ბავშვი,ოჯახი,საზოგადოება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ბავშვი,ოჯახი,საზოგადოება

ბავშვი,ოჯახი,საზოგადოება ერთად შევცვალოთ საზოგადოება უკეთესობისკენ

Union ''Child, Family, Society'' Tdisabilities in 1995.

კავშირი “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” დაარსების დღიდან ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და მათ მშობლებს. The mission of DCFS is to support social inclusion and equal opportunities for children and adults with disabilities in all the sphhe Union ''Child, Family, Society'' is the first organization founded by a collective of parents of children witheres of life. In 2005, the Day Car

e Center for children and adults with disabilities was created and serves as a foundational service of DCFS. The center serves our beneficiaries by providing non-formal educational opportunities, which help beneficiaries develop and improve their academic, functional and independent living skills. The DCFS is also committed to supporting the social inclusion of people with disabilities in Georgian society.

⭐️დაუვიწყარი დღე საგურამოში: ფონდი „მამაშვილობა“ და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.დღის ცენტრის ორგანიზებით, ბენეფიციარებმ...
18/06/2026

⭐️დაუვიწყარი დღე საგურამოში: ფონდი „მამაშვილობა“ და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.

დღის ცენტრის ორგანიზებით, ბენეფიციარებმა, მათმა მშობლებმა და თანამშრომლებმა შემეცნებითი და სასიამოვნო ექსკურსია მოაწყვეს საგურამოში🎒🌾

✨ჩვენი სტუმრობა მიხეილ ახალაძის ფონდ „მამაშვილობით“ დაიწყო, რომელიც ნამდვილი კულტურული აღმოჩენა აღმოჩნდა თითოეული ჩვენგანისთვის. ფონდში დაცულმა უნიკალურმა ნახატებმა, ხელოვნების ნიმუშებმა და ტრადიციულმა ნივთებმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია. იქ გულთბილად გვიმასპინძლა არქიმანდრიტმა მამა ადამმა, რომლის ყურადღებამ, სითბომა და კეთილგანწყობამ მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

✨დღის მეორე ნახევარი კი დიდ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გავატარეთ, სადაც გაცოცხლებულ ისტორიას შევეხეთ. ილიას ნაკვალევზე გავლილმა გზამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამდენად დიდია მისი ღვაწლი თითოეული ჩვენგანის, განსაკუთრებით კი - მომავალი თაობის წინაშე.
დღევანდელმა დღემ მონაწილეებს მრავალი სასიამოვნო ემოცია, ახალი ცოდნა და დაუვიწყარი შთაბეჭდილება შესძინა. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციას, შემეცნებითი გამოცდილების გამდიდრებასა და საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას.

💜განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციას უსასყიდლო მასპინძლობისა და თბილი მიღებისთვის, ფონდ „მამაშვილობას“ - გულთბილი დახვედრისთვის, და თითოეულ მშობელსა თუ თანამშრომელს ბავშვებისთვის ასეთი ლამაზი დღის ჩუქებისთვის.

მადლობა ყველა პარტნიორსა და მხარდამჭერს, რომლებმაც ამ დღის წარმატებით განხორციელებას შეუწყვეს ხელი✨

#ბავშვიოჯახისაზოგადოება 💜 #დღისცენტრი #საგურამო #მამაშვილობა #ილიაჭავჭავაძე #ინკლუზია #შემეცნებითიექსკურსია #თანაბარიშესაძლებლობები

📍 დმანისი⛺️ახალგაზრდული ბანაკის წევრები „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ადგილობრივ დღის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მათ დმანის...
17/06/2026

📍 დმანისი

⛺️ახალგაზრდული ბანაკის წევრები „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ადგილობრივ დღის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც მათ დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს ✨

შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა – ახალგაზრდებმა ერთმანეთს აზრები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს 🤝

„ძალა ერთობაშია“ – ერთად შევცვალოთ საზოგადოება უკეთესობისკენ! 💜

#დმანისი #ახალგაზრდულიბანაკი #ახალგაზრდულიცენტრი #დღისცენტრი #ბავშვიოჯახისაზოგადოება💜

16/06/2026

🔸პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ტრენინგი

🔹ჩვენს ცენტრს მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ეწვია.
მათი ინიციატივით, საპილოტე პროგრამის - „სამხედრო საათის“ ფარგლებში, ჩვენთან პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ტრენინგი ჩატარდა.

🔷 ტრენინგს ორგანიზაციის საბრძოლო მაშველის ინსტრუქტორი კახა ჯინჭარაძე და ინსტრუქტორი ზვიად მარკოზიშვილი უძღვებოდნენ. შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

🔹შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად წარიმართა, რომელსაც ორგანიზაციის საბრძოლო მაშველის ინსტრუქტორი კახა ჯინჭარაძე და ინსტრუქტორი ზვიად მარკოზიშვილი უძღვებოდნენ.

#ბავშვიოჯახისაზოგადოება💜 #სამხედროსაათი #პირველადიდახმარება #ინკლუზია #თანაბარიშესაძლებლობები
#დღისცენტრი💜

🌟 დღეს მნიშვნელოვანი დღე გვაქვს!„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, დმანი...
16/06/2026

🌟 დღეს მნიშვნელოვანი დღე გვაქვს!

