E Pluribus Unum - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • E Pluribus Unum - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

E Pluribus Unum - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის სტუდენტური კლუბი

აღნიშნული კლუბი დაარსდა 2017 წლის 17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, კლუბი არაფორმალური განათლების გზით ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს, ეს შეიძლება იყოს საჯარო ლექვიები, ინტელექტუალური თამაში, ვიზიტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, იმიტირებული სასამართლო პროცესები სამართლის მიმართულებით და ა. შ საგულისხმოა, რომ კლუბი არ მუშაობს მხოლოდ სამართლის მიმართულებით.

07/12/2023

🟡ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კლინიკა ილიაუნის სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბის მხარდაჭერით იწყებს ტრენინგს ხელშეკრულების შედგენასთან დაკავშირებით.
ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართება:

⚖️I- ეტაპი ჩატარდება 16-17 დეკემბერი;
⚖️II- ეტაპი ჩატარდება 23-24 დეკემბერი;

🗓️ტრენინგი ორივე შემთხვევაში დაიწყება 17:00 საათზე და გაგრძელდება 21:00 საათამდე.

📍ღონისძიება გაიმართება T-101 აუდიტორიაში.

📩მონაწილეობის მისაღებად ინფორმაცია უნდა გაგზავნოთ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
[email protected]
🔎განაცხადში სამოტივაციო წერილის გარდა აუცილებლად მითითებული უნდა იყოს სახელი/გვარი;ტელ.ნომერი;ილიაუნის ელ.ფოსტა,ფაკულტეტი და კურსი.
განცახდების გამოგზავნა შესაძლებელია 12 დეკემბრამდე.

🟡ტრენინგს ჩაატარებენ მოწვეული სპიკერები:
🗣️გიორგი გლაზოვი–მკვლევარი, ადვოკატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

🗣️ამირან მეშველიშვილი–ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის იურიდიული კლინიკის კოორდინატორი და მოწვეული ლექტორი. ადვოკატი.

🗣️ლევან ოსაძე–ადვოკატი

✅ტრენინგის დასასრულს გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი(სავალდებულოა ოთხივე დღეს დასწრება)

💡ტრენინგი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის.

🟠მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გისურვებთ წარმატებებს!🚀

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეო...
05/12/2023

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და თავისუფლების კლუბის ორგანიზებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით⚖️
👨‍🎓იმიტირებული პროცესს გაუძღვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი.
🔸იმიტირებული პროცესების პირველ დღეს გამარჯვებულად დასახელდა დაცვის მხარე,რომელსაც მენტორობას უწევდნენ დიანა გოგოლაძე და ილია კახიანი.
🗣️პროექტის ორგანიზატორი:ლიზი ლომთაძე.
მადლობა ყველა მონაწილე პირს და განსაკუთრებით მოსამართლე ზაზა მეიშვილს განსაკუთრებული ყურადღებისა და გულისხმიერებისთვის!❤️

დღეს ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით უზენაეს სასამართლოში ჩატარდა...
05/12/2023

დღეს ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით უზენაეს სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულების მონაწილეობით⚖️❤️
👩‍🎓პროცესის მოსამართლის ამპლუაში წარმოდგენილი იყო ვაკე-საბურთალოს პროკურორი მარი კურტანიძე,მადლობა მას და მის ალტერნატიულ იურისტთა ასოციაცია.Alternative Lawyers' Association-ს თანამშრომლობისთვის!😊
გამარჯვებულად დასახელდა დაცვის მხარე,რომელსაც მენტორობას უწევდნენ ილია კახიანი და დიანა გოგოლაძე.
🗣️ღონისძიების ორგანიზატორი:ლიზი ლომთაძე

⚖️ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინი...
27/11/2023

⚖️ მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კლინიკისა და ილიაუნის სამართლისა და თავისუფლების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით იგეგმება ტრენინგ-კურსი: ხელშეკრულების შედგენის/წერის ტექნიკები.🙌🏻⚖️

🟡ტრენინგ-კურსზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი,ამიტომ გთხოვთ,დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისთვის თვალი ადევნოთ ჩვენს გვერდს.

🔊გაითვალისწინეთ,რომ ტრენინგში მონაწილეობისათვის ასევე სავალდებულო იქნება განაცხადის გამოგზავნა კლინიკის მეილზე.

