SAGE Georgia

SAGE Georgia Discover the IMPACT made by our Teenage Entrepreneurs.

23/06/2026

"დილის მონეტიზაციის" სტუმარია SAGE Georgia-ს დირექტორი მარიკა კლდიაშვილი. გადაცემაში განხილულია საქართველოს ჩემპიონატის შედეგები და სამომავლო გეგმები. 🚀🚀
მნიშვნელოვანი კითხვები: ვისთვისაა განკუთვნილი სამეწარმეო განათლება? რატომ არის მნიშვნელოვანი მწვანე ინოვაციებზე საუბარი, პროექტების განხორციელება და რა იგეგმება მომავალში?
მოუსმინეთ პასუხებს და დაგვიბრუნეთ თქვენი მოსაზრებები ამ საკითხებზე❤️

17/06/2026
გთავაზობთ ფინალური ღონისძიების სრულ ფოტოგალერეას. ალბომში ასახულია ის დაუვიწყარი ემოციები, გუნდური სულისკვეთება და მნიშვ...
14/06/2026

გთავაზობთ ფინალური ღონისძიების სრულ ფოტოგალერეას. ალბომში ასახულია ის დაუვიწყარი ემოციები, გუნდური სულისკვეთება და მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებმაც ეს დღე განსაკუთრებულ დღესასწაულად აქცია.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი საუკეთესო წუთებს და გააცოცხლეთ ფინალის გამორჩეული ისტორიები! ✨

SAGE 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! წელს ჩემპიონატზე დარეგისტრირდა და ჩა...
05/06/2026

SAGE 2026-ის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოს ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა!

წელს ჩემპიონატზე დარეგისტრირდა და ჩაერთო შესარჩევ ტურებში 500 ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ხოლო ფინალში ჟიურის წინაშე წარსდგა ოცი ფინალისტი გუნდი და გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომელიც წარადგენს საქართველოს მსოფლიო თასზე ვიეტნამში!

უდიდესი მადლობა ჩვენს მენტორებს, მოხალისეებს, ჟიურის წევრებს და პარტნიორებს, ვინც ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია

და რა თქმა უნდა ჩვენს შესანიშნავ მონაწილეებს!

გადაავლეთ თვალი ფინალის საუკეთესო მომენტებს! 👇🎥

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

SAGE საქართველო გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 💚
01/06/2026

SAGE საქართველო გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! 💚

31/05/2026
SAGE GEORGIA 2026-ის ეროვნული ფინალი დასრულდა და ჩვენ უკვე ვიცით, ვის აქვს მოწვევა წარადგინოს საქართველო მსოფლიო ჩემპიონ...
31/05/2026

SAGE GEORGIA 2026-ის ეროვნული ფინალი დასრულდა და ჩვენ უკვე ვიცით, ვის აქვს მოწვევა წარადგინოს საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ვიეტნამში! 🇻🇳✨

წელს SAGE 2026-ის ეროვნული ფინალში კიდევ უფრო დიდი შემადგენლობით, რეკორდული რაოდენობის ინოვაციური იდეითა და საოცარი ენერგიით შევიკრიბეთ.

წარმოგიდგენთ SAGE GEORGIA 2026-ის ტრიუმფატორებს:

🏆 I ადგილი - Foggy bag
მენტორი: მარიამ ბოლქვაძე
გუნდი: მარიამ ომიაძე (ლიდერი), ბარბარე კბილაშვილი, თეკლა მესხი, მარიამ ზაქაშვილი.

🥈 II ადგილი - Armmo
მენტორი: მიშიკო ღვთისიაშვილი
გუნდი: ანა ბარაშვილი (ლიდერი), თეკლა თუთბერიძე, საბა ჯობავა, დუდა კვინიკაძე.

🥉 III ადგილი - IGNITE
მენტორი: ეკა სეფიაშვილი
გუნდი: თამუნა ჩუთლაშვილი (ლიდერი), ანა ჯანაშვილი, მარიამ ალუღიშვილი, მარიამ ბოსტოღანაშვილი, ლიზი ზედელაშვილი.

პირველი და მეორე ადგილის მფლობელმა გუნდებმა – Foggy bag-მა და Armmo-მ - ოფიციალურად მოიპოვეს მსოფლიო თასის მოსაწვევი.

🎯 განსაკუთრებულ ნომინაციებით დასაჩუქრდნენ:

✨ „ხალხის რჩეული გუნდი“ გახდა ETHOS , რომელთაც გუნდურობის გასაძლიერებლად სპეციალური სამაგიდო თამაში გადაეცათ!

🍔 "ჟიურისა და მაკდონალდსის რჩეული გუნდების“ ტიტული და სპეციალური პრიზები მოიპოვეს გუნდებმა:
SEMA და NEW WAVE

💼 განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პროფესიონალ ჟიურის წევრებს!

მათ წარმოუდგენლად დიდი პასუხისმგებლობა აიღეს საკუთარ თავზე. ასეთი თანაბარი, ძლიერი და მაღალი კონკურენციის პირობებში საუკეთესოების არჩევა ურთულესი მისია იყო. მადლობა თითოეულ მათგანს ობიექტური შეფასებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და იმ უძვირფასესი უკუკავშირისთვის, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს წინსვლაში დაეხმარება.

