საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია, Nonprofit Organization, მიცკევიჩის ქუჩა. 29ა, Tbilisi.

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც დარეგისტრირდა 2015 წლის 18 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

ორგანიზაციის ინგლისური სახელწოდებაა ,,Georgian Association for Professionals in Infection Control and Epidemiology ‘’. შემოკლებული ვარიანტი ინგლისურად: ,,GAPINCE’’.

ორგანიზაციაში

გაერთიანებულია 100-მდე წევრი, მათ შორის ჰოსპიტალური ეპიდემიოლოგები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალისტები, თსსუ ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, დკსჯეც-ის და ქალაქის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგები, კლინიცისტები.

ორგანიზაციის დაფუძნებულია შემდეგი მიზნების მიღწევისათვის:

¬ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თანამედროვე ტიპის სამედიცინო მომსახურების სისტემის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი ნაწილის –ეპიდემიოლოგიური საქმიანობის, ინფექციის კონტროლისა და დეკონტამინაციის სამსახურის, როგორც დარგის ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობის გზით;
¬ სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა.
¬ საგარეო ურთიერთობების დამყარება საზოგადოებრივ პროფესიულ, სამეცნიერო, სამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან.
¬ პაციენტის უფლებების დაცვა - მიიღოს მომსახურეობა სუფთა და უსაფრთხო გარემოში სუფთა ხელებით;
¬ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდემიოლოგიური, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ-ჰიგიენური საქმიანობის დონის ამაღლების ხელშეწყობა სტანდარტების შემუშავების გზით;
¬ ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ-ჰიგიენურ საკითხებთან მიმართებაში სამართლებრივი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა;
¬ კლინიკური ეპიდემიოლოგის და ინფექციის კონტროლის სპეციალისტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული ეთიკის ნორმების შექმნა.
¬ დეკონტამინაციის თანამედროვე კონცეფციის შემუშავება, შემდგომში მისი პრაქტიკაში დანერგვისა და განვითარების მიზნით;
¬ დეკონტამინაციის თანამედროვე სტანდარტებისა და ნორმატივების შემუშავება, დანერგვის ხელშეწყობა და მიღებული შედეგების ანალიზი და კონტროლი;
¬ ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ საქმინობასთან დაკავშირებული დიპლომისშემდგომი მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
¬ დამხმარე სამედიცინო პერსონალის მომზადება სერთიფიცირების პროცესისათვის და პრაქტიკულად განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
¬ ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარული საქმიანობის დარგში სამეცნიერო კვლევითი, სამუშაოებისა და პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის შემუშავება და კოორდინაცია საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის ამაღლების მიზნით;
¬ ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და სანიტარულ დარგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებისა და უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა;
¬ ამ სამსახურებისათვის საჭირო აღჭურვილობისა და საშუალებების შეფასება და პროპაგანდა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

ძვირფასო ექთნებო,გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს! 🌍💙თქვენი პროფესია მხოლოდ საქმე არ არის — ეს არის ზრუნვა, თანადგომა...
12/05/2026

ძვირფასო ექთნებო,

გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს! 🌍💙

თქვენი პროფესია მხოლოდ საქმე არ არის — ეს არის ზრუნვა, თანადგომა, მოთმინება და ადამიანების სიცოცხლისთვის ყოველდღიური ბრძოლა.
თქვენი სითბო, ყურადღება და პროფესიონალიზმი იმედს აძლევს პაციენტებს ყველაზე რთულ მომენტებშიც.

მადლობა თითოეული ღამისთევის, თითოეული მხარდაჭერის, თითოეული გადარჩენილი ღიმილისთვის.
თქვენ ხართ ჯანდაცვის სისტემის გული და ძალა.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დაფასებას, პროფესიულ წარმატებას და არასოდეს დაგეკარგოთ ის ადამიანური სითბო, რომელიც თქვენს პროფესიას განსაკუთრებულს ხდის.

გილოცავთ ექთნების საერთაშორისო დღეს!

ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე  - 5 მაისი! სლოგანი -  "მოქმედება გადაარჩენს სიცოცხლეს"."საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექცი...
05/05/2026

ხელის ჰიგიენის მსოფლიო დღე - 5 მაისი! სლოგანი - "მოქმედება გადაარჩენს სიცოცხლეს".

"საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ" ტრადიციულად, ეს დღე მულტიპროფილური კონფერენციით აღნიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეპიდემიოლოგიის, ინფექციის კონტროლის და მის მომიჯნავე დარგებში თანამედროვე ხედვები და მსოფლიო გამოცდილება ხელის ჰიგიენის საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტით.

კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ინფექციის პრევენციაში 135 წელზე მეტი გამოცდილების მქონე გერმანული კომპანია Schulke• შულკე, კომპანია "ბიო-მედი" https://biomedi.ge/ , რომელსაც საქართველოში არსებული ჯანდაცვის ობიექტების და სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიების თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სესტემების და სახარჯი მასალების მიწოდების 10 წლიანი გამოცდილება აქვს და კომპანია Orkin Georgia • ორკინი საქართველო, რომელიც ჯანდაცვის და სხვა პროფილის დაწესებულებებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებულ პროფესიონალურ მომსახურებას უწევს უკვე მრავალი წელია.

