Iccc

Iccc It underwent secondary registration on December 29, 1998, at the Chugureti Court in Tbilisi, registration #03/9-65.

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” - “iccc”- დაარსდა 1996 წელს, პირველად რეგისტრირებული იქნა ამავე წლის 5 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ, #2677, მეორადი რეგისტრაცია გაიარა 1998 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისის ჩუღურეთის სასამართლოში, რეგისტრაციის #03/9-65.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი არის დამოუკიდებელი, არაპარტიული, არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიისწრაფ

ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისკენ, მისი მიზანია საზოგადოების, მედიის, მთავრობისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ეთნიკური უმცირესობის და საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის აქტიური დიალოგის დამყარებით, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას.

საქმიანობა

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტები მიზნად ისახავენ დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ჩვენ ვმუშაობთ პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა განვითარებას.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს სამოქალაქო კულტურას, რომლის ფასეულობებსაც წარმოადგენს პლურალიზმი და თავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალპარტიულობის განვითარებას საქართველოში. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ და პატივს ვცემთ თითოეული ინდივიდის საჭიროებას, იყოს საზოგადოების ნაწილი. ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავიცვათ და გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი დემოკრატიული კულტურის ფარგლებში.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი ქმნის, მართავს და ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების პროექტებს საქართველოში. იგი გამოიმუშავებს იმ საჭირო იარაღებს, კერძოდ კი მეთოდოლოგიას და ტექნიკას ეროვნული და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების დასახმარებლად, რათა გაიზარდოს მათი მონაწილეობა ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში, რათა წინ წამოწეულ იქნას პასუხისმგებლობა, თანასწორუფლებიანობა და გამჭვირვალეობა, მოიძებნოს დიალოგის დამყარების, კონსესუსის მიღწევის გზები და ადგილი ჰქონდეს მშვიდობიან ცვლილებებს.'

მისია

არსებული პოლიტიკური კონიუნქტურის და პარტიული მიკერძოების მიღმა, ეროვნულ ინტერესებსა და რაციონალურ მიდგომებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებით, ხელშეწყობითა და ლობირებით, ძალისხმევის მიმართვა საქართველოს ამჟამინდელი და სამომავლო სირთულეების დასაძლევად, დემოკრატიის განმტკიცებისთვის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის რწმენით, ჩვენ ყველა ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამოქალაქო კულტურის განვითარებაში.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი მხარს უჭერს საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის, მშვიდობიანობის და სტაბილურობის განვითარებას. მისი მიზანია გვქონდეს მომავალი, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლება. ჩვენი რწმენით, ყველა მოქალაქე იმსახურებს თანასწორუფლებიან წარმომადგენლობას მთავრობაში. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რათა დავნერგოთ არჩევნების ის მეთოდები, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ამ უფლებას.

ხედვა

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი” საჯარო ადვოკატირებით, ანალიტიკური და ექსპერტული საქმიანობით, ასევე, სხვადასხვა სფეროში პოლიტიკების შემუშავების პროცესებში ჩართულობით და მიუკერძოებლობის და არაიდეოლოგიზებულობის პრინციპების განუხრელი ერთგულებით, ხელს უწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების სტრატეგიული საჭიროებების იდენტიფიცირება და ევროპული ტიპის, დემოკრატიული, ეფექტიანობაზე და მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული სისტემების დანერგვა.

ფასეულობები

ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს:

• პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე: ორგანიზაცია მისი სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოების წინაშე თავისი მოვალეობისა და ვალდებულებების შესრულებას, რაც მოიცავს საზოგადოების გაუმჯობესებისთვის მუშაობასა და მის განვითარებაში პოზიტიური წვლილის შეტანას.
• ღიაობა და მრავალფეროვნების პატივისცემა: ორგანიზაცია აფასებს ინკლუზიურობას, პატივისცემითა და სამართლიანად ეპყრობა ყველა ინდივიდს, განურჩევლად მისი ეროვნებისა, მრწამსისა, სქესისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვ., აგრეთვე, ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ ყველა მოსაზრებას.
• დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზი: ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ განახორციელოს ყოველგვარი გარე გავლენისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი კვლევითი საქმიანობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ობიექტურ შეხედულებებსა და შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავება.
• პოლიტიკური მიუკერძოებლობა: ორგანიზაცია თავის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავისუფალია პოლიტიკური პარტიების გავლენებისაგან და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიცია.
• ფოკუსირება ხარისხზე: ორგანიზაცია მართვასა და კვლევით საქმიანობაში ადგენს მაღალ სტანდარტებს და მიზნად ისახავს, ხარისხზე ორიენტირებითა და მისი მუდმივი გაუმჯობესების გზით ეფექტურად მიაღწოს დასახულ მიზნებს და, საბოლოო ანგარიშით, დადებითი გავლენა იქონიოს ქართულ საზოგადოებაზე.
• გუნდური მუშაობა: ორგანიზაცია აფასებს როგორც ყოველი წევრის ინდივიდუალურ ღვაწლს საერთო საქმეში, ასევე ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას, ნერგავს და ავითარებს გუნდურ მუშაობას. About the "International Center for Civic Culture" - "ICCC"

The "International Center for Civic Culture" - "ICCC" - was established in 1996 and was initially registered on September 5 of the same year by the Ministry of Justice, #2677. The International Center for Civic Culture is an independent, non-partisan, non-profit, non-governmental organization that aims to foster and strengthen civil society. Its mission is to support society, the media, government, and other NGOs by establishing active dialogue between ethnic minorities and various members of Georgian society, thus contributing to the protection of human rights and the rule of law. Activities

The projects of the International Center for Civic Culture aim to promote the social and economic development of democracy and civil society in Georgia. We work on projects that enhance the capacities of non-governmental organizations, democratic political parties, local self-governments, and municipalities. The International Center for Civic Culture supports civic culture, with its values including pluralism and freedom. We support the development of multi-party systems in Georgia. At the same time, we recognize and respect each individual's need to be part of society. We work to protect and strengthen civil society within our democratic culture. The International Center for Civic Culture creates, manages, and implements civil society projects in Georgia. It develops the necessary tools, specifically methodologies and techniques, to assist national and local civil society and citizens to increase their participation in decision-making at national and local levels, to promote accountability, equality, and transparency, and to find ways to establish dialogue, achieve consensus, and facilitate peaceful change. Mission

Beyond existing political conjuncture and partisan biases, the mission is to develop, promote, and lobby for policies based on national interests and rational approaches, to address Georgia's current and future challenges, strengthen democracy, and ensure sustainable development and well-being. The International Center for Civic Culture believes that we are all members of one society and that everyone has a responsibility to contribute to the development of civic culture. The organization supports the development of liberal democracy, peace, and stability in Georgia. Its goal is to have a future where everyone has the opportunity to protect their rights and freedom in accordance with universally recognized human rights principles. We believe that every citizen deserves equal representation in government. We work to implement electoral methods that ensure this right for citizens. Vision

The International Center for Civic Culture through public advocacy, analytical and expert activities, and involvement in policy development processes across various sectors, it is committed to the principles of impartiality and non-ideology, helping to strengthen civil society in the country. This includes identifying the strategic needs of society and implementing European-style, democratic systems based on effectiveness and sustainable development. Values

The organization is based on the following values:

• Responsibility to Society: The organization places great importance on fulfilling its duties and obligations to society within its social responsibility framework. This includes working to improve society and making a positive contribution to its development.
• Openness and Respect for Diversity: The organization values inclusivity and treats all individuals with respect and fairness, regardless of their nationality, beliefs, gender, physical abilities, and other factors. It also promotes creating an environment where all opinions are respected.
• Independent and Unbiased Analysis: The organization considers it essential to conduct independent research free from external influences to ensure evidence-based, objective views and recommendations focused on results.
• Political Impartiality: The organization is free from political party influences in its activities and decision-making processes and strives to maintain a politically neutral stance.
• Focus on Quality: The organization sets high standards in management and research activities, aiming to effectively achieve its goals through a focus on quality and continuous improvement, ultimately having a positive impact on Georgian society.
• Teamwork: The organization values both the individual contributions of each member to the collective effort and the importance of effective collaboration, promoting and developing teamwork

განხორციელებული პროექტები
15/08/2025

განხორციელებული პროექტები

ორგანიზაციის შესახებ
15/08/2025

ორგანიზაციის შესახებ

Access Google Drive with a Google account (for personal use) or Google Workspace account (for business use).

Address

Tbilisi
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Iccc posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Iccc:

Share