Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი Sokhumi State Drama Theatre founded in 1885 is a refugee company from Abkhazia. It is based in Tbilis The actors’ fortunes were tragic.
(5)

სოხუმის ქართული თეატრი 135 წლისაა.

სოხუმში ქართული წარმოდგენები სცენის მოყვარეთა მიერ ჯერ კიდევ 1885 წლიდან იმართებოდა. ასევე, სპექტაკლებს მართავდნენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოძრავი დასები და მსახიობთა ამხანაგობები.

ქართული პროფესიული თეატრი სოხუმში 1928 წელს შეიქმნა. წლების მანძილზე ერთ ჭერქვეშ მოღვაწე ქართული და აფხაზური დასები 1978 წელს გაიყვნენ. ქართულმა დასმა 1982 წელს ა

ხალ შენობაში განაგრძო მუშაობა. 1983 წელს ქართულ თეატრს მიენიჭა ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახელი.

სოხუმის სცენაზე მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული მსახიობები და რეჟისორები. თეატრის რეპერტუარში მუდამ იყო წარმოდგენილი ქართული და უცხოური კლასიკა, თანამედროვეობის ამსახველი პიესები. თეატრი ყოველთვის ცდილობდა თავისი დროის მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოეჩინა სცენაზე.

90-იან წლებში, ქართულ-რუსული ომის შედეგად თეატრი იძულებული გახდა მშობლიური კუთხე დაეტოვებინა და თბილისში დაედო ბინა. სისხლიანმა დაპირისპირებამ, თეატრის არაერთი თანამშრომელი შეიწირა. სოხუმის ქართული თეატრი აღმოჩნდა ლტოლვილი თავის ქვეყანაში. დევნილობაში მყოფი თეატრი შეიფარა თბილისის სახელმწიფო თეატრებმა: რუსთაველის თეატრმა, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრმა და სხვა ქართულმა თეატრებმა.

2016 წელს აფხაზეთის მთავრობის, განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სოხუმის თეატრს გადასცა შენობა, სადაც განთავსდა თეატრის სარეპეტიციო და ოფისი. მოგვიანებით, ამავე შენობაში მიიღო თეატრმა საკუთარი სცენაც.

დღეს თეატრმა გადაწყვიტა აქცენტი გააკეთოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. თეატრი მთელი დატვირთვით თანამშრომლობს ქართველ თანამედროვე დრამატურგებთან, მწერლებთან. თემები კი უაღრესად თანადროულია. დევნილთა საკითხები 21-ე საუკუნის პრობლემა, თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ამჟამად, თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი დავით საყვარელიძე. ARTISTS IN EXILE
Sokhumi State Drama Theatre was founded in 1885 in one of the picturesque towns of the Black Sea coast (Abkhazia, Georgia). Since its foundation, the theatre ceased to create professional work only once, in 1993, during the bloody war in Abkhazia. The Russian army occupied Abkhazia and expelled Georgians living there (a tragic event that led to Georgia having 400,000 internally displaced persons). The Sokhumi Theatre troupe arrived in Tbilisi and continued to work in the capital of Georgia. Life in unbearable conditions did not break the theatre actors, and Sokhumi Theatre continued to work in exile. Unforgettable productions were performed, which preached peace, love and great human ideas. Some lost family members in the war. However, they have continued to work on stage. It has been 24 years since these sad events. A younger generation of actors has subsequently come to the company, but, still, the theatre group maintains its great dream to return to its homeland. We strongly believe that our theatre staff has the most moral right to talk about peace, freedom and reconciliation, love of their country, exile, ethnic conflicts and religious confrontations. It’s an essential grain in our creativity. Unfortunately, in its modern history, the Sokhumi Theatre knows the real horrors of war.

Address

68 Dimitri Uznadze Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

Share

Our Story

მიზნები და ამოცანები მოკლე ისტორიული ექსკურსით

სოხუმის თეატრის შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. საინტერესოა სხვადასხვა დროს როგორ რეაგირებდა და როგორ ეხმიანებოდა ეპოქას.

თეატრის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ადგილობრივი – პატრიოტული იდეებით გამსჭვალულ ნაწარმოებებს.

გამორჩეულად საინტერესო გახლდათ საბჭოთა ადრეული, ეგრეთ წოდებული „სტალინის პერიოდის“ სპექტაკლები. ქალაქ სოხუმში თეატრს ულამაზესი ისტორიული შენობა სწორედ 1952 – 53 წელს გადაეცა. შემორჩენილია დოკუმენტური ფილმიც, სადაც კარგად მოსჩანს შენობის სიმდიდრე და არქიტექტურული სილამაზე. ამ პერიოდში შექმნილ სპექტაკლებს ძალიან მაღალი სამსახიობო საშემსრულებლო დონე ახასიათებს. კომუნისტური ტერორის მიუხედავად სპექტაკლებიდან შეფარულად გამოსჭვიოდა იმდროისთვის აკრძალული იდეები. ამ იდეებმა სცენაზე 70-იან 80-იან წლებში უმაღლეს მხატვრულ-მეტაფორულ მწვერვალს მიაღწია და ამიტომ სოხუმის თეატრი გადაიქცა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო თეატრად. სწორედ 80-იან წლებში თეატრმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირი და თავისი ხელოვნება მის საზღვრებს გარეთაც გაიტანა. ამ პერიოდში შექმნილი სპექტაკლები ხასიათდება ულამაზესი დეკორაციებით, თეატრალური პომპეზურობით, მასიური სცენებითა და გმირულ-ჰეროიკული სცენური ხასიათებით, რომელსაც უდიდესი სახელის მქონე მსახიობები ჰქმნიდნენ.