ShenMartav.ge სთავაზობს მოქალაქეებს ადვილ გზას, მიიღონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული დეპუტატის, პარლამენტში განხილული კანონპროექტებისა და უკვე დამტკიცებულ კანონების შესახებ. ამასთან, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ თავიანთ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში.
2012 წ. ShenMartav.ge შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების: „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“
და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ. 2013 წლიდან „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ დამოუკიდებლად წარმართავს განახლებული გვერდის ადმინისტრირებას.
შენ მართავ! მიუკერძოებელი ვებგვერდია და არ არის დაკავშირებული ან შექმნილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის რეკლამირებისათვის.
პროექტი ხორციელდება ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის (ბრიუსელი) მხარდაჭერით.