ხელის ჰიგიენა წარმოადგენს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ეკონომიურ ინტერვენციას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ კლინიკურ გარემოში მისი შესრულება კვლავ არასაკმარის დონეზე რჩება, რაც ზრდის ჯანდაცვასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების რისკს.

ბოლო 5 წლის მონაცემებით, ხელის ჰიგიენის შესრულების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 50–60%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხშირად 30–40%-ია. აღნიშნული ტენდენცია მიუთითებს სისტემურ პრობლემაზე, რომელიც მოიცავს როგორც ქცევით, ისე ორგანიზაციულ ფაქტორებს.

კლინიკურ პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, სადაც ხელის ჰიგიენის დარღვევა გახდა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდაფეთქების ძირითადი გამომწვევი ფაქტორი. განსაკუთრებით მაღალი რისკის გარემოდ მიიჩნევა ნეონატალური ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, სადაც პაციენტებს აქვთ დაუცველი იმუნური სისტემა და ხშირია ინვაზიური ჩარევები.

https://www.who.int/campaigns/world-hand-hygiene-day/2026

05/05/2026

📣5 მაისი ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღეა

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია კონფერენცია გამართა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი ორკინი საქართველო გახლდათ.

ვინაიდან მავნებლები სანიტარიული რისკებისა და ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ჩვენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს, რომლებიც ჰიგიენის სტანდარტების ამაღლებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვისსაგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” შეიქმნა "საქარ...
20/04/2026

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” ინფორმაციის ეფექტური გავრცელებისთვის

საგანმანათლებლო პლატფორმა “სქილიო” შეიქმნა "საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის" და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იმ მიზნით, რომ ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ცოდნა მიეწოდოს ყველას, ვისაც სურს სამედიცინო მომსახურების მიღებისას ან ყოველდღიურ ცხოვრებაში დამატებითი ინფექციების პრევენციის საკითხებში გათვითცნობიერება.

პლატფორმა გაძლევთ შესაძლებლობას სწრაფად, მარტივად და ეფექტურად მიიღოთ ინფორმაცია ინფექციების გავრცელების პრევენციის, ჰიგიენის სტანდარტებისა და უსაფრთხო ქცევის პრინციპების შესახებ. მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ დაიცვათ საკუთარი თავი, თქვენი ოჯახი და საზოგადოება.

https://skillio.ge/

ყოველწლიურად, აპრილის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე. საქართველოს ეპიდემ...
04/04/2026

ყოველწლიურად, აპრილის პირველი კვირის პარასკევს აღინიშნება ინფექციის პრევენციონისტის საერთაშორისო დღე. საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ წელს ეს დღე 3 აპრილს აღნიშნა.

ინფექციის პრევენციონისტის (ეპიდემიოლოგის, იპკ სპეციალისტის, იპკ ექთნის) პროფესია ისტორიულად ეპიდემიებთან ბრძოლის პროცესში განვითარდა და დღეს ის არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა. ინფექციების პრევენცია და კონტროლი გავლენას ახდენს ჯანდაცვის ყველა ასპექტზე - ის შეიძლება იყოს ძლიერ დამაზიანებელი და კონტრპროდუქტიული, თუ ის არ არის სწორად ორგანიზებული.

ბოლო ათწლეულში ინფექციის პრევენციონისტის პროფესია მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა - თუ ადრე მისი საქმიანობა ძირითადად ეპიდზედამხედველობასა და სანიტარულ-ჰიგიენურ ღონისძიებებზე იყო ორიენტირებული, დღეს ეს პროფესია გაცილებით ფართო და სტრატეგიულ ფუნქციებს მოიცავს - ინფექციის პრევენციონისტები აქტიურად მონაწილეობენ პაციენტის უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბებაში, ხარისხის მართვის სისტემებში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვაში.

პროფესია საჭიროებს სპეციალიზირებულ ცოდნას ეპიდემიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ეპიდზედამხედველობის, მონაცემთა ანალიზის, სტატისტიკის, პროფილაქტიკის სტრატეგიების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენის, კომუნიკაციის და ლიდერობის, აუდიტის და მონიტორინგის წესების, ტრენერის უნარების, ეთიკის, სტრატეგიული დაგეგმარების, უფლებათა დაცვის, სამედიცინო ტექნოლოგიების, გადაუდებელი სიტუაციების მართვის მიმართულებით.

გლობალური გამოცდილება და საქართველოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ პროფესიის მნიშვნელობა მომავალშიც გაიზრდება, განსაკუთრებით ახალი გამოწვევების ფონზე.

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია გიწვევთ აკრედიტებულ 2 დღიან უსგ პროგრამაზე:  „ან...
16/02/2026

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია გიწვევთ აკრედიტებულ 2 დღიან უსგ პროგრამაზე: „ანტიმიკრობული საშუალებების მენეჯმენტი და პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ (აკრ. N 1253) თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

✅ 12 ტიპის I უპგ ქულა — სერტიფიცირებული ექიმი-სტომატოლოგებისთვის.
✅ უახლესი გაიდლაინები — 4 PHD ლექტორისგან მომზადებული მასალა.
✅ კომფორტული სასწავლო გარემო.

