10/12/2020
პანდემიის პირობებში, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ამ მხრივ, საგანმანათლებლო სფერო გაცილებით მოწყვლადია, ინფორმაციის მასშტაბისა და მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე.
მნიშვნელოვანია, მშობლებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს, რომელთაც ჯერ არ აქვთ გამომუშავებული კიბერჰიგიენა და ასე უწევთ ოპერირება ციფრულ სამყაროში.
როგორც Aris.ge - განათლება იუწყება - https://edu.aris.ge/news/bavshvebs-emuqrebian-rom-tu-kidev-shecvlit-parols-dagxocavto-mshoblis-mtkicebit-ucnobma-pirma-moswavlis-angarishshi-unebartvod-sheagwia.html რამდენიმე დღის წინ უცნობმა პირმა „გატეხა“ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების ანგარიშები, რომელიც საჭიროა ონლაინ გაკვეთილებში ჩასართველად და ფიზიკური ძალადობით დაემუქრა მათ.
გვინდა მოვუწოდოთ მედიას, რომ საგანმანათლებლო პროცესის დროს მომხდარი კიბერთაღლითობის შემთხვევების გასაჯაროვება არ არის რეკომენდებული, რადგან ამით არათუ მოაგვარებთ პრობლემას, არამედ შეაფერხებთ შესაბამისი სამსახურების მუშაობას. გარდა ამისა, შესაძლოა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მიადგეს ზიანი. პრობლემის გადასაჭრელად, აჯობებს მიმართოთ ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა უშუალო კომპეტენციაშიც შედის მსგავს შემთხვევებზე რეაგირება.
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი „IDIT” რეგულარულად ატარებს ღონისძიებებს საზოგადოებაში, კიბერუსაფრთხოების მხრივ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც მედიისთვის ასევე, მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეებისთვის:
https://idit.ge/ka/posts/25/anti-bulingis-dghe-2020
https://idit.ge/ka/posts/14/phishing-attacks
https://idit.ge/ka/posts/10/safer-internet-day-2020-ghonisdziebaze-stopbullyingge-is-prezentacia-gaimarta
https://idit.ge/ka/posts/12/another-anti-bullying-campaign-to-create-a-new-website-and-mobile-app
https://idit.ge/ka/posts/2/treningi-informaciuli-usafrtkhoeba-mediashi
„IDIT” მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაუწიოს კონსულტაცია, ამ მიმართლებით.
გვახსოვდეს, ინტერნეტის გამოყენებას ბენეფიტებთან ერთად, თან ახლავს რისკებიც და მშობლის ვალია ესაუბროს ბავშვს თუ როგორ დაიცვას თავი ამ საფთხეებისაგან.