26/10/2024
რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეოსათვალთვალო კამერა დააფიქსირეს
“თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტის“ ადგილობრივი დამკვირვებლის, ნუკრი რამიშვილის შედგენილი საჩივრის მიხედვით, საარჩევნო უბანზე შეუფუთავი ვიდეოკამერა იყო
დამკვირვებელი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ კამერა კედელზე ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ მთელი საარჩევნო უბნის და ხმის მიცემის პროცედურის ვიდეოგადაღება შეეძლო
საჩივრის მიხედვით, საუბნო კომისიის თავმჯდომარე უარს ამბობდა კამერის შეფუთვაზე, თუმცა მოგვიანებით შესაბამისი საჩივრის დაწერის შემდეგ, საქმეში საოლქო კომისია ჩაერია და კამერა შეფუთეს
დამკვირვებლის ინფორმაციით, შეუფუთავი კამერა მე-20 უბანზე დილის 8 საათიდან 10:30 საათამდე იყო - 2.5 საათის განმავლობაში
რუსთავის ოლქის მე-20 საარჩევნო უბანზე ვიდეოსათვალთვალო კამერა დააფიქსირეს. დამკვირვებლის, „თავისუფალი დემოკრატ...