სპეციალობები: თერაპიული, ორთოპედიული, ბავშვთა სტომატოლოგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოდონტია. ღირებულება: 300 ლარი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/DFpvaeRQPPxzhXeU9
ადგილები შეზღუდულია!

გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით! 🎄🎄🎄
04/01/2026

გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით! 🎄🎄🎄

ტრენინგი სტომატოლოგებისთვის თბილისში 27-28 დეკემბერს.მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიანი  უწყვეტი სამედიცინო განათლები...
21/12/2025

ტრენინგი სტომატოლოგებისთვის თბილისში 27-28 დეკემბერს.

მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაზე:
,,ანტიმიკრობული საშუალებების მენეჯმენტი და პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში’'
აკრედიტაცია - N1253 (გადაწყვეტილება N18, 16.12.2025) , მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა. პროგრამა ორდღიანია (დღეში 6 სთ) და განკუთვნილია შემდეგ სპეციალობებში სერტიფიცირებული ექიმებისთვის - ზოგადი პროფილის ექიმი-სტომატოლოგი; თერაპიული სტომატოლოგია; ორთოპედიული სტომატოლოგია; ქირურგიული სტომატოლოგია; ყბა-სახის ქირურგია;; ორთოდონტია; ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგია; ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია.
რეგისტრაციის ბმული https://docs.google.com/forms/d/1JfVRXgWla5Qnk1fHTTv5RflJtNi-_z_XRo4RBs-rLgM/edit

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 577 901 411; 555 911 517 ან მოგვწერეთ მეილზე: [email protected]

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

14/12/2025

ნემსის ჩხვლეტის შედეგად გამოწვეული ინციდენტები არის B, C ჰეპატიტების და აივ-ის გადაცემის ყველაზე გავრცელებული მიზეზი.

გააცნობიერეთ რისკები. არ გამოიყენოთ ნემსი განმეორებით!

მიიღეთ ზომები მიკროორგანიზმების შესაჩერებლად

მიმდინარეობს რეგისტრაცია 2 დღიან სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგზე "დეზინფექცია-სტერილიზაციის  ძირითადი პრინციპები სამედიც...
02/12/2025

მიმდინარეობს რეგისტრაცია 2 დღიან სერტიფიცირებულ ონლაინ ტრენინგზე "დეზინფექცია-სტერილიზაციის ძირითადი პრინციპები სამედიცინო დაწესებულებაში". ტრენინგი განკუთვნილია ნებისმიერი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის სტომატოლოგიურ კლინიკებში, დეზინფექცია-სტერილიზაციის პროცესში ჩართული პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის (ექთნები, ეპიდემიოლოგები, იპკ სპეციალისტები).

ტრენინგი ჩატარდება 19-20 დეკემბერს 19:00სთ-დან 22:00სთ-მდე. დაგვიკავშირდით ტ. 577 901 411, ან შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/c3fNDBv6gB3i6Ea46

ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. ღონი...
22/11/2025

ყოველწლიურად, 18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება. ღონისძიების წლევანდელი სლოგანია „იმოქმედეთ ახლა: დაიცავით ჩვენი აწმყო, უზრუნველყავით ჩვენი მომავალი“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ანტიმიკრობული რეზისტენტობა (ამრ)
გლობალური ჯანმრთელობის 10 მთავარ საფრთხეს შორის გამოაცხადა. ანტიბიოტიკებმა და სხვა ანტიმიკრობულმა საშუალებებმა ბოლო 100 წლის განმავლობაში მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინეს. სამწუხაროდ, ამ მედიკამენტების ბოროტად გამოყენება და ჭარბი
მოხმარება იწვევს რეზისტენტობის განვითარებას, რის გამოც ზოგიერთი ინფექცია აღარ
რეაგირებს ანტიმიკრობულ პრეპარატებზე. ამ მოვლენამ შეიძლება უზარმაზარი ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს და საარსებო წყაროს 21-ე საუკუნეში, თუ ყველა ერთად არ მიიღებს სასწრაფო ზომებს ანტიმიკრობული საშუალებების შესანარჩუნებლად.

ადამიანს შეიძლება განუვითარდეს რეზისტენტული მიკროორგანიზმით გამოწვეული ინფექცია ნებისმიერ ასაკში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მრავალმა ფაქტორმა, მათ შორის ადამიანებში, მეცხოველეობასა და სოფლის მეურნეობაში მედიკამენტების ჭარბმა
და არასწორმა გამოყენებამ, ასევე სუფთა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე არასაკმარისმა წვდომამ დააჩქარა ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხის ზრდა მთელ მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ინფექციებით, ცოტამ თუ იცის
ამ საფრთხის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჯანმო-ს WAAW კამპანიის გვერდს.

The World AMR Awareness Week (WAAW) highlights best practices to help stop the further emergence and spread of antibiotic resistance.

Address

მიცკევიჩის ქუჩა. 29ა
Tbilisi
0194

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია:

Share