NCD Alliance Georgia

NCD Alliance Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from NCD Alliance Georgia, Non-Governmental Organization (NGO), წერეთლის გამზ. 117ა, Tbilisi.

NCD Alliance Georgia is a non-commercial, non-profit making organization founded in 2018 by leading Georgian civil society organizations and professional associations actively working on disease prevention and health promotion issues.

🍁 სექტემბრის დიაბეტური ბანაკი 2026 – საუკეთესო მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის!📅 6–11 სექტემბერი, 2026ორგანიზატორი: სა...
06/08/2026

🍁 სექტემბრის დიაბეტური ბანაკი 2026 – საუკეთესო მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის!

📅 6–11 სექტემბერი, 2026

ორგანიზატორი: საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი

ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, 2026 წლის 6–11 სექტემბერს გაიმართება დიაბეტური ბანაკი, რომელიც განკუთვნილია 7–16 წლის ასაკის ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვებისა და მათი ერთ-ერთი მშობლისთვის.

გასული წლების დიაბეტურმა ბანაკებმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს როგორც ბავშვების, ისე მშობლების ცოდნაზე, თვითდაჯერებულობაზე, ემოციურ მდგომარეობასა და დიაბეტის ყოველდღიური მართვის უნარებზე. სწორედ ამ წარმატებული გამოცდილების საფუძველზე, საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის მიერ შემუშავებულმა დიაბეტური ბანაკის მოდელმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და დღეს ის საქართველოში დიაბეტის განათლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრაქტიკად ითვლება.

🌿 რა გელით ბანაკში?

• პრაქტიკული და თეორიული სესიები დიაბეტის მართვის შესახებ (ინსულინოთერაპია, კვება, ფიზიკური აქტივობა, თანამედროვე ტექნოლოგიები);
• ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები ექიმებთან, ნუტრიციოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან;
• ფსიქოლოგიური ტრენინგები, ემოციების მართვისა და თვითდაჯერებულობის განვითარების ვორქშოფები;
• მშობლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო სესიები და გამოცდილების გაზიარება;
• სპორტული, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობები;
• ახალი მეგობრები, ურთიერთდახმარების ქსელის ჩამოყალიბება და ოჯახებს შორის გამოცდილების გაზიარება;
• უსაფრთხო, თბილი და პროფესიონალური გარემო, სადაც თითოეული მონაწილე მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

💙 რატომ არის ეს ბანაკი განსაკუთრებული?

დიაბეტური ბანაკი არ არის მხოლოდ დასვენება ან გართობა.

ეს არის ინტენსიური საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალური პროგრამა, რომელიც ეხმარება:

• ბავშვს, გახდეს უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებული დიაბეტის მართვაში;
• მშობელს, მიიღოს თანამედროვე, პრაქტიკული ცოდნა და პროფესიონალური რეკომენდაციები;
• ორივეს, უკეთ გაუმკლავდნენ დიაბეტთან დაკავშირებულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოწვევებს;
• ოჯახს, გაიზიაროს გამოცდილება სხვა ოჯახებისგან, რომლებიც იმავე გზას გადიან;
• ბავშვს, განივითაროს პასუხისმგებლობა, სოციალური უნარები და ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი მოტივაცია.
წინა ბანაკების შეფასებებმა აჩვენა, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ ბანაკის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა როგორც დიაბეტის მართვის პრაქტიკული უნარები, ასევე საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

📍 ადგილი და თარიღი
📅 6–11 სექტემბერი, 2026 წელი
🏕️ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „სოლო გრანდ ბოშური“
ტანას ხეობა, გორის მუნიციპალიტეტი

💰 მონაწილეობის ღირებულება
ბანაკის სრული ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება იმ თანხას, რომელსაც მონაწილეები გადაიხდიან.
საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების შედეგად, ბანაკი ნაწილობრივ დაფინანსდება დონორის მიერ, ხოლო დარჩენილი ნაწილის დაფარვა მოხდება მონაწილე ოჯახების თანამონაწილეობით.
დიაბეტის მქონე ბავშვისა და მისი ერთ-ერთი მშობლის ბანაკში მონაწილეობის საფასური შეადგენს მხოლოდ 950 ლარს.

ერთზე მეტი დიაბეტის მქონე ბავშვის წამოყვანის შემთხვევაში ყოველ ბავშვზე დაემატება 500 ლარი, ხოლო დიაბეტის არმქონე დედმამიშვილის ან მე-2 მშობლის წამოსვლის შემთხვევაში ემატება 600 ლარი.

