მედიის ინსტიტუტი / Media Institute

მედიის ინსტიტუტი / Media Institute https://bit.ly/3jtLEpX Media Institute is a Georgia-based non-profit and non-governmental organization founded in 2012.
(1)

მედიის ინსტიტუტი 2012 წელს დაარსდა და ის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის მიზნებია საქართველოში დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედიის განვითარების ხელშეწყობა, მედიის ანგარიშვალდებულებისა და თვითრეგულირების ხელშეწყობა, გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვა და პოპულარიზაცია, მედიის პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების ჟურნალისტიკის

განვითარება. The goals of the organization include but are not limited to promoting the development of independent and balanced media in Georgia, promoting media accountability and self-regulation, protecting and popularizing the principles of freedom of speech, promoting professional and institutional media development, and developing human rights journalism.

11 დეკემბერს მედიის ინსტიტუტმა მიმდინარე პროტესტის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ დევნასა და უფლებადარღვევებზე რ...
13/12/2025

11 დეკემბერს მედიის ინსტიტუტმა მიმდინარე პროტესტის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ დევნასა და უფლებადარღვევებზე რეაგირებისა და საჯარო განცხადებების ანალიზზე მომზადებული ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე მედიის ინსტიტუტის გუნდმა ანგარიშების ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები წარადგინა. შეხვედრას მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, უფლებადამცველები, საჯარო მოსამსახურეები და საერთაშორისო პარტნიორები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა საკუთარი გამოცდილებებისა და მიმდინარე პროცესების გამოწვევებზე ისაუბრეს.

➡️პროტესტის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის სრული ანგარიში: https://shorturl.at/ae5Op

➡️მიმდინარე პროტესტის ფარგლებში ჩადენილ უფლებადარღვევებზე რეაგირებისა და საჯარო განცხადებების ანალიზი: https://shorturl.at/lMeAH

📣მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროტესტის პერიოდში აქციის მონაწი...
11/12/2025

📣მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე პროტესტის პერიოდში აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების, საჯარო მოსამსახურეების, პოლიტიკოსებისა და სხვა პირების მიმართ განხორციელებულ უფლებადარღვევებს.

❗ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ზღუდავს კრიტიკულად განწყობილი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ხმას.

▪ აქციის მონაწილეები ხშირად ხდებიან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი მოპყრობის, თვითნებური დაკავებებისა და მშვიდობიანი შეკრების ძალადობრივი დაშლის მსხვერპლები. 2024 წლის ბოლოს მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა კი შეკრების თავისუფლება მკვეთრად შეზღუდა.

▪️ჟურნალისტები პროტესტის გაშუქებისას რეგულარულად აწყდებიან ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, დამამცირებელ მოპყრობასა და დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ სანქციებს.

▪️ფიქსირდება კრიტიკული თანამშრომლების გათავისუფლება, სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტების გამო დაჯარიმება და მედიისთვის ფინანსური რესურსების შეზღუდვა, რაც ცენზურისა და თვითცენზურის გაძლიერებას უწყობს ხელს.

▪️„ქართული ოცნება“ სისტემურად დევნის სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებსაც - რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებებით, თვითნებური ჩხრეკითა და ამოღებით, დაუსაბუთებელი ფინანსური და სამართლებრივი ინფორმაციის მოთხოვნით, ორგანიზაციების პოლიტიკურ სუბიექტებად ხელოვნურად აღიარებითა და ღირსების შემლახველ რეესტრებში რეგისტრაციის მოთხოვნით.

▪ ანგარიში ასევე ასახავს საჯარო მოსამსახურეების მიზანმიმართულ დევნას - პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებებს, რეორგანიზაციის ბოროტად გამოყენებასა და რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის.

➡️პროტესტის ფარგლებში სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული დევნის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/ae5Op

❗როგორ გამოიყენება სტიგმატიზაცია, დისკრედიტაცია, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები და დეზინფორმაცია კრიტიკული ხმების ჩ...
08/12/2025

❗როგორ გამოიყენება სტიგმატიზაცია, დისკრედიტაცია, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები და დეზინფორმაცია კრიტიკული ხმების ჩასახშობად - მედიის ინსტიტუტი აქვეყნებს დამატებით მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც ასახავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების საჯარო განცხადებების ანალიზს საჯარო მოსამსახურეების, ადამიანის უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების წინააღმდეგ.

სრული ანგარიში: https://shorturl.at/dVXdg

❗ფიზიკური ძალადობა, წამება, დამამცირებელი მოპყრობა, უსამართლო დაჯარიმებები და დაპატიმრებები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ო...
05/12/2025

❗ფიზიკური ძალადობა, წამება, დამამცირებელი მოპყრობა, უსამართლო დაჯარიმებები და დაპატიმრებები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ რეპრესიული კანონების მიღება/აღსრულება, მართლმსაჯულების შერჩევითი სტანდარტი, მასტიგმატიზებელი და მადისკრედიტირებელი კამპანიები - პროტესტში ჩართული პირების კოორდინირებული და სისტემური დევნა⬇️

➡️ სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/lMeAH

📣8 დეკემბერს, 20:00 საათზე, შემოუერთდი მედიის ინსტიტუტის ვებინარს თემაზე: „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სადამსჯ...
04/12/2025

📣8 დეკემბერს, 20:00 საათზე, შემოუერთდი მედიის ინსტიტუტის ვებინარს თემაზე: „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სადამსჯელო სასამართლო პროცესების განხილვა“

📌ვებინარის ფარგლებში სამართალმცოდნე კარლო შერაზადიშვილი მიმოიხილავს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესებს და იმ ტენდენციებს, რომლებიც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება, მათ შორის პროტესტის სხვადასხვა ფორმის კრიმინალიზებას, ე.წ. დრაკონულ საკანონმდებლო ცვლილებებს, შერჩევით მართლმსაჯულებას, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნის პრაქტიკას.

➡️ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/aOLZq

Microsoft Virtual Events Powered by Teams

❓როგორ მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეების იზოლატორში მოთავსების პროცედურები და სად ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლე...
04/12/2025

❓როგორ მიმდინარეობს პროტესტის მონაწილეების იზოლატორში მოთავსების პროცედურები და სად ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება?

📣8 დეკემბერს, 20:00 საათზე, შემოუერთდი მედიის ინსტიტუტის ვებინარს თემაზე: „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სადამსჯელო სასამართლო პროცესების განხილვა“.

➡️ ვებინარზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/aOLZq

Microsoft Virtual Events Powered by Teams

📣მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28...
02/12/2025

📣მედიის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში, რომელიც ასახავს მიმდინარე პროტესტის ფარგლებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 სექტემბრამდე პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და უკანონო შეზღუდვებზე სახელმწიფოს რეაგირებას, საჯარო განცხადებების ანალიზს.

❗ანგარიშის მიხედვით, პარტია “ქართულის ოცნების” პოლიტიკა წარმოადგენს კოორდინირებულ და სისტემურ დევნას, რომელიც ხორციელდება როგორც ქმედებით, ისე უმოქმედობით.

❌ ქმედება გამოიხატება:

▪️ფიზიკურ ძალადობაში, წამებასა და დამამცირებელ მოპყრობაში;

▪️უკანონო დაკავებებსა და უსამართლო დაჯარიმებაში;

▪️მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში;

▪️არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების პირდაპირ/ირიბ მხარდაჭერაში.

▪️სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიული კანონების მიღებასა და აღსრულებაში.

❌უმოქმედობა ეფუძნება უფლებადარღვევებზე ობიექტური გამოძიების არქონას - ხშირ შემთხვევაში გამოძიება არც იწყება, რის გამოც არც ერთი ძალადობრივი ქმედება, განსაკუთრებით ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე თავდასხმები, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობამდე არ მისულა.

