ორგანიზაცია “ახალი პარადიგმა” წარმოადგენს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ქალთა საკითხებზე რეგიონებსა და თბილისში. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ფემინისტური განათლების ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა და ბავშვთა სოციალური პროგრამების განხორციელება, ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა.
პირველი ფანდრაიზინგი, რომელიც ორგანიზაციამ ჩაატარა (2007წ.), მიზნად ისახ
ავდა მარტყოფისა და ბედიანის ბავშვთა სახლების დახმარებას. ფანდრაიზინგი წარმატებით განხორციელდა და ბავშვთა სახლებს გადაეცა ავეჯი და თანხა სანიტარული პირობების მოწესრიგებისთვის. შემდეგი პროექტით “ღიმილი” ამ ბავშვებისათვის მოეწყო კინოსეანსი მარტყოფის ბავშვთა სახლში.
2007 წლის ზაფხულში ორგანიზაციამ დაიწყო ფემინისტური ბიბლიოთეკის შექმნის პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციის Network of East West women მხარდაჭერით. ორგანიზაციას ასევე დაეხმარა ფონდი “ტასო”, რომელმაც ბიბლიოთეკას გადასცა საქართველოში გამოცემული წიგნები ქალთა საკითხებზე.
2008-2009 წლებში “ახალმა პარადიგმამ” ჩაატარა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალთა კვლევა გორის ლტოლვილთა ბანაკში, პარტნიორი ორგანიზაციის “ქართული ტექსტილის ჯგუფის” პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილ ქალთა და ბავშვთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ხელოვნებისა და ხელსაქმის სწავლებით.
2009 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ “მეთოჯინეთა კლუბთან” ერთად განახორციელა პროექტი ხურვალეთის დასახლებაში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის –“თოჯინები ხურვალეთში” (სოროსის ფონდის დაფინანსებით). პროექტის საგანმანათლებლო კომპონენტი, რომელსაც “ახალი პარადიგმა” ახორციელებდა, გულისხმობდა ტრენინგებს ბავშვთა უფლებებზე.
2010 წლის აგვისტო-სექტემბერში ორგანიზაციამ “ახალი პარადიგმა” პარტნიორ “ქართული ტექსტილის ჯგუფთან” ერთად, ჯავახეთის რეგიონში განახორციელა პროექტი “ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა ახალქალაქში” (The U.S. Department of State's Office of Global Women Initiative დაფინანსებით).. პროექტში მონაწილეობდნენ ახალქალაქში, ხოსპიოსა და ბარალეთში მცხოვრები ქართველი და სომეხი ეროვნების ქალები. პროექტის შედეგად შეიქმნა ახალქალაქის ქალთა საინიციატივო ჯგუფი.
2013 წლის ივნისში ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა ქუჩის ბავშვებთან დაკავშირებით. კვლევის მიზანი იყო შუქნიშნებთან მათხოვარი ბავშვებისადმი მძღოლების დამოკიდებულების გამოვლენა.
ორგანიზაცია “ახალი პარადიგმა” გეგმავს ბავშვთა საკითხებზე მუშაობის გაგრძელებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფემინისტური განათლება, რაც ბიბლიოთეკის რესურსების გამოყენება-შევსებასაც გულისხმობს. ორგანიზაცია ასევე გააგრძელებს თანამშრომლობას ახალქალაქის ქალთა ჯგუფთან და მათი ინიციატივების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.