05/06/2026
📌გაეროს 2025 წლის ჰუმანიტარული ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 305 მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას, ხოლო 190 მილიონამდე მათგანი ყველაზე მოწყვლად გარემოში ცხოვრობს. ეს ციფრები გვახსენებს, რომ რეალობის შეცვლა მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით თითქმის შეუძლებელია.
ნამდვილი ცვლილება მაშინ იწყება, როცა ადამიანს გაძლიერების საშუალებას აძლევ. გაძლიერება სწორედ ის პროცესია, როდესაც გეძლევა შესაძლებლობა განივითარო უნარები, მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, დაიჯერო საკუთარი თავის და თავდაჯერებული დაბრუნდე საზოგადოებრივ თუ პროფესიულ ცხოვრებაში.
მოსმენის ცენტრის მიზანიც სწორედ ეს არის, პატარა ხელის წაკვრა დიდი დამოუკიდებლობის გზაზე. პროფესიული განვითარების ხელშეწყობით, ჩვენ ვეხმარებით პროექტის მონაწილეებს, დაეუფლონ ახალ საქმეს, შეიქმნან სტაბილური შემოსავალი და დამოუკიდებლად იზრუნონ ოჯახების უკეთეს მომავალზე.
როდესაც ადამიანს აძლევ ცოდნას და ეხმარები დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების, მას აძლევ ყველაზე მთავარს, ძალას, რომ საკუთარი ცხოვრება დამოუკიდებლად მართოს და თავადვე შექმნას საკუთარი მომავალი.
🤝 ძალა შენშია, მოსმენის ცენტრი კი ამ ძალის პოვნაში გეხმარება.