SOS! Surb Nshan!Norashen

SOS! Surb Nshan!Norashen Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from SOS! Surb Nshan!Norashen, Tbilisi.

სურბ ნშან

ის თბილისის ცენტრში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. 2002 წ. ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა. ეკლესიაში ანდრია მოციქულის თავის ქალა იყო დასვენებული. 1763 წ. ეს ეკლესია თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიათა შორის ირიცხებოდა. საბჭოთა პერიოდში ეკლესია ჯერ მაკარონების საწყობად გამოიყენებოდა, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად. ათწლეულებით

უყურადღებოდ დატოვებული ეკლესია დღეს დანგრევის პირზეა.

ნორაშენი

(სომხ. Նորաշեն) — ღვთიმშობლის სომხური ეკლესია თბილისში, მდებარეობს ქვემო კალაში, კ. ლესელიძის ქუჩაზე, ჯვარისმამის გვერდით. პირველი ეკლესია აქ აშენდა 1740 წელს. ამჟამად მდგომი ეკლესია ძირითადად აგებულია 1790-96 წლებში (ცალკეული სამუშაოები 1830-იან წლებამდე გრძელდებოდა).
ნორაშენი აგურით ნაგები, "ჩახაზული ჯვრის" ტიპის ეკლესიაა. გუმბათი ეყრდნობა ორ მსხვილ მრგვალ ბურჯსა და აფსიდის კედლების შვერილებს. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს. სამრეთის კარის წინ არის XIX ს-ის I ნახევარში მიშენებული, თლილი ქვით მოპირკეთებული და უხვად მოჩუქურთმებული ასიმეტრიული კარიბჭე. ამავე დროისაა დასავლეთი მკლავის კეხზე აღმართული მომცრო აჟურული სამრეკლო. ეკლესიის ფასადებს ამკობს დეკორატიული თაღნარი. იერით ნორაშენის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეების სომხურ და ქართულ არქიტექტურას უკავშირდება, თუმცა ფასადთა გაფორმებაში თავს იჩენს კლასიციზმის ელემენტებიც (ფრონტენები თაღოვანი ნიშების თავზე).
შიგნით ეკლესიის კედლებში ჩადგმულია XVII საუკუნის ხაჩკარები. ეკლესიას ამკობს თბილისელი სომეხი მხატვრის მკრტუმ ოვნათანიანის მიერ 1834-35 წლებში შესრულებული მოხატულობა.
ეკლესიის დასავლეთ კედელთან, კარის მარჯვნივ თბილისელი სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ თამამშევის (1852-1908) საფლავია.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SOS! Surb Nshan!Norashen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to SOS! Surb Nshan!Norashen:

Share