ღირებულებაში შედის:
• 4-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება (6 დღე / 5 ღამე);
• დღეში 4-ჯერადი სრულფასოვანი, დაბალანსებული კვება (შვედური მაგიდა);
• ყველა საგანმანათლებლო ტრენინგი და პრაქტიკული სესია;
• ფსიქოლოგიური და ემოციური მხარდაჭერის პროგრამები;
• სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები;
• ბანაკისთვის საჭირო ყველა სასწავლო და საორგანიზაციო მასალა.

💳 გადახდის წესი
რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ აუცილებელია 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით ბანაკში მონაწილეობის საფასურის (950 ლარი) გადარიცხვა საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის საბანკო ანგარიშზე.

თუ აღნიშნულ ვადამდე თანხა არ იქნება გადახდილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება და ადგილი გადაეცემა მომდევნო მსურველს.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი
ბანკი: თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE38TB7617936020100011
დანიშნულებაში მიუთითეთ: დიაბეტური ბანაკი 2026 – ბავშვის სახელი და გვარი

📞 რეგისტრაცია და დამატებითი ინფორმაცია
📧 [email protected]
📱 მარი ბუაჩიძე
599 706015 (WhatsApp / Viber)
558 389770

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ გთხოვთ რეგისტრაცია წინასწარ გაიაროთ. ნაკლების ჩვენება

02/06/2026

მსოფლიოში დაახლოებით 1.4 მილიარდ ადამიანს აქვს ჰიპერტენზია.

ჰიპერტენზიის თავიდან აცილება და კონტროლი შესაძლებელია:
✅ ჯანსაღი კვებით
✅ ფიზიკური აქტივობით
✅ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტით
✅ ალკოჰოლის მოხმარების შემცირებით
✅ შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობით.

ჰიპერტენზიის ადრეულად გამოვლენას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

02/06/2026
02/06/2026
📣 საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი აგრძელებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან📅 2026...
14/04/2026

📣 საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი აგრძელებს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

📅 2026 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, ალიანსის კვლევებისა და კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო მიქავამ გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებთან გამართა შეხვედრა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

💬 შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებთან ერთად განხილულ იქნა, თუ როგორ მოქმედებს ყოველდღიური ჩვევები — კვება, ფიზიკური აქტივობა, ძილი — ჩვენს ჯანმრთელობაზე, მომავალ წარმატებასა და პიროვნულ იდენტობაზე.
მთავარი გზავნილი იყო: ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის არა დროებითი აქტივობა, არამედ ცხოვრების წესი.

🥗 ღონისძიება გაიმართა გიმნაზიის პროექტის — „ჯანსაღი ცხოვრება, ჩემი იდენტობა“ — ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ჩვევების დამკვიდრებას

🔜 პროექტი გაგრძელდება „ჯანსაღი კვების კვირეულით“, რომლის დროსაც:

სკოლაში დაინერგება ჯანსაღი მენიუ
გაიმართება დისკუსიები ჯანსაღ კვებაზე
მოეწყობა გამოფენა-დეგუსტაცია
და დაგეგმილია შეხვედრები პროფესიონალ სპორტსმენებთან

🤝 ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდებთან მუშაობას, რადგან სწორედ ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული ჩვევები განსაზღვრავს ჯანმრთელ მომავალს.

#ჯანმრთელობისმსოფლიოდღე #ჯანსაღიცხოვრება

11/04/2026

ჩვენ ვკარგავთ დროს — და დრო არის სიცოცხლე
ვკარგავთ ფულს — როცა შეგვეძლო დაგვეზოგავკარგავთ ადამიანებს — როცა შეგვეძლო გადაგვერჩინა.

არაგადამდები დაავადებების დაახლოებით 80% დაკავშირებულია მართვად რისკ-ფაქტორებთან, ანუ იმ ფაქტორებთან, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია.

ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადებების ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება ან სრულად ავიცილოთ, ან მნიშვნელოვნად გადავავადოთ.

31/03/2026

2026 წლის 28-29 მარტს გაიმართა „საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსის“ სტრატეგიული დაგეგმვის სემ...

Address

წერეთლის გამზ. 117ა
Tbilisi
0119

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NCD Alliance Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share