EVO-Union ევო-კავშირი

EVO-Union  ევო-კავშირი ჩვენ, ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები, გავერთიანდით ერთი სურვილით - გვქონდეს ღირსეული შრომითი პირობები

06/10/2025
იმ დროს, როდესაც ევოლუშენი მოლაპარაკებებზე ფიქრობდა,  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წერილი მიწერა კომპა...
05/08/2025

იმ დროს, როდესაც ევოლუშენი მოლაპარაკებებზე ფიქრობდა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ წერილი მიწერა კომპანიას შინაარსით: ლაბორს არ ელაპარაკოთ_ ეგენი კრიმინალები არიან და აგერ ჩვენც მალე გავრიცხავთო :)

მადლობა სოციალური სამართლიანობის ცენტრს ✊❤️

For The English Version, See below.................................................
🟥 შვედეთის ეროვნული საკონტაქტო უწყების დასკვნა „ევოლუშენ ჯორჯიას“ შრომითი დარღვევების საქმეზე:

2025 წლის 29 ივლისს შვედეთის ეროვნულმა საკონტაქტო უწყებამ გამოაქვეყნა საბოლოო შეფასება სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ წარდგენილ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულთა შრომითი უფლებების სისტემურ და მასობრივ დარღვევებს.

საჩივარი შვედურ უწყებას 2024 წლის აგვისტოში წარედგინა გაფიცული დასაქმებულებისა და მათი პროფკავშირის სახელით. უწყებამ დაასკვნა, რომ საქმე ექვემდებარებოდა შემდგომ განხილვას და ორივე მხარეს შესთავაზა დიალოგის პროცესში მონაწილეობა. პროფკავშირი დათანხმდა, თუმცა კომპანიამ – უარი თქვა.

📌 რა სურს შვედურ მხარეს?
დასკვნაში, რომელიც ეფუძნება OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებს, „ევოლუშენ ჯორჯიას“ მკაფიოდ ეძლევა რეკომენდაცია:

-დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, მათ შორის პროფკავშირთან;

-უზრუნველყოს შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

-შექმნას შესაბამისი პირობები კოლექტიური მოლაპარაკებისთვის....

❗️შვედეთის უწყება ხაზს უსვამს, რომ მულტიეროვნული კომპანიები ვალდებულნი არიან, საკუთარ შვილობილ კომპანიებშიც დაიცვან ადამიანის უფლებები და შრომითი სტანდარტები.

🚨 აღსანიშნავია, რომ შრომის უფლებების დარღვევებთან ერთად, „ევოლუშენ ჯორჯიას“ არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუდასტურეს საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა:

2024 წლის ნოემბერში სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემო;

2023 წლის ნოემბერში – კოლექტიური შრომითი უფლებების დარღვევა;

2024 წლის ოქტომბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა – ვიდეო მეთვალყურეობის წესების დარღვევა სამუშაო სივრცეში.

🔎 აღნიშნული შეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ კომპანია ემიჯნება თანამშრომლებთან დიალოგსა და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობას – მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე უკვე არსებობს ცალსახა რეკომენდაციები ამის შესახებ.

🗣️ რეკომენდაცია: მხარეები უნდა დაუბრუნდნენ დიალოგს – გზას, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების უფლებების დაცვასა და სამართლიან სამუშაო გარემოს.

გაწეული შრომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Centerს

დამატებითი ინფორმაცია იხ:
( https://socialjustice.org.ge/ka/products/shvedetis-erovnuli-sakontakto-utsqeba-evolushens-moutsodebs-ganaakhlos-dialogi-da-konstruktsiuli-molaparakebebi-atsarmoos-gafitsul-dasakmebulebtan )............................................................................

🟥 Assessment by Sweden’s National Contact Point on Labor Rights Violations at "Evolution Georgia"

On July 29, 2025, Sweden’s National Contact Point (NCP) published its final assessment in response to a complaint submitted by the Social Justice Center, concerning systemic and widespread violations of labor rights at Evolution.

The complaint was filed in August 2024 on behalf of striking workers and their union. After a preliminary review, the NCP concluded that the case warranted further examination and invited both parties to engage in a dialogue process. While the union agreed to participate, the company refused.

📌 What does the Swedish NCP recommend?

In its assessment, based on OECD Guidelines for Multinational Enterprises, the NCP makes clear recommendations to Evolution Georgia:

Initiate constructive dialogue with employee representatives, including the union;

Ensure compliance with labor health and safety standards;

Establish appropriate conditions for collective bargaining.

❗️The NCP emphasizes that multinational companies are responsible for upholding human rights and labor standards not only in their home countries but also in their subsidiaries.

