Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია

Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია უკეთესი ყოფისთვის! For Better Lives!

Address

#80a Phaliashvili Str
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

995322192171

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Regional Development Association/რეგიონული განვითარების ასოციაცია:

Share

ჩვენს შესახებ

For English Scroll Down

რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2010 წელს კერძო და მესამე სექტორებში მომუშავე წარმატებულ პროფესიონალთა მიერ. RDA-ში სრულ განაკვეთზე მუშაობს 40-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილი განთავსებულია სათავო ოფისში თბილისში, და ასევე რეგიონალურ ოფისებში ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), მარნეულსა და წალკაში(ქვემო ქართლი).

რეგიონული განვითარების ასოციაცია 2011 წლიდან ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის პროგრამას (CDI) სამცხე-ჯავახეთში, რომელიც დაფინანსებულია კომპანიის BP და მისი პარტნიორების მიერ. პროექტი ხელს უწყობს სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას სათემო ორგანიზაციების შექმნა-განვითარებით, რომლებიც კონკურსის წესით მოიპოვებენ თანხებს და ახორციელებენ სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტიაციის მცირე პროექტებს. RDA ეხმარება პროგრამის არეალის მოსახლეობას სოფლის პრობლემების კომუნიკაციაში ადგილობრივ მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროგრამა ასევე ქმნის შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს - ადგილობრივ მეწარმეთა შორის ცოდნის გაზიარებით, მათი თანადაფინანსებით და ცოდნითა და უნარებით აღჭურვით, რომ მათ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

რეგიონული განვითარების ასოციაციამ 2014-2017 წლებიდან მოიცვადასავლეთ საქართველოც. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაშიENPARD (ევროკავშირის პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში), როგორც კონსორციუმის წევრს, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევდა ქეა საერთაშორისო კავკასიაში (Care International in the Caucasus). პროგრამაში რეგიონული განვითარების ასოციაცია პასუხისმგებელი იყო საველე სამუშაოებზე, რომლებიც ხელს უწყობდა მდგრადი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას სამეგრელოს, გურიისა და ქვემო სვანეთის შვიდ მუნიციპალიტეტში. რეგიონული განვითარების ასოციაცია ასევე ხელს უწყობდა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას, მთავრობასა და ფერმერებს შორის სწორი დიალოგის ჩამოყალიბების მიზნით.