CTC-ის სჯერა, რომ მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს შუძლიათ რეალური შედეგების მიღწევა, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი პროგრამებისა და სისტემების მუდმივ გაუმჯობესებაზე. CTC, ერთის მხრივ, წარმოადგენს ზრდასრულთა განათლების ცენტრს, რომელიც სთავაზობს საზოგადოების ფართო სპექტრს ტრენინგ პროგრამებს თანამედროვე ლიდერობისა და მენეჯმენტის სფეროში. მეორეს მხრივ კი, CTC არის საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც
ეხმარება ორგანიზაციებს ორგანიზაციული სისტემების, სტრუქტურის, ადეკვატური სტრატეგიისა და მმართველობის განვითარებაში. CTC- ის მომსახურება და სასწავლო კურსები გამიზნულია ყველა სახის ორგანიზაციისთვის. კერძოდ:
* არამომგებიანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
* საჯარო დაწესებულებები;
* განვითარების პროექტზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები;
* მცირე და საშუალო ბიზნესი;
* ასევე ინდივიდები, რომელთაც საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება სურთ. CTC -ში სთავაზობს როგორც ღია რეგულარულ კურსებს, ასევე შეკვეთილ ტრენინგებს და საკონსულტაციო მომსახურებას. CTC-ის დაფუძნებაში დიდი წვლილი მიუძღვის სამ ევროპულ დონორ ორგანიზაციას: Cordaid (ჰოლადნია), EED, Misereor (გერმანია). CTC ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს რიგ ევროპულ პროფესიულ ორგანიზაციებთან, მათ შორის განვითარების სექტორში კარგად ცნობილი ჰოლანდიურ საკონსულტაციო ორგანიზაცია ”მართვა განვითარებისათვის” (MDF) (www.mdf.nl). საწყის ეტაპზე MDF CTC-ის გაუზიარა საკუთარი 15 წლიანი გამოცდილება, დაეხმარა ტრენინგ პროგრამების შემუშავებაში და უზრუნველყო ტრენერთა გუნდის მომზადება.
გასული 10 წლის განმავლობაში CTC-იმ შექმნა არაერთი საკუთარი ტრენინგ პროდუქტი და დღესდღეობით მისი პაკეტი მოიცავს მოკლევადიან ( 3, 5, 7 დღიან ) კურსებს:შემდეგ საკითხებზე : სტრატეგიული და ზოგადი მენეჯმენტი , ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მართვა, პროექტის მართვა, ლიდერობის უნარ-ჩვევები და სხვ.
დაარსების დღიდან CTC-იმ გადაამზადა 15 000-ზე მეტი ადამიანი, მოემსახურა 200-ზე მეტ ორგანიზაციას, ჩაატარა 2000-ზე მეტი ტრენინგი. CTC აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მისი კვალიფიციური გუნდი მუდამ მზადაა გაუწიოს მაღალ პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება.