05/02/2025
Open Call (გთხოვთ გაავრცელოთ)
ბერლინში არსებული სახელოსნო და საგამოფენო სივრცე Halfsister აცხადებს კონკურსს ქალი ხელოვანებისთვის ბერლინში სამ თვიან რეზიდენციაზე.
თუ ხარ დამწყები ხელოვანი და გინდა ამ პროექტში მონაწილეობა გამოაგზავნე ერთ PDF-ში თავმოყრილი შენი სამოტივაციო წერილი; (დაახლოებით ერთი გვერდი თუ რატომ გინდა ბერლინში მუშაობა) და ათამდე ნამუშევრის ფოტო (ნამუშევრებს უნდა ახლდეს სათაურები, ზომები და თუ საჭიროა კონცეფცია მათ შესახებ, განიხილება ყველა მედიუმი).
ამ რეზიდენციის ფარგლებში მოწვეულ მხატვარს ექნება შესაძლებლობა იმუშავოს სამი თვე ბერლინში, მას ექნება საკუთარი სახელოსნო და რეზიდენციის ბოლოს შეეძლება გამოფენის გაკეთება Halfisiter-ორ საგამოფენო სივრცეში. სასურველია საგამოფენო ნამუშევარი შეიქმნას ახალ გარემოზე დაფუძნებით, ბერლინში ყოფნის განმავლობაში.
Halfsister-ის მიერ დაფინანსებული იქნება სახელოსნო და გამოფენა.
მხატვარმა უნდა თვითონ უზრუნველყოს მისი ბერლინში ჩამოსვლა და წასვლა; ბინა და ცხოვრების ხარჯი.
აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა:
16.02.2025, მოგვწერეთ იმეილზე სათაურით “რეზიდენცია”. [email protected]
რეზიდენციის ვადაა 01.03.2025 დან 31.05.2025
Halfsister ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ ვებ გვერდზე www.halfsisterberlin.com და ინსტაგრამზე
http://halfsisterberlin.com/future/
About us Halfsister is a studio and event-space of Ana and Sophia Tabatadze. We have three ateliers, two of which we use as our ateliers and the 3rd one that we rent out for temporary use. We also have two event-space (room 1 and room 2) that we use for different activities and events. We opened in....