ანგარიში ხაზს უსვამს მართლმსაჯულების შერჩევით სტანდარტსაც.

➡️ სრული ანგარიში ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/lMeAH

წამება, ძალადობა, უკანონო დაკავებები, მედიაზე თავდასხმები, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებრივ...
27/11/2025

წამება, ძალადობა, უკანონო დაკავებები, მედიაზე თავდასხმები, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეზღუდვა, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ოპოზიციის ფაქტობრივი აკრძალვა.

ერთი წელი პროტესტის დაწყებიდან და ათასობით დაზარალებული.

❗ვის და როგორ დევნიან ქვეყნის ევროპული მომავლისთვის?

💬"ვერავის წარმოედგინა, რომ მცირე დასახლებას საკუთარი მედია შეიძლებოდა, ჰქონოდა. ასეთი პრაქტიკა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნ...
14/11/2025

💬"ვერავის წარმოედგინა, რომ მცირე დასახლებას საკუთარი მედია შეიძლებოდა, ჰქონოდა. ასეთი პრაქტიკა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში არსებობდა და იდეაც სწორედ იქიდან, BBC-ის პროექტის ფარგლებში, 2006 წელს წამოვიდა. მედია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდიდა სანდო ინფორმაციას და მისცემდა შესაძლებლობას, თავად მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

📻ასე დაიწყო Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM-ის ისტორია - როგორც პირველი სათემო რადიო საქართველოში.

ჩვენ გვჯერა, რომ ინტეგრირებული ეთნიკური უმცირესობები, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით, ქვეყნის ყველაზე ძლიერი და უსაფრთხო საყრდენია.

ამ რწმენით შეიქმნა რადიო „მარნეული“, რათა დაენგრია ბარიერები, სტერეოტიპები და უნდობლობა, რაც საზოგადოებას ყოფს.

🔸რადიო „მარნეულმა“ რეალურად შეცვალა ქალაქის და არაქართულენოვანი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება, სიუჟეტებით არაერთი კრიტიკული და მნიშვნელოვანი თემა გააშუქა. ჩვენი მთავარი მიზანია, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, ჰქონდეთ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე და იცოდნენ, როგორ დაიცვან ის. არაერთი დაჩაგრული ადამიანია, რომელთა ხმა მხოლოდ მედიას შეუძლია, გაახმოვანოს.

🔸დღეს მუშაობა რთულია - ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და ფინანსურადაც. ვცდილობთ, არ დავნებდეთ, თუმცა ეს მარტივი არ არის.

ჩვენი დამოუკიდებლობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ გრანტების დახმარებით, ბიზნესზე დამოკიდებულების გარეშე შეგვეძლო მუშაობა. ბიზნესთან თანამშრომლობა საქართველოში რთულია: ბიზნესს არ სურს, დააფინანსოს მედია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, არ უნდა, პრობლემები შეიქმნას.

ჩვენ „ბრიუსელიდან“ არავინ გვკარნახობდა, როგორ გვემუშავა. იქ არც იციან, ვინ არის მარნეულის მერი და რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. ისინი აფინანსებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას - დამოუკიდებელ მედიას, რომელსაც სიმართლის თქმა შეუძლია.

მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე როდესაც ორი აივანი ჩამოინგრა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი, ადგილობრივმა მერმა ერთი სიტყვაც არ თქვა. ჩვენ კი ვისაუბრეთ ამაზე, რადგან ეს არის ჟურნალისტიკის დანიშნულება - ხმამაღლა საუბარი მაშინაც, როცა ეს არავის აწყობს.