🚨 It’s important to note that, beyond these labor rights violations, Evolution Georgia has been found in breach of multiple administrative laws by Georgian institutions:

In November 2024, the Public Defender confirmed the existence of a discriminatory environment;

In November 2023, violations of collective labor rights were identified;

In October 2024, the Personal Data Protection Service found violations related to workplace video surveillance.

🔎 This assessment further demonstrates the company’s ongoing refusal to engage in dialogue or take responsibility for improving labor conditions—despite clear international recommendations.

🗣️ Recommendation: The parties must return to the negotiation table—the only way to ensure workers’ rights are protected and a fair working environment is established.

🙏 Special thanks to the Social Justice Center for their tireless work on this issue.
...............................................
UNI EuropaCulinary Workers Union Local 226Solidarity CenterIUF: The food, farm, hotels and more global unionEuropean Union in GeorgiaInternational Trade Union ConfederationUnited NationsUnionenUNI GamingSweden.seSwedish Ministry for Foreign AffairsEmbassy of Sweden in TbilisiEVO-Union ევო-კავშირი მაუწყებელი • MautskebeliLabourStart.orgInternational Labour OrganizationGlobal Labour UniversityFriedrich-Ebert-Stiftung, Georgia

24/07/2025

Evolution Georgia _ს ზონდერები დღეს დევნილების გამოსახლებაში მონაწილეობენ ))

ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით.👇📃ბოლო რამდენიმე დღეა "ევოლუშენ ჯორჯიას" ადმინისტრაცია აქტიურად იბარებ...
11/06/2025

ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით.👇

📃ბოლო რამდენიმე დღეა "ევოლუშენ ჯორჯიას" ადმინისტრაცია აქტიურად იბარებს დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალ ვერსიაზე ხელმოწერისთვის. დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ მიერ დაბარებასა და ხელმოწერის მოთხოვნას აქვს მავალდებულებელი ხასიათი.

📍ხელმოწერაზე დასაქმებულის უარის შემთხვევაში მიმართავენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, კერძოდ, "იმუქრებიან" ევოლუშენის იურისტთან ინდივიდუალური შეხვედრით, რასაც თავის მხრივ აქვს მსტრესავი ეფექტი. ასევე, ითხოვენ არგუმენტირებულ პასუხს, თუ რატომ ამბობს დასაქმებული უარს, ხელშეკრულების ახალ პირობებზე.

არგუმენტირებული პასუხი იხილეთ ქვემოთ:👇

👉პირველ რიგში, დასაქმებულის თანხმობა საჭიროა მაშინ, როცა უარესდება პირობა. პირობის გაუმჯობესებას დასაქმებულის თანხმობა არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელშეკრულების ახალი ვერსია მნიშვნელოვანი და სარგებლის მომტანია მხოლოდ ევოლუშენისთვის.

👉სამოქალაქო სამართალში მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, ანუ პირს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს დადოს თუ არ დადოს ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ გინდათ თუ არა დაეთანხმოთ ახალ პირობებს და არავის შეუძლია ამის იძულება.

აღნიშნული ცვლილებები ევოლუშენს უმარტივებს დასაქმებულთა გათავისუფლების პროცედურას, რაც ნამდვილად არ არის დასაქმებულთა ინტერესის სფერო.

შრომის კოდექსის 47-ე მუხლი, რომელიც შეეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, არ ცნობს სამსახურიდან გათავისუფლებ მიზეზად ხელშეკრულების ახალი პირობების თანხმობაზე (ხელმოწერაზე) უარის თქმას.

შესაბამისად, კანონი არ გავალდებულებთ დაეთანხმოთ ახალ ხელშეკრულებას, ევოლუშენის მხრიდან იძულება შეგიძლიათ დატოვოთ უყურადღებოდ, ან გასცეთ მარტივი პასუხი: "არა!"

📢თუ ამ მიზეზით სამსახურიდან გაგათავისუფლეს, შეგიძლიათ იდავოთ სასამართლოში.😊

იხ. მეტი 👇
16/05/2025



იხ. მეტი 👇

🔴 24 აპრილს პროფკავშირ „ლაბორის“ ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდნენ. გიზიარებთ სამართლებრივ შეფასებას ჩხრეკასთან დაკავშირებით - https://cutt.ly/MrxpiX3j

⭕ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ლაბორის“ ოფისის ჩხრეკა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. პროფკავშირისა და მისი თავმჯდომარის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები არ ეფუძნება სათანადო მტკიცებულებებს.

⚫ აღსანიშნავია, რომ ჩხრეკის ჩატარებას წინ უძღოდა 2025 წლის მარტში ლაბორის გარიცხვა პროფკავშირების გაერთიანების წევრობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება პროფკავშირების გაერთიანების დავების მარეგულირებელი კომისიის დასკვნის საფუძველზეა მიღებული. დავების მარეგულირებელმა კომისიამ ლაბორის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე პროფკავშირების გაერთიანების წესდების დარღვევაში დაადანაშაულა. კომისიის დასკვნა არ ეფუძნება საქმის ობიექტურ, სამართლიან და სათანადო მტკიცებულებებზე დამყარებულ განხილვას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირების გაერთიანება ლაბორის თავმჯდომარეს ამავე გაერთიანების საქმიანობაში არსებული პრობლემების, მათ შორის, ხელისუფლებასთან ახლო კავშირების ღია კრიტიკის გამო დევნის.

