ასოციაციის მიზნები:
• ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სოციალური და სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესება;
• სოციალურად დაუცველ პირთა ადვოკატირება და შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
• დაბალკონკურენტუნარიანი პირებისათის მატერიალური და მორალური მდგომარეობის შემსუბუქება;
• სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით სოციალურად დაუცველი მოსახლე
ობისათვის (ქალები, ბავშვები, შშმ პირები) სხვადასხვა პროგრამების განხორციელება;
• ქალთა და ბავშვთა (შშმ ბავშვთა) ჯანმრთელობაზე ზრუნვა;
• გენდერული საკითხები.
• თრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა.
• ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა კულტურულ- საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა;
• საქველმოქმედო საქმიანობა.
ძირითადი საქმიანობა
• ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედების (მეურვეების) უფლებების დაცვა, მათი გააქტიურება, საზოგადოებაში ინტეგრაცია და დასაქმების ხელშეწყობა.
გრძელვადიანი მიზანი:
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და ბავშვთა “დღის ცენტრებით” მომსახურება;
• ასოციაციის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით სოციალური მეწარმეობის განვითარება.
ისტორია:
საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი იყო ჩვენს გარშემო იმ მშობლების შემოკრება და გაერთიანება, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავდათ. მათი დარწმუნება, რომ გაერთიანების და ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ჩვენი შვილების განვითარებაში წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. ამისათვის, ასოციაციას გარკვეული ავტორიტეტი სჭირდებოდა, რისი საშუალებაც ჩვენ მოგვეცა მათთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენით. ამჟამად ორგანიზაციაში გაერთიანებულია 62 შშმ ბავშვის დედა.
ასოციაციის თავმჯდომარე - ნანა შარაშიძე
საქართველო, ქ. თბილისი 0163; ვარკეთილის მას.II მ/რ, 16-65; Georgia, Tbilisi 0163; Varketili massive IInd m/r, 16-65