„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, დმანისში ამ სეზონის პირველი, ახალგაზრდული ბანაკი დაიწყო! 🏕️

ბანაკში მონაწილეობენ 14-დან 29 წლამდე სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე) ახალგაზრდები 💜

🎯 ბანაკის მიზანია:
🔸მონაწილეთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
🔸უნარების განვითარება და დამოუკიდებლობის გაძლიერება
🔸უსაფრთხო, მეგობრული და ინკლუზიური გარემოს შექმნა

🎨⚽ ბანაკის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი არიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში. ეს ყოველივე ხელს უწყობს ახალი გამოცდილების მიღებას, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.

🚀 ბანაკი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, განივითარონ სოციალური და პრაქტიკული უნარები, შეიძინონ ახალი მეგობრები და სასიამოვნო გარემოში გაატარონ დრო.

📸 დროდადრო აუცილებლად შემოგთავაზებთ ფოტორეპორტაჟს ბანაკის მიმდინარეობის შესახებ, ასე რომ, თვალი გვადევნეთ!

🙏 დიდ მადლობას ვუხდით ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ თანამშრომელს, ტრენერსა და მხარდამჭერს, რომელთა ჩართულობა და გვერდში დგომა ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს 💜

#ახალგაზრდულიბანაკი #ინკლუზია #ახალგაზრდობისსააგენტო #დმანისი #თანაბარიშესაძლებლობები
#ბავშვიოჯახისაზოგადოება💜 #საზაფხულობანაკი2026

💜 𝟏𝟒 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა🔸ეს თარიღი საქართველოს პარლამენტის მიე...
14/06/2026

💜 𝟏𝟒 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

🔸ეს თარიღი საქართველოს პარლამენტის მიერ იქნა აღიარებული, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ინკლუზიური გარემოს შექმნა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა🤝

🔸უფლებების დაცვა ნიშნავს ხელმისაწვდომ განათლებას, დასაქმებას, ადაპტირებულ გარემოს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას

🔸 მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ისეთი გარემოს შექმნას სადაც ყველას ექნება განვითარების თანაბარი შესაძლებლობა 💜

#14ივნისი #შშმპირთაუფლებები #თანასწორობა #ინკლუზია

Ge | Az🔸დღეს “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას” მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში 14 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გა...
12/06/2026

Ge | Az

🔸დღეს “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოებას” მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრში 14 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

🔹14 ივნისი საქართველოს პარლამენტის მიერ აღიარებულია შეზღუდული, შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ საქართველოში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, პარტნიორები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები:

・იოანე ლაშხი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი

・კობა ჩხიტუნიძე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

・ნინო ჭატაიშვილი - ბავშვთა ზრუნვის სამმართველოს უფროსი

・აჟდარ მამიშოვი - სოფელ ყიზილაჯლოს №1 სკოლის დირექტორი

・ვუსალ ბაირამოვი - სოფელ ჯანდარის სკოლის დირექტორი

・ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები

🎈 ღონისძიების მთავარი მონაწილეები „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დმანისის დღის ცენტრის ბავშვები, ორგანიზაციის სერვისებით მოსარგებლე პატარები, მშობლები და თანამშრომლები იყვნენ.

🎶 დღე კიდევ უფრო სადღესასწაულო და პოზიტიური გახადეს მოწვეულმა მომღერლებმა, რომლებმაც ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას ულამაზესი მუსიკალური ნომრები აჩუქეს.

💙 მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარსა და ორგანიზატორს მხარდაჭერისთვის! ერთად ვქმნით თანასწორ და ხელმისაწვდომ გარემოს ყველასთვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია / Marneuli Municipality City Hall

#14ივნისი #შშმპირთაუფლებები #ბავშვიოჯახისაზოგადოება 💜 #მარნეული
_____

🔸Bu gün “Uşaq, Ailə, Cəmiyyət” təşkilatının Marneuli Sosial Xidmətlər Mərkəzində 14 iyun tarixinə həsr olunmuş tədbir keçirildi.

🔹14 iyun Gürcüstan Parlamenti tərəfindən Gürcüstanda Əlilliyi olan Şəxslərin Hüquqlarının Müdafiəsi Günü kimi tanınır.
Tədbirdə dəvət olunmuş qonaqlar, tərəfdaşlar və bələdiyyə nümayəndələri iştirak ediblər:
・İoane Laşxi - Marneuli Bələdiyyəsi Meriyasının Sosial Xidmət Rəhbəri
・Koba Çxitunidze - Marneuli Bələdiyyəsi Meriyasının Maliyyə və Büdcə Xidmətinin Rəhbəri
・Nino Çataişvili - Uşaq Baxımı Şöbəsinin Rəhbəri
・Əjdər Məmişov - Qızılaylo kəndinin 1 nömrəli məktəbinin direktoru
・Vüsal Bayramov - Candari kəndinin məktəbinin direktoru
・Qızılaylo inzibati vahidinin işçiləri
🎈 Tədbirin əsas iştirakçıları “Uşaq, Ailə, Cəmiyyət” Dmanisi Gündüz Mərkəzinin uşaqları, təşkilatın xidmətlərindən istifadə edən uşaqlar, valideynlər və işçilər idi.
🎶 Dəvət olunmuş müğənnilər uşaqlara və tamaşaçılara gözəl musiqi nömrələri təqdim edərək günü daha da şən və pozitiv etdilər.
💙 Hər bir qonağa və təşkilatçıya dəstəyə görə təşəkkür edirik! Birlikdə hər kəs üçün bərabər və əlçatan bir mühit yaradırıq.

