საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful

საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!

ა(ა)იპ „ცხოვრება მშვენიერია“ოფიციალურად 2014 წლის 17 იანვარს შეიქმნა და სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების, ავტორი და ორგანიზატორია. ფონდს დღემდე განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი პროექტი.მათ შორისაა პროექტი "სიცოცხლისათვის",- 4 გალა კონცერტი ზედიზედ 4 წლის განმავლობაში სპორტის სასახლეში სახელწოდებით #სიცოცხლისათვის. ასევე ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებელი ღო

ნისძიება, პროექტიდან შემოსული თანხა კი მოხმარდა „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას.(სარეაბილიტაციო სახლი) 2018 წლიდან კი ფონდი ახორციელებს კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს - „მოდითეატრში-ს“, რომლის ფარგლებშიც განხორციელებული ღონისძიებებიდან შემოსული თანხებით მუდმივად ვეხმარებით სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარებს.ასევე სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ პროექტის ფარგლებში შეხვდნენ სპექტაკლის რეჟისორს,წამყვან მსახიობებს,და მათთან ერთად მოხდეს სპექტაკლის განხილვა.ამით ბავშვები უფრო მეტად უახლოვდებიან თეატრს. პროექტის ერთერთი მთავარი მიზანი კი კულტურის და განათლების პოპულარიზაციაა.
2018 წლიდან ფონდი პროექტ #ჩვენაქვართთქვენთვის ფარგლებში, ეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტებით,ტკბილეულით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.ბენეფიციართა რიცხვი უკვე 400 მდე ოჯახს შეადგენს.
2021 წლიდან ფონდი აგრძელებს პროექტს #მოდითეატრში,რომელშიც ჩართულები არიან შშმ პირები და პროფესიონალი მსახიობები,პროექტის ფარგლებში 2 წარმატებული სპექტაკლი შედგა ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ასევე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
2022 წლიდან საქველმოქმედო ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს იტალიასთან და იტალიის საელჩოსთან საქართველოში,6 გრანდიოზული კონცერტი თბილისის სპორტის სასახლეში, სასტუმრო ბილტმორში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რესტორან ქვევრში, ქალაქ ტყიბულში და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.ლეგენდარული იტალიელი მომღერლები:RICCHI E POVERI, AL BANO,PUPO.
დღევანდელი დღისთვის ფონდი ცხოვრება მშვენიერია 3 ძირითად პროექტზე მუშაობს:
1. იტალიელი მომღერლების და მსახიობების ჩამოყვანა საქართველოში და ღონისძიებიდან შემოსული თანხით ბენეფიციარების დახმარება.
2. პროექტი #მოდითეატრში-რომელშიც ჩართულები არიან შშმ პირები და პროფესიონალი მსახიობები,პროექტი ხორციელდება კულტურის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.
3. პროექტი #ჩვენაქვართთქვენთვის-რომელიც გულისხმობს ყოველთვიურად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება საკვები პროდუქტებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით

20/05/2026
საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful მორიგი წარმატებული პროექტი.ფონდის ინიციატივით ით...
20/05/2026

საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful მორიგი წარმატებული პროექტი.
ფონდის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა ლუიჯი პირანდელოს პიესები ქართულ ენაზე.
წიგნის პრეზენტაცია შედგა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia .
პროექტი განხორციელდა შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia
საქართველოს კულტურის სამინისტრო
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.
პროექტის ხელმძღვანელი Qetevan Qimosteli
იდეის ავტორი გოგი მარგველაშვილი
წიგნის თარგმნანი გია ბუხნიკაშვილი
სპეციალური სტუმარი იტალიიდან Francesco Trecci 🇮🇹

20/05/2026
19/05/2026

"მადლობა საქართველო..." - ლეგენდარული მსახიობი ორნელა მუტი საქართველოში ყოფნისას გადაღებულ კადრებს ავრცელებს - ვიდეო იხილეთ კომენტარებში⤵️

19/05/2026
პირველად საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful ისტორიაში ჩვენი ღონისძიება- Ornella Mut...
19/05/2026

პირველად საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful ისტორიაში ჩვენი ღონისძიება- Ornella Muti ბენეფისი იტალიაში გაშუქდა❤️❤️❤️

Ancora un evento di beneficenza organizzato dalla Fondazione "La vita è bella" con il patrocinio dell'Ambasciata d'Italia in Georgia. L'obiettivo dell'evento: sostenere, aiutare e incoraggiare le donne vittime di violenza. (ANSA)

Address

D. Uznadze Street 4
Tbilisi
0101

Telephone

+995577200105

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია -Charity Fund Life Is Wonderful:

Share