🔸ჟურნალისტიკა ჰობი არ არის - ეს პროფესიაა. როგორ შეიძლება, ადამიანს პროფესია წაართვა? რატომ ჰგონიათ ზოგიერთებს, რომ ჩვენ უბრალოდ დავნებდებით? ჩვენი საქმიანობა არასდროს ყოფილა შემოსავლიანი - ეს ყოველთვის იყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ფული არასდროს ყოფილა ჩვენი მოტივატორი. ჩვენი მოტივაცია იყო და იქნება - ჩვენი საქმიანობით ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

🔸ხშირად ბევრს აღიზიანებს, როცა დღევანდელ რეალობას რუსეთსა და საბჭოთა იმპერიას ვადარებთ, მაგრამ მსგავსება აშკარაა. დამოუკიდებელი მედია თუ დაიხურება, დაისადგურებს დუმილი და შიში.

ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ გადარჩენა, რადგან თავისუფალი მედია ნიშნავს თავისუფალ ადამიანს," - კამილა მამედოვა, რადიო "მარნეულის" დირექტორი.

❗დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის. Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას შორისაა, რომლებიც მიუხედავად რეპრესიული კანონმდებლობისა და ზეწოლისა, ბრძოლას გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ.

მხარი დაუჭირე დამოუკიდებელ მედიას - დაიცავი შენი ხმა: https://sinatle.media/

💬 „ქართლის ხმა“ 2006 წელს ბეჭდური გაზეთის სახით შევქმენით.🔻ეს იყო 8-გვერდიანი გამოცემა, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდიოდა...
08/11/2025

💬 „ქართლის ხმა“ 2006 წელს ბეჭდური გაზეთის სახით შევქმენით.

🔻ეს იყო 8-გვერდიანი გამოცემა, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდიოდა, ვრცელდებოდა გამოწერებითა და სტელაჟებით.
მაშინ, როცა რეგიონში დამოუკიდებელი მედია პრაქტიკულად არ არსებობდა, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ისეთი გამოცემა, რომელიც რეგიონში არსებულ პრობლემებს გამჭვირვალედ გააშუქებდა და მოქალაქეებს სანდო ინფორმაციას მიაწვდიდა.

2009 წელს დავიწყეთ მუშაობა YouTube არხზე, ხოლო სამი წლის შემდეგ შევქმენით ვებგვერდი qartli.ge.

🔻ჩვენთვის რეგიონული მედია ნიშნავს ადგილობრივ თემთან ყოფნას - მათ მოსმენას და იმ ამბების მოყოლას, რაც მათ ცხოვრებას უშუალოდ ეხება: დაბინძურებულ წყალს, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და მოუგვარებელ საგზაო მდგომარეობას.

ეს პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე და არა მხოლოდ პროფესია.

🔻„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ დამოუკიდებელი მედიები ფაქტობრივად ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დავრჩით.
რეგიონებში ეს განსაკუთრებით იგრძნობა - ადგილობრივი ბიზნესი დამოკიდებულია სახელმწიფოზე ან რუსულ კაპიტალთანაა დაკავშირებული, რაც სარეკლამო ბაზრის განვითარებას მნიშვნელოვნად ართულებს.

ამას დაემატა ე.წ. „ფარას“ კანონი, რომელმაც აკრძალა უცხოური დაფინანსება და შემოიტანა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

2025 წლის აპრილიდან უცხოური გრანტები აღარ მიგვიღია, ამიტომ დღეს მთლიანად ვართ დამოკიდებული საზოგადოების მხარდაჭერასა და კამპანიის „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ შემოწირულებებზე.

🔻დამოუკიდებელი მედიები თუ დაიხურება, გაშუქდება მხოლოდ ის თემები, რომლებიც ხელისუფლებას აწყობს. შეიძლება, დარჩეს ზოგიერთი მსუბუქი ამბავი, მაგრამ აღარ იარსებებს თავისუფალი მედია, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლებას და დაიცავს მოქალაქეთა ინტერესებს.

🔻ჩვენ გვჯერა, რომ მოქალაქეებმა უნდა დაიცვან და მხარი დაუჭირონ რეგიონულ მედიას, რადგან მხოლოდ დამოუკიდებელი მედია იცავს სიმართლეს, გამჭვირვალობას და დემოკრატიას ადგილობრივ დონეზე," - საბა წიწიკაშვილი, ქართლის ამბები / Qartli.geს რედაქტორი

❗დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის. ქართლის ამბები / Qartli.ge იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას შორისაა, რომლებიც მიუხედავად რეპრესიული კანონმდებლობისა და ზეწოლისა, ბრძოლას გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ.

