Viva Academy / ვივა აკადემია

Viva Academy / ვივა აკადემია Led by enthusiasts focused on helping school students discover their potential! 🇬🇪🇪🇺

🇬🇪 26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუ...
26/05/2026

🇬🇪 26 მაისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გამოსცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს დღე სიმბოლოა თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული თვითმყოფადობისა და განვითარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების.

💫 ვივა აკადემია ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო სივრცე, ვაგრძელებთ იმ ღირებულებების სწავლას, რომლებმაც საქართველო ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბა. გვჯერა, რომ განათლება და პატრიოტული სულისკვეთება არის ის საფუძველი, რომელიც მომავალ თაობებს ქვეყნის განვითარებისკენ გაუძღვება.

🎥 თუ ხარ ჟურნალისტიკით დაინტერესებული, მაშინ ეს ლექცია შენთვისაა! ვივა აკადემიის ორგანიზებით გაიმართება ჟურნალისტ - ნანო...
04/05/2026

🎥 თუ ხარ ჟურნალისტიკით დაინტერესებული, მაშინ ეს ლექცია შენთვისაა!

ვივა აკადემიის ორგანიზებით გაიმართება ჟურნალისტ - ნანო ჩაკვეტაძის ლექცია თემაზე: „როგორ იქმნება ამბავი და როგორ ვყვებით მას“

📌 ლექციაზე გაიგებთ, როგორ აქციოთ ფაქტი საინტერესო ამბად.

🗓️ 10 მაისი, 15:00 საათი

✔️ მონაწილეობა უფასოა!
⚠️ ადგილები შეზღუდულია!

🔹 სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfhVdjlxLtoa8HUFzOpqUyLTcdja-lkkgAF8J-WWSPTicIrYA/viewform

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 🇬🇪 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩა, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის...
09/04/2026

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.

🇬🇪 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩა, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთობის დღე. იმ ადამიანების სიმამაცემ და თავდადებამ, რომლებმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს, გზა გაუხსნა დამოუკიდებელ საქართველოს.

ვივა აკადემია პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირთა ხსოვნას. დიდება გმირებს!

06/04/2026

❓იცოდით თუ არა, რომ მაშინ, როცა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, საქართველოში ქალი ჟურნალისტები უკვე აქტიურად მოღვაწეობდნენ?

02/04/2026

👉 პროექტი - “AI-ს გამოყენება ჟურნალისტიკაში” 🤖

#ვივააკადემია

👉 29 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარმატებით ჩატარდა „ვივა აკადემიის“ მიერ ორგანიზებული პროექტი- „AI-ის გამ...
30/03/2026

👉 29 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წარმატებით ჩატარდა „ვივა აკადემიის“ მიერ ორგანიზებული პროექტი- „AI-ის გამოყენება ჟურნალისტიკაში“ 🤖

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულად შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ჟურნალისტიკაში და შეისწავლეს თანამედროვე მულტიმედიური ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალ...
17/03/2026

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალებას. 💔

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓ჩვენი აკადემიის სტაჟიორი, ანა სულამანიძე, სწავლას ბარსელონაში აგრძელებს! ვულ...
14/03/2026

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓

ჩვენი აკადემიის სტაჟიორი, ანა სულამანიძე, სწავლას ბარსელონაში აგრძელებს! ვულოცავთ და ვუსურვებთ ბევრ ახალ გამოცდილებას და პროფესიულ წინსვლას! ✨

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓ვულოცავთ ჩვენს სტაჟიორს, ირაკლი კუპატაძეს, რომელიც სწავლას მადრიდში აგრძელებ...
14/03/2026

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓

ვულოცავთ ჩვენს სტაჟიორს, ირაკლი კუპატაძეს, რომელიც სწავლას მადრიდში აგრძელებს! ვუსურვებთ წარმატებულ აკადემიურ გზას და ახალ შესაძლებლობებს! ✨

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓ჩვენი აკადემიის სტაჟიორი, ანა ტყეშელიაძე სწავლას ლიეტუვაში აგრძელებს! დიდი ს...
14/03/2026

ვივა აკადემიის სტაჟიორების დიდი წარმატება! 🎓

ჩვენი აკადემიის სტაჟიორი, ანა ტყეშელიაძე სწავლას ლიეტუვაში აგრძელებს! დიდი სიამაყით ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას! ✨

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Viva Academy / ვივა აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share