💜

🔸პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ტრენინგი 🔹ჩვენს ცენტრს მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვ...
11/06/2026

🔸პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ტრენინგი

🔹ჩვენს ცენტრს მოხალისეთა ორგანიზაცია „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ეწვია.
მათი ინიციატივით, საპილოტე პროგრამის - „სამხედრო საათის“ ფარგლებში, ჩვენთან პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ტრენინგი ჩატარდა.

🔷 ტრენინგს ორგანიზაციის საბრძოლო მაშველის ინსტრუქტორი კახა ჯინჭარაძე და ინსტრუქტორი ზვიად მარკოზიშვილი უძღვებოდნენ. შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

🔹შეხვედრა ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად წარიმართა, რომელსაც ორგანიზაციის საბრძოლო მაშველის ინსტრუქტორი კახა ჯინჭარაძე და ინსტრუქტორი ზვიად მარკოზიშვილი უძღვებოდნენ.

🎯 რა არის კურსის მიზანი?
შშმ პირებისთვის ადაპტირებული სასწავლო კურსი მიზნად ისახავს პირველადი დახმარების საბაზისო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

✨ პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინკლუზიური გარემოს განვითარებას.

გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს, შესაძლებლობების მიუხედავად, უნდა ჰქონდეს ცოდნის მიღების, უნარების განვითარებისა და საზოგადოებრივ პროცესებში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა.

#ბავშვიოჯახისაზოგადოება💜 #სამხედროსაათი #პირველადიდახმარება #ინკლუზია #თანაბარიშესაძლებლობები

ჩვენს ცენტრში ყველა კარგად იცნობს ქალბატონ კატერინას, როგორც ნიკა შამელაშვილის ბებოს, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ის გასაო...
10/06/2026

ჩვენს ცენტრში ყველა კარგად იცნობს ქალბატონ კატერინას, როგორც ნიკა შამელაშვილის ბებოს, თუმცა ცოტამ თუ იცოდა, რომ ის გასაოცარ ხელნაკეთ საპნებს ამზადებს ✨

დღეს ცენტრში სწორედ საპნის შექმნის მასტერკლასი ჩატარდა, სადაც ქალბატონმა კატერინამ, ნიკას მეგობრებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა 🧼

დიდ მადლობას ვუხდით მას, რომ ასეთი განსხვავებული, ლამაზი და ემოციებით სავსე დღე გვაჩუქა 💖
განსაკუთრებული მადლობა კი ნიკას, რომელიც არაჩვეულებრივი ასისტენტი გამოდგა და მთელი გულით ეხმარებოდა ბებოს

#ბავშვიოჯახისაზოგადოება💜

🔷 დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა🔷 ღონისძიება...
08/06/2026

🔷 დმანისის მუნიციპალიტეტში რეგიონული ინტერმუნიციპალური სოციალური პლატფორმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

🔷 ღონისძიებას ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების ხელმძღვანელები და ბავშვთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. სამუშაო პროცესს უძღვებოდნენ ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლაშა არჩვაძე და ორგანიზაციის ექსპერტები - ნინო ზურაბიშვილი და ელენე ჩხეიძე.

🔸ერთობლივი მუშაობა:
შეხვედრის გახსნისას ლაშა არჩვაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალური პროგრამების ხარისხზე, რადგან ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტიან გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

🔸კვლევის შედეგები:
ასოციაციის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური ერთეულის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციას მოჰყვა დისკუსია სოციალური სამსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის ერთეულების გაძლიერების საჭიროებებზე.

🔸პერსონალური ასისტენტის სერვისი:
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული მხარეები და ამ მიმართულებით უკვე არსებული წარმატებული მაგალითები.

💜 შეხვედრის დასასრულს, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ექსპერტები ჩვენს ბავშვთა დღის და ადრეული განვითარების ცენტრს (ასევე კამარლოს ალტერნატიულ სათემო საბავშვო ბაღს) ეწვივნენ. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ჩვენი ცენტრის სერვისებს და მუშაობის სპეციფიკას

💜მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პრაქტიკა და გამოცდილება რეგიონში სერვისების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მაგალითია

#ადრეულიგანვითარება #ინკლუზია #ბავშვთაუფლებები #სოციალურიპლატფორმა #რეგიონულითანამშრომლობა #დმანისი #ბავშვიოჯახისაზოგადოება💜

Address

76B Vazha Pshavela Avenue
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ბავშვი,ოჯახი,საზოგადოება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ბავშვი,ოჯახი,საზოგადოება:

Share