ქუთაისიდან

ქუთაისიდან საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი ქუთაისიდან.

27/04/2026

👇

18/02/2026

ამონარიდი IV ეპიზოდიდან, რომელშიც ვსაუბრობ თუ რამდენად უშედეგოდ ცდილობს პროპაგანდა გადაფაროს რეალობა.

ეპიზოდი სრულად იხილეთ YouTube არხზე „ქუთაისიდან”.
ლინკი კოკენტარებში 👇

18/02/2026

გამოიწერეთ YouTube-ზე არხი „ქუთაისიდან”.
ლინკი კომენტარებში 👇

📺 მეოთხე ეპიზოდი 👇
16/02/2026

📺 მეოთხე ეპიზოდი 👇

ამ ეპიზოდში ვსაუბრობ ტრადიციულად იმ მოვლენებზე, რომლებმაც გასული კვირა საქართველოში, რეგიონში და მსოფლიოში გან...

11/02/2026

📺 მესამე ეპიზოდის მეორე ბლოკი 👇

რუსეთში სულ უფრო მკაფიოდ ისმის სიგნალები თავად სისტემის შიგნიდან - ეკონომიკა გადადის სამხედრო ლოგიკაზე, მცირდება ენერგოშემოსავლები, იზრდება ინფლაცია და გროვდება სისტემური რისკები. სანქციებთან დროებითი შეგუება არ ნიშნავს მდგრადობას: ხანგრძლივი ომი ანგრევს ინვესტიციებს, ადამიანურ კაპიტალს და განვითარების პერსპექტივას, რასაც უკვე ვხედავთ რუსეთის შიდა ეკონომიკურ პროცესებში.

ამავე დროს სამხრეთ კავკასიაში განსხვავება აშკარაა. აზერბაიჯანი ღიად იცავს საკუთარ სუვერენიტეტს და არ ერიდება მკაფიო რეაქციებს, მაშინ როცა საქართველოს დუმილი ქმნის ზეწოლის სივრცეს. რეგიონში იზრდება აშშ-ის ჩართულობა რეალური დღის წესრიგითა და შეხვედრებით — და ამ ფონზე განსაკუთრებით თვალშისაცემია განსხვავება პროცესებში მონაწილეობასა და მათი იმიტაციას შორის.

სრულად იხილეთ YouTube არხზე „ქუთაისიდან”.
ლინკი კომენტარებში 👇

10/02/2026

📺 მესამე ეპიზოდის I ბლოკი საქართველოს ამბებზეა 👇

ამ კვირაში საქართველოში ბევრი ითქვა სახელმწიფო ბანკზე, ფასებზე და სოციალურ სამართლიანობაზე. ერთი შეხედვით ეს სხვადასხვა თემებია, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთ სურათში იკრიბება — სისტემაში, სადაც ეკონომიკური ზრდა ცალკე არსებობს, ხოლო ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება — ცალკე.

სახელმწიფო ბანკი ბევრისთვის ალტერნატივის იმედად ჟღერს, ფასებზე საუბარი კი — ზრუნვად მოსახლეობაზე. თუმცა ძლიერი ინსტიტუტების, რეალური კონტროლის, ბიზნესისა და პოლიტიკის გამიჯვნის გარეშე, ახალი „ინსტრუმენტები“ ხშირად ძველი სისტემის ახალ შეფუთვად რჩება.

ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვემოდან წამოსული სიგნალები: შრომითი სოლიდარობა მუშაობს. რუსთავის მაგალითი გვახსენებს, რომ როცა პროტესტი ერთობლივ ძალად იქცევა, ცვლილება შესაძლებელია. მთავარი კითხვა კი ისევ ეს არის — შეიცვლება სისტემა თუ მხოლოდ შეიცვლის საკუთარ ენას.

სეულად იხილეთ youtube არხზე „ქუთაისიდან”.
ლინკი კომენტარებში 👇

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქუთაისიდან posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქუთაისიდან:

Share