World Clean-up Day Georgia

World Clean-up Day Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from World Clean-up Day Georgia, Environmental conservation organisation, Vakhtang VI Street N22, Tbilisi.

"მსოფლიო დასუფთავების დღე საქართველო" არის ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ათასობით მოხალისეს, ორგანიზაციას, ლიდერს და დაინტერესებულ მხარეებს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად...

ნარჩენები საფრთხეს უქმნის ჩვენს მოსახლეობას, ნიადაგს, ჰაერსა და წყალს...

🌳♻️ პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“ წარმატებით განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში! 📍აღნიშნული პროექტი გარემოსდაცვით...
24/06/2026

🌳♻️ პროექტი „გახდი ბუნების მეგობარი“ წარმატებით განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში!

📍აღნიშნული პროექტი გარემოსდაცვითი ინიციატივაა. რომელიც Credo Bank-ის „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში და Let’s Do It Georgia-ს პარტნიორობით ხორციელდება. ამჯერად მარნეულში გაიმართა მასშტაბური დასუფთავების აქცია და ხეების დარგვა.

📍 ღონისძიება ჩატარდა „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე მიმდებარე ტყე-პარკის ტერიტორიაზე. მონაწილეებმა ერთობლივად დაასუფთავეს ტერიტორია, შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და გააუმჯობესეს სივრცის ეკოლოგიური მდგომარეობა.

🌿 აღნიშნული ადგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეა, რომელიც ხშირად გამოიყენება დასასვენებლად და კულტურული ღონისძიებებისთვის, ამიტომ მისი სისუფთავე და მოვლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

🎯 დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეკო-ვიქტორინა, სადაც მონაწილეებმა შეამოწმეს საკუთარი ცოდნა გარემოს დაცვის თემაზე. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ბრენდირებული მრავალჯერადი ბოთლებითა და ეკო-ჩანთებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნარჩენების შემცირებისა და მდგრადი მოხმარების მნიშვნელობას.

🌍 პროექტის მიზანი იყო არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის დასუფთავება, არამედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება და საზოგადოების აქტიური ჩართულობის წახალისება.

💡 მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური კულტურის განვითარებას, ნარჩენების შემცირებას და უფრო სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნას მომავალ თაობებისთვის.

💚 ჩვენი ორგანიზაცია გულწრფელ მადლობას უხდის Credo Bank-ს, რომლის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.
ასევე მადლობა მარნეულის მუნიციპალიტეტს და მის თანამშრომლებს გაწეული მხარდაჭერისთვის, ასევე მარნეულის N6 საჯარო სკოლას აქტიური ჩართულობისა და ახალგაზრდების ენერგიული მონაწილეობისთვის. ერთად შეგვიძლია მეტი, სუფთა გარემო იწყება ჩვენგან!

27/05/2026

ჩვენი ორგანიზაცია დაუვიწყარ ბანაკებს გპირდებათ 🌍💚🌲
შემოგვიერთდით 💚

🇪🇺🇪🇺🌍 20 მაისს, ესპანეთში, ალმერიაში, ერასმუს + ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი  “Pause & Reflect – Young People, Media...
23/05/2026

🇪🇺🇪🇺🌍 20 მაისს, ესპანეთში, ალმერიაში, ერასმუს + ის ახალგაზრდული გაცვლითი პროექტი “Pause & Reflect – Young People, Media, and the Fear of Missing Out” დაიწყო.

22/04/2026

For English, scroll down⬇️

🌱💚 დარგე იდეა, გაზარდე მომავალი...

🌿 ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი - “მომავლის ფესვები” - თქვენი პროფესიული გზა იწყება ჩვენთან ერთად.

🌍🌿 10 წელში კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური გამოწვევები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ახალ რეალობას სისტემური მიდგომა და განათლებული ექსპერტები სჭირდება. შესაბამისად, ახალგაზრდების განათლებაში ინვესტიცია, მდგრადი და წარმატებული მომავლის გარანტია იქნება.

🔥 მზად ხართ იყოთ დაეუფლოთ მომავლის პროფესიას და თქვენი წვლილი შეიტანოთ დედამიწის მდგრად განვითარებაში? გააგრძელეთ პოსტის კითხვა 💚

🌿 გახდი იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ეკოლოგიურ გამოწვევებს არა მხოლოდ სწავლობს, არამედ მოქმედებს 💚

🌍 ინგლისურენოვანი მწვანე ბანაკი “მომავლის ფესვები” ბაკურიანში აერთიანებს:

👉 განათლებას + თავგადასავლებს + ფიზიკურ აქტივობებს + კარიერის დაგეგმვას.
👉ბანაკი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ მოზარდმა დღესვე დაიწყოს მზადება პრესტიჟული და მზარდი მოთხოვნის მქონე პროფესიებისთვის.

