14/05/2026
2026 წლის მარტში, European Association for Psychotherapy-იმ ფსიქოთერაპიის განახლებული განსაზღვრება წარადგინა.
„ფსიქოთერაპია წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დამოუკიდებელ, მეცნიერულად დაფუძნებულ პროფესიასა და კლინიკურ პრაქტიკას, რომელიც ემსახურება ემოციურ-ფსიქოლოგიური, ფსიქოსომატური, ურთიერთობითი და ქცევითი აშლილობის შემსუბუქებას, მათ შორის ისეთი სირთულეების, რომლებიც ხანგრძლივია ან განვითარების პროცესში იღებს სათავეს.
ფსიქოთერაპია წარმოადგენს დინამიურ, ჰოლისტურ, ურთიერთობით და პროცესზე ორიენტირებულ მკურნალობის ფორმას, რომელიც ეფუძნება თერაპიულ ალიანსს და ხელმძღვანელობს ინდივიდის მიზნებით, ღირებულებებითა და სოციალური კონტექსტით.
ფსიქოთერაპიის მიზანია არა მხოლოდ სტრესის შემცირება, არამედ ფსიქოლოგიური რესურსების გაძლიერება, პიროვნული ფუნქციონირების მხარდაჭერა და ცხოვრების ხარისხის გრძელვადიანი გაუმჯობესება.
ფსიქოთერაპია მოიცავს ფსიქოდინამიურ, ჰუმანისტურ, სისტემურ, კოგნიტურ-ბიჰევიორალურ და ინტეგრაციულ მიმართულებებს და ხასიათდება თავისი სიღრმით, მრავალმხრივობითა და კლინიკური პასუხისმგებლობით კომპლექსური და ხანგრძლივი სირთულეების მიმართ მუშაობისას.
როგორც პროფესიული იდენტობა და პრაქტიკა, ფსიქოთერაპია ხორციელდება სპეციალურად მომზადებული ფსიქოთერაპევტების მიერ, რომელთა კომპეტენცია ყალიბდება სპეციალიზებული განათლების, სუპერვიზირებული კლინიკური გამოცდილების, უწყვეტი თვითრეფლექსიური პრაქტიკისა და ეთიკური პასუხისმგებლობის საფუძველზე.“
სიყვარულით,
სოფია ვერულაშვილი
European Association for Gestalt Therapy
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი
Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)
Sofia Verulashvili - psychologist, psychotherapist