19/06/2026
„მამასთან ერთად კარგია, მომწონს“ - ალბათ, ამ სიტყვებზე დიდი აღიარება და ჯილდო მამისთვის არაფერია.
მამის დღე ახლოვდება და ჩვენმა ქუთაისის გუნდმა გადაწყვიტა, ეს დღე განსაკუთრებულად აღენიშნა! SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, მამებმა და შვილებმა ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადეს და დრო ერთად, ბოულინგ ცენტრში გაატარეს.
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო - ხელი შეგვეწყო მამა-შვილის ურთიერთობის განმტკიცებისა და ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობისთვის. მონაწილეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ თამაშში, გაერთნენ და უამრავი დადებითი ემოცია მიიღეს.
ბავშვების უკუკავშირიდან:
💬 „მე და მამამ ძალიან კარგი დრო გავატარეთ.“
💬 „მამასთან ერთად კარგია, მომწონს.“
შვილის ცხოვრებაში მამის აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ ეს დღე მათთვის კიდევ ერთ თბილ, საერთო მოგონებად იქცა.