მხარი დაუჭირე დამოუკიდებელ მედიას - დაიცავი შენი ხმა: https://sinatle.media/

💬" წარმოიდგინეთ, 21 წლის წინ, როცა არ იყო არც დენი და არც გზა, გამოდის გაზეთი -„სამხრეთის კარიბჭე“ იყო პირველი ორენოვანი...
01/11/2025

💬" წარმოიდგინეთ, 21 წლის წინ, როცა არ იყო არც დენი და არც გზა, გამოდის გაზეთი -„სამხრეთის კარიბჭე“ იყო პირველი ორენოვანი მედია ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში.

🔸მიდიხარ ნინოწმინდისა და ახალქალაქის სოფლებში, ხალხი გიყვება პრობლემებზე, შენ წერ, ეძებ გადაჭრის გზებს, მიმართავ შესაბამის უწყებებს და დგება შედეგი. მახსოვს, როცა ადიგენის სოფლის პრობლემაზე დავწერეთ, ნინოწმინდის მკვიდრმა ქალმა გვითხრა: „იქაც ჩვენნაირი პრობლემა ჰქონიათ.“

ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მარტო იყვნენ საკუთარ გასაჭირში. „სამხრეთის კარიბჭე“ დაეხმარა მათ ეს წრე გაერღვიათ, დაუბრუნა უფლება, ელაპარაკათ თავიანთ პრობლემებზე და ეგრძნოთ თავი სრულფასოვან მოქალაქეებად.

ასევე ასწავლა, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მათ წინაშე, რადგან ხალხი თუ ირჩევს ხელისუფლებას, ვალდებულია გაუწიოს ანგარიში და გადაჭრას პრობლემები.

იმას, რაც ცენტრალური მედიების მიღმა რჩება, აშუქებს ადგილობრივი მედია - უფრო ახლოს მყოფი ადამიანებთან, მათ ტკივილთან და ყოველდღიურობასთან.

მედიამ რეგიონში სამოქალაქო ჟურნალისტიკა დაამკვიდრა. 2016 წლიდან ამოქმედდა საინფორმაციო პორტალი sknews.ge, მოგვიანებით, რადიო FM 97.5.

🔸დღეს ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას - განსაკუთრებით მედია. ბოლო წლებში მიღებულმა კანონებმა სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge დახურვის ზღვარზე მიიყვანა, თუმცა გუნდმა მოხალისეობრივად მუშაობა და ვებგვერდის შენარჩუნება მოახერხა.

🔸ჩვენი მოტივაციაა აუდიტორია. ადამიანები, რომლებიც დღემდე მოდიან ოფისში და გვეუბნებიან: „ვიცი, ახლა რა რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ მაინც მოვედი, უნდა დამეხმაროთ.“

მოტივაციაა ის ხალხიც, ვინც გვწერს და გვიდგას გვერდით. ამ მხარდაჭერას ვიდრე ვხედავთ, გაჩერების უფლება არ გვაქვს.

მოტივაციაა ისიც, რომ „სამხრეთის კარიბჭის“ თანამშრომელი გქვია. სახელი, რომელიც ყოველთვის სწორ გზაზე დგომასთან ასოცირდება.

🔸თუ არ იქნება მედია, იქნება სრული სიბნელე!

▪️წარმოიდგინე, უმიზეზოდ გაგათავისუფლეს სამსახურიდან და სამართალს ვერ მიაღწიე.

