15/06/2026
11–12 ივნისს ჩატარდა პრაქტიკულ ცოდნაზე ორიენტირებული ტრენინგი თემაზე: შიდა აუდიტი ISO 22000:2018-ის ფარგლებში, ინტეგრირებული მართვის სისტემებისა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
✅ ISO 22000:2018-ის შიდა აუდიტის დაგეგმვა და ჩატარება
✅ ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001 მოთხოვნების ერთიანად შეფასება
✅ PRP, HACCP, OPRP და CCP კონტროლების აუდიტი
✅ რისკზე დაფუძნებული აუდიტის მიდგომები
✅ სურსათის უვნებლობის კულტურა და ქცევაზე დაფუძნებული აუდიტი
✅ კლიმატური კონტექსტი, მდგრადობა და თანამედროვე სტანდარტების განახლებები
✅ შეუსაბამობების კლასიფიკაცია და ეფექტიანი აუდიტის ანგარიშის მომზადება
ტრენინგს უძღვებოდა ხათუნა ახალაია — გარემოს დაცვის, აგრობიზნესისა და მართვის სისტემების კონსულტანტი, Eco-Life Consulting Ltd-ის დირექტორი.
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, პრაქტიკული დისკუსიებისთვის და პროფესიული განვითარებისადმი მაღალი ინტერესისთვის.