დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze დარეკეთ 0901080806
ან ჩარიცხეთ თანხა GE62BG0000000996577500
GE98TB7517536080100003 Georgian Journalists Support Children under 18 with Leukemia and Cancer.

მადლობას ვუხდით თანადგომისთვის ჩვენს მეგობრებს, სტუდია „გრადაც-იას“ Ia Iako და მის გუნდს,  რომელმაც სსიპ- ქალაქ თბილისის...
10/06/2026

მადლობას ვუხდით თანადგომისთვის ჩვენს მეგობრებს, სტუდია „გრადაც-იას“ Ia Iako და მის გუნდს, რომელმაც სსიპ- ქალაქ თბილისის N153 საჯარო სკოლა-ში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გამართა და ბავშვების ნახატების გაყიდვით შეგროვებული თანხა, ფონდში ჩვენი შვილობილებისთვის ჩარიცხა. მადლობა საოცარ მოსწავლეებს — ქველმოქმედებისთვის და ულამაზესი ნახატებისთვის და მათ პედაგოგს, ქალბატონ იას, ინიციატივისა და ამ საქმეში ჩადებული გულისთვის,
​მშობლებს -კეთილი შვილების აღზრდისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, ​N153 საჯარო სკოლას — თანამშრომლობისთვის.
​მადლობა თითოეულ სტუმარს — ვინც შეიძინა ნამუშევრები და გააზიარა ეს სიკეთე.
​ #ბავშვებიბავშვებისთვის ❤️

ჩვენი ელენე და მისი გმირი დედიკო შუბითიძე ბელა 💕
08/06/2026

ჩვენი ელენე და მისი გმირი დედიკო შუბითიძე ბელა 💕

პაციენტის ისტორია MedicalPark Goztepe-დან, ელენე და მისი დედიკო ბელ...

ანაც გაფრინდა ანგელოზებთან 💔
01/06/2026

ანაც გაფრინდა ანგელოზებთან 💔

თბილისის კლასიკურ გიმნაზიას დღეს თავისი ანა შამანაური სტკივა. მეცხრე კლასი უნდა დაემთავრებინა. ძალიან დიდი ტკივილისა და განსაცდელის მიუხედავად, ყოველთვის ღიმილით ათბობდა გარშემო მყოფებს. ამდენი წელი სიცოცხლისა და სიკვდილის ბეწვის ხიდზე სიარულმაც კი ვერ დაასუსტა, ვერ გააბოროტა, ვერ დაამარცხა. გზა მიწიდან ზეცამდე ისე გაიარა, უამრავი ტკივილი ისე მოითმინა და დაითმინა, ყველასთვის მაგალითად იქცა.
უფალმა დაუამოს დატანჯული სული და სხეული.

👫  #ბავშვებიბავშვებისთვის💕ჩვენს ფონდს და ფონდის შვილობილებს ახალი მეგობრები გვყავსN61 საჯარო სკოლა მადლობას გიხდით მეგობ...
30/05/2026

👫 #ბავშვებიბავშვებისთვის💕
ჩვენს ფონდს და ფონდის შვილობილებს ახალი მეგობრები გვყავს
N61 საჯარო სკოლა
მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, შემოწირულობისთვის, ნდობისთვის და თანადგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის - ფონდის ბენეფიციარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ ძალა და გამარჯვება ერთობაშია, სიკეთე კი გადამდებია!
გაიზიარე ქველმოქმედება 🙏

🔴 დონაცია შესაძლებელია ფონდის ვებგვერდზე www.media4life.ge მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:

საქართველოს ბანკი:

თი ბი სი ბანკი:

მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
🙏 გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის

ძალა სიკეთეშია,  ძალა ერთობაშია 💫მადლობა  #ელენესთვის ასეთი მნიშვნელოვანი თანადგომისთვის!სიკეთე გადამდებია და თქვენ სამა...
28/05/2026

ძალა სიკეთეშია, ძალა ერთობაშია 💫
მადლობა #ელენესთვის ასეთი მნიშვნელოვანი თანადგომისთვის!
სიკეთე გადამდებია და თქვენ სამაგალითოები ხართ ❤️❤️❤️

🇬🇪 ჩვენი სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი განსაკუთრებული 26 მაისი ჩაიწერა.
🔸ყოველწლიურ, ტრადიციულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე, რომლის სლოგანია „ბავშვები ბავშვებისთვის,“ ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ დიდი პასუხისმგებლობით და სიყვარულით იზრუნა 10 წლის ელენეს დასახმარებლად და 18 000 ლარამდე შეგროვდა, რომელიც სრულად მოხმარდება მის გამოჯანმრთელებას.
🔸ძვირფასო მშობლებო, გულითად მადლობას გიხდით თქვენი აქტიური ჩართულობის, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
🔸განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, დამრიგებლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ თანამშრომელს ამ დღის სრულყოფილად განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. სწორედ ასეთი საერთო მუხტი და ძალისხმევა ქმნის გარემოს, სადაც ბავშვები არა მხოლოდ იძენენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას.
🔸მადლობას ვუხდით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze-ს, რომელიც დაგვეხმარა წლევანდელი ბენეფიციარის შერჩევაში.
🔸გვიხარია, რომ ჩვენი სკოლა წლებია ერთგულად ინარჩუნებს ამ ტრადიციას და მთელი სასკოლო საზოგადოება ყოველწლიურად ერთად ვქმნით სიკეთის, თანადგომისა და ერთიანობის მაგალითს.
✊ძალა ერთობაშია!

მოდით,  ლევანიკის ყველამ ასე ჩავჭიდოთ ხელი და  გამოვტაცოთ ბოროტ ავადმყოფობას… ეს ოჯახის თხოვნის წერილია:“ჩვენს პატარა ან...
27/05/2026

მოდით, ლევანიკის ყველამ ასე ჩავჭიდოთ ხელი და გამოვტაცოთ ბოროტ ავადმყოფობას…
ეს ოჯახის თხოვნის წერილია:
“ჩვენს პატარა ანგელოზს, ლევანიკოს თურქეთში დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი
“რაბდომიოსარკომა” , აგრესიული და რთული ფორმის სიმსივნე.
მის გადასარჩენად აუცილებელია სასწრაფო მკურნალობის დაწყება, ქიმიოთერაპიები, დამატებითი პროცედურები და მუდმივი სამედიცინო კონტროლი…
მკურნალობის სრული ღირებულება კი 140,000$-ს შეადგენს…

ჩვენ კი, სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა ასეთი დიდი თანხის დაფარვის…
ახლა თითოეული გაზიარება, თითოეული ლარი და თითოეული თქვენი მხარდაჭერა შეიძლება ბავშვის სიცოცხლის შანსად იქცეს

🙏🏻 თუ შეგიძლიათ დახმარება, თუნდაც მცირედით, გთხოვთ, ნუ ჩაუვლით გულგრილად…
და თუ ფინანსურად ვერ ახერხებთ, ყველაზე დიდი დახმარება იქნება ამ პოსტის გავრცელება რადგან მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა…
📌 ანგარიშის ნომრები:
🧡 საქართველოს ბანკი
🪪 -
(დედა- მარიამ ჭიხინაშვილი) mob: 555606893
💙 თიბისის ბანკი
🪪 -
(მამა- ჯუდუ კილაძე) mob: 571028498

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of D.Tsintsadze:

Share