სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU

სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU, Community Organization, Tbilisi.

📌 წარმატებით დასრულდა პროექტი „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“,...
22/01/2026

📌 წარმატებით დასრულდა პროექტი „არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის“, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ორგანიზაციული უნარების განვითარება.

✔️პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და თბილისის უნივერსიტეტებში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგები, რომელშიც 300-მდე სტუდენტი იყო ჩართული. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები, რაც ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში.

🎓 პროექტის დახურვისა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა 20 იანვარს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში – სეუ.

📌აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიური მონაწილეობისთვის მათ გადაეცათ სერტიფიკატი

📑 პროექტის ორგანიზატორი – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია
🤝 პროექტი განხორციელდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით

09/01/2026

🆘 2025-26 წლის შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდების ცხრილი❤️
წარმატებები❤️

31/12/2025

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ❤️გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, წარმატებასა და ბედნიერებით სავსე დღეებს. დაე, ახალი წელი გახდეს ახალი შესაძლებლობებისა და კეთილი საქმეების დასაწყისი!❤️✨

29/12/2025

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ანსამბლ „მირონის“ დაარსებიდან 25 წლის იუბილე.❤️✨

საიუბილეო საღამოში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლ „მირონმა“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა „მორდუმ“.❤️

#სსუსტუდენტურითვითმმართველობა
#სოხუმიურთიერთობაა❤️

გელოდებით❤️
21/12/2025

გელოდებით❤️

🎉 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ “მირონის“ 25 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.

📸 საღამოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ანსამბლის ფოტოექსპოზიცია. 🎶 ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „მორდუ“.

📍 მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
I სასწავლო კორპუსი, მე-7 სართული,
სააქტო დარბაზი.

💫 დასწრება თავისუფალია!

06/12/2025

🎯 City Game 2025 - რეგისტრაცია

თუ ხარ 16-25 წლის, გაქვს დევნილის სტატუსი და გინდა დაუვიწყარი თავგადასავალი, ახალი გამოცდილება და შანსი მოიგო 1000 ლარი - შენთვის საინტერესო გამოწვევა გვაქვს!

ღონისძიება ტარდება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და მას საქართველოს სკაუტები წარმართავენ.

🎮 რა არის City Game?

ეს არის დინამიკური, აქტიური და სახალისო თამაში, სადაც ერთმანეთს ეჯიბრება 16 ათკაციანი გუნდი.

გუნდები მიიღებენ მინიშნებებს, რომლებმაც უნდა მიიყვანონ ისინი თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე. თითოეულ სადგურზე დაგხვდებათ ჩვენი სპეციალურად მომზადებული დავალება სპორტული, შემეცნებითი ან გასართობი ფორმატის.

როგორ მიმდინარეობს თამაში:

•იპოვეთ მინიშნებების მიხედვით სხვადასხვა ლოკაცია
•შეასრულეთ თითოეულ სადგურზე გაცემული დავალებები
•დააგროვეთ მაქსიმალური ქულები •ყველა ლოკაციის დასრულების შემდეგ დაჯამდება შედეგები და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდები

City Game მოითხოვს სისწრაფეს, გუნდურობას, სტრატეგიულ აზროვნებასა და ენერგიას. ყველაფერი, რაც ნამდვილ გამოწვევას ქმნის როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად!

🏆 პრიზები

🥇 I ადგილი - 1000 ლარი
🥈 II ადგილი - 600 ლარი
🥉 III ადგილი - 400 ლარი

შეგიძლია დარეგისტრირდე როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთელი გუნდით - არჩევანი შენზეა.

⚡ მზად ხარ ამ გამოწვევისთვის?

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და მიიღე მონაწილეობა ყველაზე ენერგიულ, მხიარულ და დაუვიწყარ თამაშში!

⬇️⬇️⬇️

https://forms.gle/Bvs7eCYmXkAMH46s8

26/11/2025
26/11/2025

📚 დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე იუბილესთან დაკავშირებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ თეა ჯუღელის ავტორობით, გამოიცა მონოგრაფია — “ვალდებულების შესრულების სუბიექტები”.

✅ ნაშრომი იკვლევს და ეხმაურება ვალდებულებითი სამართლის აქტუალურ საკითხებს.

🎓 მონოგრაფია განკუთვნილია როგორც იურისტებისთვის, ისე კერძო სამართლით დაინტერესებულ პირთათვის.

#სოხუმისუნივერსიტეტი #სსუ #მონოგრაფია

25/11/2025

🎯 სტუდენტების საყურადღებოდ!

📣 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 26 ნოემბერს გაიმართება “დასაქმების ფორუმი - 2025.”

🔎 თქვენ შეხვდებით დამსაქმებლებს სხვადასხვა სექტორიდან, სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზებებით.

💼 გექნებათ შესაძლებლობა პირისპირ შეხვდეთ HR- სპეციალისტებს, გააცნოთ თქვენი რეზიუმე და მიიღოთ პასუხები კითხვებზე.

📌 მოემზადეთ - განაახლეთ CV და იყავით აქტიურები. 🙌✨
📍ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #61, I კორპუსის ფოიე

#დასაქმებისფორუმი2025 #სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #სტუდენტები
#სტაჟირება #დასაქმება

15/11/2025

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სსუ სტუდენტური თვითმმართველობა • Student's Self Government of SSU:

Share