რას მიიღებთ ჩვენთან:

🚀ESG მენეჯმენტისა და ეკო მიმართულებების შესწავლას, რომლებიც გლობალურად მოთხოვნადი სფეროებია.
🚀ინგლისური ენის ყოველდღიურ პრაქტიკას (კომუნიკაციას+წერა).
🚀პროფესიულ და კარიერულ წინსვლას - საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები, LinkedIn , CV-ს პროფესიული აწყობა. ინფორმაცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამისა და აქტივობების შესაძლებლობებზე.
🚀დასვენებასა და განვითარებას ერთდროულად – ბაკურიანის ბუნება, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, “სოფტ” უნარები და სახალისო საღამოს პროგრამა.
🚀მსგავსი ინტერესების მქონე ახალი მეგობრების პოვნას.

📅 მნიშვნელოვანი დეტალები:

⚡ I ნაკადი, თარიღი: 25 - 30 ივნისი (6 დღე) 🗓️
II ნაკადი, თარიღი: 2-7 ივლისი ( 6 დღე) 🗓️
⚡ ასაკი: 13 - 17 წელი
⚡ ადგილი: ბაკურიანი, სასტუმრო: Bakuriani Resort (https://www.facebook.com/BakurianiResorts)
⚡ რაოდენობა: 40 მონაწილე ( მაქსიმუმ)
⚡ ღირებულება: 780 ლარი 980 ლარის ნაცვლად. (მხოლოდ პირველი და მეორე ნაკადებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება)
⚡ ბანაკის ყველა აქტივობა და კომუნიკაცია შედგება ინგლისურ ენაზე, თუმცა მონაწილეს არ მოეთხოვება ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა, ვინაიდან ბანაკის ფუნდამენტური არსია “სწავლა ჩართულობით”
⚡ ამასთან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

💳📌 ბანაკის საფასური მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს(სასტუმრო, კვება, ტრანსპორტი, კაკაო break, მატერიალები, ბანაკის პროგრამა, ეკო მეგობრული საჩუქრები და მაისურები, სერთიფიკატები). 📌

🛡️ გარანტია და უსაფრთხოება:

✅ ხარისხის გარანტია: ჩვენ სრულად ვაგებთ პასუხს ბანაკის ხარისხზე. მონაწილის უკმაყოფილების შემთხვევაში, ლოგიკური არგუმენტების გათვალისწინებით, ორგანიზაცია მშობელს თანხის 50%-ს უკან დაუბრუნებს.
✅ ციფრული ბალანსი: მშობლებთან შეთანხმებით, 10:00-დან 19:00 საათამდე ბავშვებს ტელეფონებზე წვდომა შეეზღუდებათ (გარდა ციფრული აქტივობებისა).
✅ გადახდა: ადგილის დასაჯავშნად ღირებულების 20% (160 ლარი) უნდა დაიფაროს 10 მაისამდე, თანხის დარჩენილი ნაწილი კი 15 ივნისამდე. ( I ნაკადი)

📝 დოკუმენტაცია და რეგისტრაცია:

•🔗 სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/xYRoE3L221fPeKtF7

•📂ბანაკის საინფორმაციო დოკუმენტი: https://drive.google.com/file/d/1ikMB4ZDeuqzAIHfK-2-Ntj_I5vYs0EhH/view?usp=sharing

•👥 გაიცანით ჩვენი გუნდი: https://drive.google.com/file/d/1gp_RRIUiZcb-BLAvCeXmCPob3bB0CXmz/view?usp=sharing

•⏰ბანაკის განრიგი (პროგრამა): https://drive.google.com/file/d/1pVkLpRJjrFA35p4UDb3hdi39WChbFPQs/view?usp=sharing

ჩვენი დაორგანიზებული ბანაკები და საერთაშორისო პროექტები:

🌐 https://www.facebook.com/reel/1272032288301199
🌐 https://www.facebook.com/reel/758467396598184
🌐 https://www.facebook.com/reel/1162717578291576
🌐 https://www.facebook.com/reel/1065149131591878
🌐 https://www.facebook.com/reel/1231696084056194

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 📞 +995 500057948

ან მოგვწერეთ: 📧 [email protected]

_________________________________________

🌱💚 Plant an idea, grow the future…

🌿 English-Language Green Camp "Roots of the Future" Your professional journey starts with us. 🚀

🌍🌿 In 10 years, climate change and ecological challenges will become increasingly critical. This new reality demands a systemic approach and educated experts. Consequently, investing in youth education is the guarantee of a sustainable and successful future. Are you ready to master the professions of the future and contribute to the sustainable development of our planet? Keep reading! 🙂 📖