პროექტის მთავარი დასაყრდენი ჩვენი მასწავლებლები და მენტორები არიან. უდიდესი მადლობა მათ გაწეული თავდადებისთვის - წლევანდელი ფინალისტების მენტორებს სპეციალური სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ კომპანია „ავერსისგან“.

უდიდესი მადლობა ჩვენს პარტნიორებსა და სპონსორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ეს დღესასწაული ვერ შედგებოდა: საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (SEU) მასპინძლობისთვის, GITA-ს, BeWise-ს, რითეილ ასოციაციას, კლინიკა „კანს“, „თამაშობანას“, „ავერსს“, „ქალაქურსა“, საკონდიტრო "ბელას" და „მაკდონალდსს“.

და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს საოცარ მოხალისეებს, მეგობრებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს და ეს დღე დაუვიწყარი გახადეს! 🤍

SAGE-ის დიდი ოჯახი იზრდება. შევხვდებით ! 🚀

🔥 მიეცი ხმა შენს ფავორიტს - ამოქმედდა SAGE Georgia 2026-ის „ხალხის რჩეული გუნდის“ ყოველწლიური კამპანია!ფინალურ ღონისძიებ...
28/05/2026

🔥 მიეცი ხმა შენს ფავორიტს - ამოქმედდა SAGE Georgia 2026-ის „ხალხის რჩეული გუნდის“ ყოველწლიური კამპანია!
ფინალურ ღონისძიებამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი გადაწყვეტილების მიღების შანსი თქვენ გეძლევათ! ტრადიციულად, ჩვენ ვიწყებთ ყველაზე ემოციურ კონკურსს, სადაც საუკეთესოს თავად მაყურებელი ირჩევს.
📸 როგორ ვავლენთ გამარჯვებულს?
წესები ძალიან მარტივია: გადახედეთ ალბომში წარმოდგენილ გუნდებს და დაუჭირეთ მხარი თქვენს ფავორიტებს. გამარჯვებულად ჩაითვლება ის გუნდი, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ რეაქციას (ემოციას) დააგროვებს! 👍❤️😮
⏳ კამპანია გრძელდება 30 მაისის, საღამოს 6 საათამდე.
მხარი დაუჭირეთ ახალგაზრდა ენტერპრენერებს, გაუზიარეთ პოსტი მეგობრებს და ერთად გამოვავლინოთ, ვინ გახდება SAGE Georgia 2026-ის ხალხის რჩეული!
✨ Discover the IMPACT made by Teenage Entrepreneurs.

SAGE Georgia-ს ეროვნული ფინალი – 30 მაისი! ახლოვდება ფინალური ღონისძიება, რომელიც გაიმართება 30 ივნისს, სადაც 19 გამორჩე...
28/05/2026

SAGE Georgia-ს ეროვნული ფინალი – 30 მაისი!

ახლოვდება ფინალური ღონისძიება, რომელიც გაიმართება 30 ივნისს, სადაც 19 გამორჩეული გუნდი წარსდგება ჟიურის წინაშე და გამოვლინდება ორი გუნდი, რომელიც მიიღებს მოსაწვევს, წარადგინოს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე!

2026 წელს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობდნენ გუნდები საქართველოს ყველა რეგიონიდან!

SAGE Georgia 2026-ს გენერალური პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

ჩვენი საერთო მისიაა, ინოვაციური მიდგომებით ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და ერთად შევქმნათ უკეთესი ხვალინდელი დღე.

Discover the IMPACT made by Teenage Entrepreneurs.

🌟 SAGE Georgia 2026: ფინალისტების ვინაობა ცნობილია!საქართველოს რეგიონალური შესარჩევი ტური ოფიციალურად დასრულდა! განსაკუთ...
22/05/2026

🌟 SAGE Georgia 2026: ფინალისტების ვინაობა ცნობილია!
საქართველოს რეგიონალური შესარჩევი ტური ოფიციალურად დასრულდა!
განსაკუთრებით საამაყოა, რომ წელს SAGE კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონმა მიიღო.
საკონკურსო ეტაპზე უამრავი ძალიან საინტერესო იდეა ვიხილეთ. ჩვენ უზომოდ მოხარული ვართ, რომ SAGE მონაწილეები ასე აქტიურად ზრუნავენ გარემოზე, კლიმატზე, მსოფლიოსა და საკუთარ ქვეყანაზე, მათი პროექტები ამ დიდ პასუხისმგებლობას ნათლად ასახავს.
წლევანდელი ფინალისტები ორ ეტაპად შეირჩნენ:
SAGE სკოლის დემო დღისა და რეგიონალური ტურების საფუძველზე.

დღეს სიხარულით გიზიარებთ სწორედ SAGE რეგიონალური ტურების საშუალებით ფინალში გადასული გუნდების ვინაობას! 30 მაისს 19 ფინალისტი წარადგენს იდეებს ჟიურის წინაშე.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს ამ წარმატებას! გზა SAGE მსოფლიო ფინალისკენ იწყება და მთავარი ჯერ კიდევ წინ არის!

🚀 წარმატებები ყველა გუნდს! დარჩით ჩვენთან და გაიგეთ, ვინ მოიპოვებს გამარჯვებას!

Address

Tbilisi
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SAGE Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share