13/05/2025
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი • SabaUni-სთან თანამშრომლობით გიწვევთ დისტანციურ შეხვედრაზე "როგორ გავმართოთ იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლაში".
შეხვედრა გაიმართება შაბათს, 17 მაისს 12:00 საათზე და მას გაუძღვება ადვოკატი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორანტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი და საადვოკატო ოფისის "გვიდიანი და ბიბინეიშვილი" მმართველი პარტნიორი, ლუკა ბიბინეიშვილი.
შეხვედაზე დასწრების მსურველმა პედაგოგებმა, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ, რომ დამსწრეების შერჩევისას ყურადღება მიექცევა მასწავლებლებს, რომლებიც არიან ფორუმის წევრები და რომლებმაც გამოხატეს/დაადასტურეს ფორუმთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გიწვევთ ონლაინ ....