🌿 Become part of the generation that doesn’t just study climate change and ecological challenges but takes action. 💚
The English-language Green Camp "Roots of the Future" in Bakuriani combines:

👉 Education + Adventure + Physical Activity + Career Planning. 🧗‍♂️ 🎯

✨ The camp is the best opportunity for teenagers to start preparing today for prestigious professions with ever-growing demand. 🎓
What You Will Gain:

🚀 ESG Management and Eco-Trends: Study fields that are in high demand globally. 📊
🚀 Daily English Practice: Immersive communication and writing exercises. 🗣️ 📝
🚀 Professional & Career Advancement: Guidance on study abroad opportunities, LinkedIn optimization, and professional CV building. 💼
🚀Erasmus+ Insights: Information on exchange programs and activity opportunities. 🇪🇺
🚀 Growth and Relaxation: Enjoy the nature of Bakuriani, physical activities, "soft skills" workshops, and an engaging program. 🌲
🚀 Community: Meet new friends with similar interests. 🤝

📅 Essential Details:

⚡ Session I: June 25 to June 30 (6 days) 🗓️
⚡ Session II: July 2 to July 7 (6 days) 🗓️
⚡ Age Group: 13 to 17 years old 🧒 👧
⚡ Location: Bakuriani 🏨 Hotel Bakuriani Resorts
⚡ Capacity: Maximum 40 participants 👥
⚡ Price: 780 GEL (instead of 980 GEL). A 20% discount applies only to the first and second sessions. 💸
⚡ All camp activities and communication will be conducted in English; however, participants are not required to be fully fluent. The fundamental core of the camp is "learning through engagement." ✨
⚡ Note: Spaces are limited!

🔖📌The camp fee covers all essential expenses (including accommodation, meals, transportation, coffee breaks, materials, the camp program, eco-friendly gifts and T-shirts, as well as certificates.)

🛡️ Guarantee and Safety:

✅ Quality Guarantee: We stand fully behind the quality of our camp. In the event of participant dissatisfaction (based on logical arguments), the organization will refund 50% of the fee to the parent.
✅ Digital Balance: By agreement with parents, access to phones will be restricted from 10:00 AM to 7:00 PM (except during specific digital activities). 📵
✅ Payment: To reserve a spot, a 20% deposit (160 GEL) must be paid by May 10, with the remaining balance due by June 15 (for Session I). 💳

📝 Documentation and Registration:

🔗 Registration Form: https://forms.gle/xYRoE3L221fPeKtF7
📂 Information Packet: https://drive.google.com/file/d/1uFWV-a_ISFYjv2IYiT4eDbeB-uT8fzbU/view?usp=sharing
👥 Meet the Team: https://drive.google.com/file/d/1afdxSe0nPo4-I3Mm2v7SsPbty-KXT8A7/view?usp=sharing
⏰ Camp Schedule: https://drive.google.com/file/d/1T2V5ygYfZMKJybnrfI-AEo2SP94ljrEm/view?usp=sharing

Our Organized Camps and International Projects: 🎬

🌐 https://www.facebook.com/reel/1272032288301199
🌐 https://www.facebook.com/reel/758467396598184
🌐 https://www.facebook.com/reel/1162717578291576
🌐 https://www.facebook.com/reel/1065149131591878
🌐 https://www.facebook.com/reel/1231696084056194

For any questions, please contact us at: 📞 +995 500 057 948

Or E-mail : 📧 [email protected]

#ბანაკი #მომავლისპროფესია #ახალგაზრდულიაქტივიზმი #ეკოლოგია

07/04/2026

🌿 მონაწილეების მიღება საქართველოდან!

კახეთში, "Peace Camp Gremi"-ში ტარდება საერთაშორისო Erasmus+ ტრენინგი "Promoting Environmental Peacebuilding in Youth Work". პროექტის ორგანიზატორები არიან Corridors და Temi Community.

რას ისწავლით?
როგორ გარდავქმნათ გარემოსდაცვითი გამოწვევები მშვიდობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობად. პროგრამა მოიცავს თემის მობილიზებას და ბუნებაზე დაფუძნებულ მეთოდებს.

დეტალები:

თარიღები: 23-31 მაისი

ვინ: 18+ წლის ახალგაზრდული მუშაკები, მოხალისეები ან აქტივისტები საქართველოდან

ადგილი: გრემი, კახეთი. საცხოვრებელი – გლემპინგი (კომფორტული კარვები ბუნებაში, ნამდვილი საწოლებითა და ელექტროენერგიით)

ხარჯები: სრულად ფინანსდება Erasmus+ პროგრამით (კვება, საცხოვრებელი და გზა უფასოა)

განაცხადების მიღების დედლაინი: 10 აპრილი

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით : [email protected] +995500057948

🌿 Call for Participants from Georgia!

