29/06/2026
📢 მოხარულები ვართ გაგიზიაროთ ივნისის მნიშვნელოვანი სიახლე „საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ (CHCA), საერთაშორისო ქსელის „საერთაშორისო სოციალური სერვისები“ (ISS) წევრი და წარმომადგენელი საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში, სამუშაო ვიზიტით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იმყოფებოდა.
CHCA-ს პარტნიორობის მენეჯერი დაესწრო ორ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრას:
🗓 ISS-ის გენერალური ასამბლეა (საერთაშორისო საბჭო)
🗓 პროფესიული საკონსულტაციო კომიტეტის (PAC) სხდომა
✨გლობალური ქსელის ამ მნიშველოვან ფორმატში მონაწილეობა CHCA-სთვის განსაკუთრებულია, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ორგანიზაციის პოზიციონირების, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით. ღონისძიება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით თანამედროვე მიდგომების, პრაქტიკებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ხელს შეგვიწყობს ჩვენი პროექტების კიდევ უფრო ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
🤝 ასამბლეაში მონაწილეობამ მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ შევხვედროდით და მჭიდრო კავშირები დაგვემყარებინა საერთაშორისო ქსელის წევრებთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. პარტნიორებთან გამართული სამუშაო შეხვედრები და დისკუსიები საფუძველს უყრის სამომავლო მრავალმხრივ თანამშრომლობას, ახალი გლობალური ინიციატივების წამოწყებასა და ერთობლივი, ტრანსსასაზღვრო პროექტების განვითარებას, რაც საქართველოში ბავშვთა დაცვის მექანიზმებს კიდევ უფრო ეფექტურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
🔍 სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, პროფესიულმა საკონსულტაციო კომიტეტმა (PAC) და სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს გლობალური სოციალური მუშაობის უმნიშვნელოვანესი თემები, მათ შორის:
📍 კრიზისებზე რეაგირების პროცედურები ქსელში;
📍 ტრანსსასაზღვრო ოჯახური ძალადობა და მისი გადაჭრის გზები;
📍 წარმოშობის ძიება (Search for Origins);
📍 ხელოვნური ინტელექტი (AI), თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციები სოციალური მუშაობაში.
🇨🇭 ქსელს, ასევე უმასპინძლა შვეიცარიის ელჩმა ბულგარეთში, ბატონმა პიერ ჰაგმანმა. მიღება შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა კავშირების გასაღრმავებლად იმ ინსტიტუტებთან, რომლებიც შვეიცარიის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობენ ბავშვთა უფლებების დაცვასა განათლების ხელმისაწვდომობაზე.
🤝 მადლობას ვუხდით ISS ბულგარეთს, ISS კანადასა და ISS შვეიცარიას ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის მასპინძლობისათვის, სტრატეგიული მსჯელობისთვის და გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ საქართველოში თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის! 🎯
📢 We are pleased to share with you the important news of June. The Charity Humanitarian Center "Abkhazeti" (CHCA), a member of the international network “International Social Services” (ISS) and representative in Georgia on issues of protecting children’s rights, was on a working visit to the capital of Bulgaria, Sofia.
The CHCA Partnership Manager attended two important meetings:
🗓 ISS General Assembly (International Council)
🗓 Professional Advisory Committee (PAC) Meeting
✨Participation in this important format of the global network is special for CHCA, both in terms of positioning the organization as a representative of Georgia, as well as in terms of our institutional strengthening in the international arena. The event is an important platform for sharing modern approaches, practices and international experience in the field of protecting children’s rights, which will help us plan and implement our projects more effectively.
🤝 Participation in the Assembly provided us with a unique opportunity to meet face-to-face and establish close ties with members of the international network from different parts of the world. The workshops and discussions held with partners lay the foundation for future multilateral cooperation, launching new global initiatives and developing joint, cross-border projects, which will make child protection mechanisms in Georgia even more effective and result-oriented.
🔍 Within the framework of the workshops, the Professional Advisory Committee and working groups discussed the most important topics of global social work, including:
📍 Crisis response procedures in the network;
📍 Cross border domestic violence and ways to solve it;
📍 Search for Origins;
📍 Artificial Intelligence (AI), modern challenges and innovations in social work.
🇨🇭 The Network was also hosted by the Swiss Ambassador to Bulgaria, Mr. Pierre Hagmann. The reception was an excellent platform to deepen ties with institutions that, with Swiss support, are actively working to protect children's rights and access to education.
🤝 We thank ISS Bulgaria, ISS Canada and ISS Switzerland for hosting this important platform, for strategic discussions and for strengthening global cooperation.
We continue to work to implement international standards and best practices in Georgia for the well-being of every child! 🎯