16/05/2026
💙 ევრობასი ევროპის დღეზე თბილისში 🇪🇺
9 მაისს ევრობასი წარმოდგენილი იყო ექსპო ჯორჯიაში, სადაც ათასობით სტუმარი შეიკრიბა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის 30 წლიანი ისტორიის აღსანიშნავად.
ეს განსაკუთრებული დღე სავსე იყო ინტერაქტიული აქტივობებით, დისკუსიებით, გამოფენებით, ექსპერიმენტებით, თამაშებითა და სხვადასხვა გამოსვლებით. ექსპო ჯორჯიას ეზოში ევრობასმა შექმნა მხიარული სივრცე, სადაც სტუმრებს შეეძლოთ მეტი გაეგოთ ევროპის, ევროპული კულტურების, ახალგაზრდული შესაძლებლობებისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.
დღის განმავლობაში სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ, მათ შორის: სახის მოხატვაში, „გამოიცანი ქვეყანა სიმღერით“ თამაშში, „შექმენი შენი პოსთქარდი“ აქტივობაში, „მართალია თუ მცდარი“ ქვიზში ევროპული ტრადიციების შესახებ, დროშების თამაშში, დარტსის თამაშსა და ისქეიფ რუმებში.
მონაწილეებს შეეძლოთ სპეციალურ ევრობასის ბარათზე შტამპების შეგროვება სხვადასხვა თამაშში მონაწილეობით. ბარათის შევსების შემდეგ კი ისინი საჩუქრად იღებდნენ ევრობასის მაისურებსა და ჩანთებს.
დიდ მადლობას ვუხდით ყველა სტუმარს, მოხალისესა და გუნდის წევრს, ვინც ეს დღე ასეთი აქტიური, ფერადი და დასამახსოვრებელი გახადა ✨
ევრობასი აგრძელებს მოგზაურობას, რათა ახალგაზრდებს გააცნოს ევროპული ღირებულებები და შესაძლებლობები.
გამოგვყევით, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ვიზიტი 🚌
___________
💙 EUROBUS at Europe Day in Tbilisi 🇪🇺
On 9 May, EUROBUS joined the Europe Day celebration at Expo Georgia, where thousands of visitors came together to celebrate the 30-year history of EU-Georgia cooperation.
This special day was full of interactive activities, discussions, exhibitions, experiments, games and performances. In the yard of Expo Georgia, EUROBUS created an open and fun space for visitors to learn more about Europe, European cultures, youth opportunities and civic participation.
Throughout the day, guests took part in different activities, including face painting, “guess the country by the song”, “create your own postcard, Europe quiz, “real or fake quiz about European traditions, flag game, darts game and escape room.
Visitors could also collect stamps on a special EUROBUS card by joining different games. After completing the card, they received EUROBUS merchandise, including T-shirts and tote bags.
A big thank you to all visitors, volunteers and team members who made this day so active, colourful and memorable✨
EUROBUS continues its journey to bring young people closer to European values, youth opportunities and democratic participation.
Follow us to see more 🚌