28/10/2025
📌ქ.თბილისში ა(ა)იპ თავისუფალი საზოგადოება“ ახალი ნაკადი“ - ს ჯანდაცვის ფოკუს ჯგუფის ორგანიზებით, საქართველოს კომპლიმენტარული და ალტერნატიული მედიცინის ცენტრის თანადგომით, აღდგენითი თერაპიის ცენტრ „ჰარმონია“-ს მასპინძლობით გაიმართა სამედიცინო კონფერენცია თემაზე:
“ალტერნატიული მედიცინა - ალტერნატივა მედიცინაში“.
🌿ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მიმართოს ბუნებრივ საშუალებებს და იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული მედიცინა სწორედაც, რომ ეფუძნება ბუნებრივი ნივთიერებების გამოყენებას, ენერგეტიკულ ბალანსს, ორგანიზმის თვითგანკურნების უნარსა და მთლიან მიდგომას — ანუ ადამიანის სხეულის, გონებისა და სულის ერთიანად განკურნებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ჩაითვალა ალტერნატიული მიმდინარეობების ერთად თავმოყრა, რომელიც გააცნობდა როგორც ამ მიმართულების სხვადასხვა სპეციალისტს ერთმანეთს, ასევე ტრადიციული მიდგომების ექიმებს აუმაღლებდა ცნობადობას ამ დარგის მიმართ.
📚კონფერენციის მიზანი გახლდათ: ალტერნატიულ მედიცინასა და ტრადიციულ მედიცინას შორის ხიდების გადება. ალტერნატიულ მედიცინის შესაძლებლობებზე ცნობადობის გაზრდა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა მიმდინარეობები, ისეთი როგორიცაა: ჰომეოპათია, თურმანიძის მალამო, ჰიდროთერაპია, ოსტეოპათია, რეფლექსოთერაპია, მაუგლის მეთოდი და ა.შ.
🎓კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა დარგის ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, აკადემიკოსები, სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელები.
🔖შეხვედრაზე მიღწეულ იქნა ახალი შეხვედრების დაგეგმვის, ალტერნატიული მედიცინის პოპულარიზაციისთვის ნაბიჯების გადადგმის, ტრადიციულ მედიცინასთან ინტეგრაციაზე მუშაობის გაძლიერების, რეგულაციების, სხვადასხვა კლინიკების ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის საკითხები.
📜კონფერენციის ბოლოს მოხდა სერთიფიკატების გადაცემა.
🔖განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საზოგადოების ჯანდაცვის ფოკუს ჯგუფის წევრებს აქტივობის დაგეგმვისთვის, მასპინძლობისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს კომპლიმენტარული და ალტერნატიული მედიცინის ცენტრს თანადგომისთვის, აგრეთვე თითოეულ მონაწილესა და მსმენელს🙏
(ვიდეოსთვის მადლობა თამუნა მენთეშაშვილს)