03/04/2026
⚠️ ძალიან მძიმე წასაკითხია ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში, ძაღლების მასობრივ ხოცვასთან დაკავშირებით. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, გაგიზიაროთ ის ცოდნა, რაც შესაძლოა ზოგიერთ თქვენგან გამოადგეს სასიკეთოდ:
❗️ ცხოველებთან ურთიერთობა მხოლოდ სახალისო გამოცდილება არ არის. ეს არის ენერგეტიკული და კარმული კავშირი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.
არც ერთი ცხოველი არ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით. ისინი მოდიან მაშინ, როცა ჩვენთვის რაღაცის სწავლა ან შეცვლა ხდება აუცილებელი.
ძალიან ხშირად, ცხოველი არის სული, რომელიც ჩვენი სულისთვის უკვე „ნაცნობია“. ეს შეიძლება იყოს წინა ცხოვრების კავშირი ან ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გაკვეთილის ნაწილი. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ზოგ ცხოველთან განსაკუთრებულად ძლიერი კავშირი და სიახლოვე გვაქვს.
ენერგეტიკულ დონეზე, ცხოველები ჩვენს ველში ერთვებიან და იწყებენ ჩვენთან ენერგიის გაცვლას; ხშირად იღებენ ჩვენს სტრესს, შფოთვას და მძიმე ემოციებს საკუთარ თავზე, განსაკუთრებით კატები. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ ცხოველი თითქოს „იზიარებს“ ჩვენი ცხოვრების სირთულეებს და იმავე თემებზე რეაგირებს, რაც ჩვენ გვაწუხებს.
ამავე დროს, ცხოველები ბუნებრივი „მკურნალები“ არიან და ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ან გამოუცდია, როგორ მოდის ცხოველი მაშინ, როცა ყველაზე მეტად გიჭირს და როგორ გეხება კატა იმ ადგილას, სადაც გტკივა.
ფსიქოლოგიური და სულიერი თვალსაზრისით, ცხოველებთან ურთიერთობა გვასწავლის ყველაზე მნიშვნელოვან კარმულ გაკვეთილებს: უპირობო სიყვარული, ზრუნვა, პასუხისმგებლობა და ასევე დანაკარგის მიღება. სწორედ ამიტომ ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებმა ცხოველეთან ახლო კონტაქტი იქონიოს; ეს მათ განვითარებას და ადამიანად ჩამოყალიებას ძალიან ეხმარება.
და ბოლოს, გთხოვთ, იზრუნეთ და მოეფერეთ ცხოველებს იმ დოზით, რითაც შეგიძლიათ და თუ ამას ვერ ახერხებთ, ნუ ავნებთ მაინც. სამყარო ამას ძალიან ცუდად დაგიბრუნებთ!🩵
იყავით ჰუმანური ყველა სულიერი არსების მიმართ.🙏