ბევრი სიახლეებითა და ახალი პროექტებით სულ მალე შევხვდებით!😊⚖️

⚖️ილიაუნის სტუდენტური კლუბი “E Pluribus Unum” გთავაზობთ სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს ნაფიცი მსაჯულები...
06/11/2023

⚖️ილიაუნის სტუდენტური კლუბი “E Pluribus Unum” გთავაზობთ სისხლის სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით.
🟡პროცესში მხარედ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიაუნის სამართლის სკოლის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.
🔸მონაწილეები შეირჩევიან სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
🔊მონაწილეობის მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/qcAK7TKpZbGFyqHF8
⚖️ასევე გეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთოთ ვერდიქტის მიღების პროცესში და მოირგოთ ნაფიცი მსაჯულის როლი.
‼️ნაფიც მსაჯულთა რანგში მონაწილეობისთვის სტუდენტი არ უნდა სწავლობდეს სამართლის სკოლაში.
დასაშვებია სხვა ნებისმიერი ფაკულტეტი.მსურველებმა სარეგისტრაციო ფორმა შეავსეთ მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/RwsHJTjBfv13gV339
🟠რაოდენობა შეზღუდულია.
🔉მონაწილეობის მიღება უფასოა.
📍პროცესი გაიმართება სასამართლო დარბაზში🔜
🟠შერჩეული აპლიკანტები თავდაპირველად გაივლიან ტრენინგს სასამართლო უნარ-ჩვევებში,რის შემდეგაც დაიყოფიან ჯგუფებად, გადაინაწილებენ როლებს და ორგანიზაციის მენტორების დახმარებით მოამზადებენ ქეისს პროცესისთვის.
⚖️ასევე ჩატარდება წინა სასამართლო სხდომა.
🟤პროცესის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
🟡გამოვლინდება საუკეთესო პროკურორი და ადვოკატი.
🟠გამარჯვებული გუნდის წევრები მიიღებენ ლიგამუსის ვაუჩერებს.
🗓️რეგისტრაცია შესაძლებელია 15 ნოემბრის ჩათვლით.
🔍პროცესის სავარაუდო თარიღი: 05.12.2023
გისურვებთ წარმატებას!💡💛

🔊დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლუბის ,,E Pluribus Unum” ორგანიზებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გ...
13/06/2023

🔊დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლუბის ,,E Pluribus Unum” ორგანიზებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართლა სიახლის სამართლის იმიტირებული პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.

⚜️გაიმარჯვა დაცვის მხარემ,ასევე გამოვლინდა საუკეთესო პროკურორი, ადვოკატი და მოწმე,რომელთაც გადაეცათ სერთიფიკატები და წიგნის სახლი ,,ლიგამუსის” ვაუჩერები.

⚖️მოსამართლე: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი

🔶ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლუბის ხელმძღვანელი ნინო ჯავახიშვილი

🔊დასრულდა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მონაწილეთა შერჩევა💡გუნდებს დღეს ჩაუტარდათ პირველი მოსამზადებელო ტრენინგ...
31/05/2023

🔊დასრულდა სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესის მონაწილეთა შერჩევა💡
გუნდებს დღეს ჩაუტარდათ პირველი მოსამზადებელო ტრენინგი, რომელსაც გაუძღვა სისხლის სამართლის მაგისტრი ნინო აღაჯანაშვილი⚖️
თავად იმიტირებული პროცესი ჩატარდება 13 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

💡29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ფილმის ჩვენება ,,სახელმწიფოს მტერი”  და დისკუსია თემაზე: რა არის სხელმწი...
30/05/2023

💡29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ფილმის ჩვენება ,,სახელმწიფოს მტერი” და დისკუსია თემაზე: რა არის სხელმწიფო?

🗣️სპიკერი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი Giorgi Meladze
🔍ორგანიზატორი: კლუბის ,,E Pluribus Unum” წევრი მარიამ ფარცვანია

Address

Chavchavadze 32
Tbilisi

Telephone

+995574151730

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when E Pluribus Unum - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to E Pluribus Unum - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

Share

Our Story

აღნიშნული კლუბი დაარსდა 2017 წლის 17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ, კლუბი არაფორმალური განათლების გზით ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს, ეს შეიძლება იყოს საჯარო ლექვიები, ინტელექტუალური თამაში, ვიზიტი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, იმიტირებული სასამართლო პროცესები და ა. შ საგულისხმოა, რომ კლუბი არ მუშაობს მხოლოდ სამართლის მიმართულებით და ასევე ორიენტრიებულია გამოწვევებისა და სიახლეების შეთავაზებაზე სხვადასხვა მიმართულებით სტუდენტებისთვის.