04/02/2026
🇬🇧2021 წელს დიდ ბრიტანეთში Innovations in Dementia, ექსტერის უნივერსიტეტისა და დემენციის მქონე 9 პირის მიერ შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს, დემენციის მქონე პირებს შეუნარჩუნოს დამოუკიდებლობის, წარმატებისა და უკეთესი ცხოვრების ხარისხის იმედი.
🎯სახელმძღვანელო „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიზნები“ (My life, my goals) სავსეა იდეებით, ისტორიებითა და სტრატეგიებით, რომლებიც დემენციის მქონე პირებს ეხმარებათ, რომ შეძლონ:
• მიზნის გამოკვეთა
• მიზნის შერჩევა
• პოზიტიური განწყობისა და აზროვნების ჩამოყალიბება
• დემენციის მქონე პირისთვის შესაფერისი მეთოდის არჩევა
• საკუთარი გეგმის შემუშავება
👩🦳👨🦳მოცემულ დემენცია-მეგობრულ სახელმძღვანელოში გაეცნობით ისტორიებსა და რჩევებს უშუალოდ დემენციის მქონე პირებისგან, რომლებიც დაგეხმარებიან იმის დანახვასა და გაანალიზებაში, რომ სწორი მიდგომით, შესაძლებელია დემენციასთან ერთად სასიამოვნო ცხოვრების შენარჩუნება:
https://www.alzheimers.org.uk/sites/default/files/2021-09/my-life-my-goals-workbook.pdf
https://www.innovationsindementia.org.uk/2021/09/my-life-my-goals/