▪️წარმოიდგინე, მუსლიმი მესხების პრობლემას ვერავინ გაიგებს, ვერავინ წაიკითხავს, რომ ისინი ყველანაირი სახელმწიფო დახმარების გარეშე არიან დარჩენილი. ერთ შემთხვევას გავიხსენებ - მუსლიმი მესხის ოჯახის არასრულწლოვანი წევრი იწვა საავადმყოფოში და ოჯახს გადასახდელი ფული არ ჰქონდა. ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების შემდეგ, დაახლოებით, ორ საათში მოსახლეობამ ეს თანხა შეაგროვა.

▪️წარმოიდგინე, გინდა, იცოდე, როგორ არიან დაკავებული პატიმრები, როგორ მიმდინარეობს მათი სასამართლო პროცესები - ვერ გაიგებ, თუ არ იქნება მედია. ეს არის სრული სიბნელე! " - გულო კოხოძე, სამხრეთის კარიბჭე / Sknews.geს დირექტორი

❗დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის. sknews.ge იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას შორისაა, რომლებიც მიუხედავად რეპრესიული კანონმდებლობისა და ზეწოლისა, ბრძოლას გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ.

მხარი დაუჭირე დამოუკიდებელ მედიას - დაიცავი შენი ხმა: https://sinatle.media/

💬 "2014 წელს Kutaisipost • ქუთაისიპოსტი დავიწყეთ ცარიელი ხელებით, მაგრამ დიდი სურვილით და მიზნით, გვეთქვა სიმართლე ქალაქ...
30/10/2025

💬 "2014 წელს Kutaisipost • ქუთაისიპოსტი დავიწყეთ ცარიელი ხელებით, მაგრამ დიდი სურვილით და მიზნით, გვეთქვა სიმართლე ქალაქზე და რეგიონზე, სადაც ვცხოვრობდით.

🔹არ გვქონდა ფული, არც ოფისი. სახლიდან ნივთებს ვყიდდით და ამ ფულით ვაგრძელებდით მუშაობას.
ერთადერთი, რაც ნამდვილად გვქონდა, იყო რწმენა და მიზანი, რომ იმერეთში ადამიანებს ჰქონოდათ სივრცე, საიდანაც მათი ხმა ყველას მისწვდებოდა.

აქ უამრავი ამბავი ხდებოდა, მაგრამ მათზე არავინ საუბრობდა. ჩვენ ამ დუმილის დარღვევა გადავწყვიტეთ.

🔹დღეს, 11 წლის შემდეგ, მედია, რომელმაც გაახმოვანა იმერეთის ხმა, იბრძვის გადარჩენისთვის. ფინანსური სტაბილურობა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ჩვენნაირი, დამოუკიდებელი მედიები ყოველდღე არ უნდა ფიქრობდნენ, როგორ გადაიხადონ ქირა ან გადაიღონ შემდეგი სიუჟეტი. დღეს ჩვენ ამაზე ვხარჯავთ დროს, ნაცვლად იმისა, რომ ვიფიქროთ ამბებზე და ადამიანებზე.

🔹მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა და ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების გაუქმება, რომლებმაც ყველა გზა გადაგვიკეტეს.

▪️თუკი აქამდე ინფორმაციის მოპოვებისთვის ვიბრძოდით, დღეს „ქუთაისიპოსტი“ გადარჩენისთვის იბრძვის. მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვრჩებით იქ, სადაც ხალხის ხმაა", - თეა ზიბზიბაძე, ჟურნალისტი, Kutaisipost • ქუთაისიპოსტის ხელმძღვანელი.

❗დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვის. „ქუთაისიპოსტი“ იმ 22 დამოუკიდებელ ონლაინ მედიას შორისაა, რომლებიც მიუხედავად რეპრესიული კანონმდებლობისა და ზეწოლისა, ბრძოლას გაერთიანებული ძალებით აგრძელებენ.

მხარი დაუჭირე დამოუკიდებელ მედიას - დაიცავი შენი ხმა: https://sinatle.media/

Address

Ak. Gakhokidze Street 11 A, 3rd Floor
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599995666

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედიის ინსტიტუტი / Media Institute posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მედიის ინსტიტუტი / Media Institute:

Share