Join the international training "Promoting Environmental Peacebuilding in Youth Work" at Peace Camp Gremi, Kakheti. Organized by Corridors and Temi Community.

What is it about?
Turning environmental challenges into tools for community building and social cohesion. Focus on community organizing and nature-based non-formal education.

Details:

Dates: May 23-31

Who: 18+ youth workers, volunteers, or activists based in Georgia

Accommodation: Glamping (comfortable bell tents with beds and electricity)

Cost: Fully funded by Erasmus+ (meals, lodging, and travel included)

Deadline for applications : 10th of April

Interested? Contact us on [email protected] or +995500057948

🌍♻️ ჩვენი გუნდის შეხვედრა ესტონეთის საელჩოში...
26/03/2026

🌍♻️ ჩვენი გუნდის შეხვედრა ესტონეთის საელჩოში...

For English Scroll down 🌱🌍♻️ 📲 21 მარტს, „ციფრული დასუფთავების დღის“ ვებინარი ჩატარდა, რომელიც ციფრული გარემოს დაცვასა დ...
24/03/2026

For English Scroll down 🌱

🌍♻️ 📲 21 მარტს, „ციფრული დასუფთავების დღის“ ვებინარი ჩატარდა, რომელიც ციფრული გარემოს დაცვასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მიეძღვნა.

⚡🌫️🌱 ვებინარს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მონაწილეები ესწრებოდნენ, რომლებიც გაეცნენ ციფრული დაბინძურების მნიშვნელობასა და მის გავლენას გარემოზე. შეხვედრაზე განხილული იყო, თუ როგორ გროვდება ჩვენს მოწყობილობებში და ონლაინ სივრცეში ე.წ. „უხილავი ნარჩენი“ — არასაჭირო ელფოსტები, ძველი ფაილები, დუბლირებული ფოტოები და ვიდეოები, გამოუყენებელი აპლიკაციები და დოკუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები ხშირად გვავიწყდება, ისინი კვლავ ინახება სერვერებზე და განაგრძობს ენერგიის მოხმარებას, რაც ზრდის CO₂ ემისიებს.

💡📊 მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ციფრული სივრცის მოწესრიგებასა და ენერგომოხმარების შემცირებაში.

🌱🌱ღონისძიების შემდეგ დაიწყო კონკურსის ეტაპი — „Before/After“ გამოწვევა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ მოწყობილობებში ახორციელებენ ციფრულ დასუფთავებას. კონკურსის მიზანია, წაახალისოს პრაქტიკული ქმედება და რეალური პოზიტიური გავლენა ეკოლოგიაზე.

📲 კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც ყველაზე მეტი გიგაბაიტის წაშლით გამოირჩევიან და მიიღებენ სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს 🎁 ამასთანავე, ყველა მონაწილე, ვინც სრულ რეპორტს წარადგენს, მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს Let’s Do It World-ისგან.

✨ პატარა ციფრული ნაბიჯები დიდ გარემოსდაცვით შედეგს ქმნის
✨ გაასუფთავე შენი მოწყობილობა და შეამსუბუქე დედამიწა
✨ ცვლილება იწყება შენგან — თუნდაც ერთი წაშლილი ფაილით 💚

🌍♻️📲📲 On March 21, a webinar dedicated to Digital Cleanup Day was held, focusing on protecting the digital environment and raising ecological awareness.

⚡🌫️📲The webinar brought together participants of different ages and professions, who learned about the concept of digital pollution and its impact on the environment. The session explored how so-called “invisible waste” accumulates in our devices and online spaces—unnecessary emails, old files, duplicate photos and videos, unused applications, and documents. Although we often forget about this data, it continues to be stored on servers and consumes energy, increasing CO₂ emissions and our ecological footprint

💡📊Participants received practical tips and tools to help them organize their digital spaces and reduce energy consumption in their daily lives.

💚Following the event, the competition phase began — the “Before/After” challenge, where participants carry out digital cleanups on their own devices. The goal of the competition is to encourage practical action and create a real positive impact on the environment 🌱

📲 As part of the competition, three winners will be selected based on who deletes the most gigabytes of data and will receive special gift packages 🎁 Additionally, all participants who submit a full report will receive an international certificate from Let’s Do It World

✨ Small digital steps create big environmental impact
✨ Clean your device and lighten the Earth
✨ Change starts with you — even with a single deleted file 💚

Address

Vakhtang VI Street N22
Tbilisi
0173

Alerts

Be the first to know and let us send you an email when World Clean-up Day Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to World Clean-up Day Georgia:

Share