ფონდი ”გაამწვანე საქართველო”

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფონდი ”გაამწვანე საქართველო”

ფონდი ”გაამწვანე საქართველო” ფონდის ანგარიშის ნომერი GE38TB7248136080100003

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ფონდი ”გაამწვანე საქართველო” შექმნილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II ლოცვა-კურთხევით 2013 წლის 1ნოემბერს. ფონდის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის ხელშეწყობა, გამწვანებისა და ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების ხელშეწყობა, გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოების ჩართულობისა და ფართოდ მონაწილეობის ხელშეწყობა

24/10/2025
24 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...
24/10/2025

24 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) რუსთავში, ლევან გოთუას სახელობის N 17 საჯარო სკოლაში, ხეები დარგო, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა და დირექტორმა, ქ-ნმა ნელი ლიქოკელმა, ასევე ჩოხოსნებმა და დიაკონმა დავით გოგიაშვილმა, რომლის ინიციატივითა და ფონდის ორგანიზებითაც ეზო გამწვანდა შპს ,,მწვანე სახლი“-ს (ხელმძღვანელი მირიან მდივანი) მიერ მოწოდებული კიპარისებითა და შპს ,,ჯეოლივი“-ს ზეთისხილებით.

აღსანიშნავია, რომ წელს არის ლევან გოთუას დაბადებიდან 120 წლის იუბილე და სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა გამწვანების ეს ღონისძიებაც.

11 ივნისს, საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო“-ს ორგანიზებით,  თბილისში, 147-ე სკოლის ეზოში, დაირგო ზეთისხილის ნერ...
11/06/2025

11 ივნისს, საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო“-ს ორგანიზებით, თბილისში, 147-ე სკოლის ეზოში, დაირგო ზეთისხილის ნერგები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის დირექტორმა, ქ-ნმა ირინა წიკლაურმა, დიღმის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გაბრიელ გიგაურმა, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.

ფონდ ,,გაამწვანე საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე ბავშვებს ესაუბრა ეკოლოგიის გაჯანსაღების აუცილებლობაზე და თითოეული ადამიანის როლზე ამ მნიშვნელოვან საქმეში; ასევე გააცნო ზეთისხილის მოვლის თავისებურებები. მანვე აქტიური მონაწილეობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა 147-ე სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა წიკლაურს და ამავე სკოლის პედაგოგს ქალბატონ სოფო ცერუაშვილს.

სასიხარულოა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ბუნებასთან ურთიერთობას და ზრუნავენ საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე. მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ხელს უწყობს ამ პროცესს.

6 ივნისს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო”-ს ორგანიზებით და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით, ვაზისუბნის წმ...
07/06/2025

6 ივნისს საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველო”-ს ორგანიზებით და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით, ვაზისუბნის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში (წინამძღვარი დეკანოზი იოანე მაზანაშვილი) დაირგო ზეთისხილისა და კიპარისის ნერგები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა, ასევე ტაძრის მრევლმა.

ჩვენი ფონდი დაარსების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, ამჯერადაც სწორედ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტი.

ფონდ ,,გაამწვანე საქართველო”-ს აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

22 მაისს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნე...
23/05/2025

22 მაისს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და იუნესკოს ნებართვით გაშენებულ ბაღში ჩვენი ფონდის მხარდამჭერებთან ერთად დავრგეთ ვარდები.

15/05/2025
21/10/2024

18 ოქტომბერს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აკურთხა ვაზიანში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.
საზეიმო წირვას მრევლთან და სამხედროებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბ-ნი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.
მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს" (აღმ. მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით დაირგო 200-მდე ზეთისხილის ხე.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა, ჯარისკაცებმა და მათმა შვილებმა, ასევე სამღვდელოებამ და მრევლმა.

18 ოქტომბერს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით წალკის ...
18/10/2024

18 ოქტომბერს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) აკურთხა ვაზიანში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აგებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.

საზეიმო წირვას მრევლთან და სამხედროებთან ერთად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბ-ნი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო.

მსახურების დასრულების შემდეგ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრიარქოს ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს" (აღმ. მდივანი გოჩა არონიშიძე) ორგანიზებით დაირგო 200-მდე ზეთისხილის ხე.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა, ჯარისკაცებმა და მათმა შვილებმა, ასევე სამღვდელოებამ და მრევლმა.

18/10/2024

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს" ორგანიზებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად სვეტიცხოვლის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო.

ა.წ 12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით,  ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ (აღმ. მდ...
16/10/2024

ა.წ 12 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“-მ (აღმ. მდივანი გოჩა არონიშიძე) საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯთან (ხელმძღვანელი იღუმენია თეკლე სიხარულიძე) ერთად თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მდებარე ყოვლადწმინდა სამების ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიება განახორციელა. ტაძრის ირგვლივ დაირგო 170 კიპარისი, რომელიც შექმნის ბუნებრივ გალავანს.
აღნიშნული ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით იმ ოჯახებისა და ექიმების შემოწირულობით აიგო, რომელთაც აბორტის ცოდვის გამო სურდათ სინანულის გამოხატვა.

13/10/2024

Address

ერეკლე II ქუჩა N1
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფონდი ”გაამწვანე საქართველო” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ფონდი ”გაამწვანე საქართველო”:

Share