტი აიღო მწერალთა სახლის ლიტერატურულმა მარათონმა „არა-კი“.

🖋️ პროექტის ხელმძღვანელმა, მწერალმა ბაჩო კვირტიამ, და პროექტის მენტორებმა − მწერლებმა კოტე ჯანდიერმა და ირაკლი სამსონაძემ კონკურსანტებს მარათონის დავალება გააცნეს − სამი თემა, სამი ერთგვარი ფორმულა, რომელთაგან მონაწილეები ერთ-ერთს აირჩევენ და იმუშავებენ 48 საათის განმავლობაში.

1. „არაკებს გეტყვი ბევრსაო...“
2. „როდესაც ასე ახლოა გრემი...“
3. მტრედის საკენკი

✍️არჩევანი გაკეთებულია, მარათონმა სტარტი აიღო.

14/11/2025

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Association Tsinapari.ასოციაცია "წინაპარი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share