🔘 ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული ბიზნეს სუბიექტების გავლენებისგან თავისუფალი პროფკავშირული საქმიანობა, რისი მაგალითიც არის პროფკავშირი ,,ლაბორი’’, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მძიმე შრომით უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის რეალური ცვლილებების მისაღწევად. სახელისუფლებო სტრუქტურებისა და პროფკავშირების გაერთიანების მიერ ,,ლაბორის’’ წინააღმდეგ მოქმედებები წარმოადგენს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობის მიზნით დევნას და ლახავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორებიცაა: გაერთიანების, პროფკავშირული საქმიანობის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება.

⭕ ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ პროფკავშირ ,,ლაბორის’’ დევნას და სოლიდარობას ვუცხადებთ ორგანიზაციის თავმჯდომარეს და მის ყველა თანამშრომელს.

14/05/2025

For the English Version see Below 👇..............

📣 11 მაისს, რატის ბარი კიდევ ერთ მკვლელობაში ფიგურირებს.

👉შეგახსენებთ აღნიშნული ბარის დაცვა დაიქირავა ევოლუშენ ჯორჯიამ 2024 წლის ზაფხულში გაფიცულების წინააღმდეგ. კომპანიის დაკვეთით და დაუსჯელობის სინდრომით წახალისებულნი მოქმედებდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და ძალადობრივი მეთოდებით გაფიცვის ძალისმიერი მეთოდებით ჩასახშობად.

🖇️პოსტს ვავრცელებთ იმისთვის, რომ საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ: რასაც ვაცხადებდით ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში – სამწუხაროდ, ყოველდღიურად დასტურდება.

🔴 ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება შრომითი უფლებების წინააღმდეგ არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახიფათო პრაქტიკაა.
🔴 ასეთი ჯგუფების მიმართ საზოგადოების ინდიფერენტულობა და არასერიოზული დამოკიდებულება კრიმინალის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია.

🟢 დიახ, "ლაბორი" ამ ადამიანების შესახებ 2024 წლის ზაფხულიდან აქტიურად საუბრობდა.
📍გაფრთხილება არაერთხელ გავაჟღერეთ, 📍მივმართეთ პოლიციას როგორც მუქარის, ისე ძალადობის ფაქტებზე — თუმცა უშედეგოდ.

და ბოლოს – არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტი, რომ ეს კრიმინალური ჯგუფები ევოლუშენ ჯორჯიას ტერიტორიიდან “გაქრნენ” ზუსტად მაშინ, როცა პროტესტის მასშტაბური ტალღა საქართველოს პარლამენტთან დაიწყო. მას შემდეგ აქციაში მონაწილლების დევნა დაიწყეს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის.
..................................

📣 On May 11, Rati's Bar is once again implicated in a murder.

👉 Let us remind you that the security of this bar was hired by Evolution Georgia in the summer of 2024 to act against the strikers. Acting on the company’s orders and encouraged by a sense of impunity, they operated with extreme brutality and used violent methods to suppress the strike by force.

🖇️ We are sharing this post to once again remind both the Georgian and international public of what we stated as early as the summer of 2024 — unfortunately, it is being confirmed day after day.

🔴 Using violent groups against labor rights is not only disgraceful but also a dangerous practice.
🔴 The public's indifference and unserious attitude towards such groups is one of the reasons for the rise in crime.

🟢 Yes, "Labor" has been actively speaking out about these individuals since the summer of 2024.
📍We issued multiple warnings, 📍we appealed to the police regarding both threats and acts of violence — but to no avail.

And finally — we must not overlook the fact that these criminal groups “disappeared” from Evolution Georgia’s premises exactly when the large wave of protests began near the Georgian Parliament. Since then, they have been pursuing protest participants for physical retaliation.

EVO-Union ევო-კავშირი Evolution Georgia Evolution Global UNI Global Union Swedish Ministry for Foreign Affairs Embassy of Sweden in Tbilisi

დამწვარი და მოპარული კარვების, ტექნიკის და სხვა ინვენტარის გამოძიების ამბავი ბუნდოვანია ))
07/05/2025

დამწვარი და მოპარული კარვების, ტექნიკის და სხვა ინვენტარის გამოძიების ამბავი ბუნდოვანია ))

Evolution Georgia-ში გაფიცვის მიმდინარეობისას მომხდარ ფაქტზე ლაბორი დაზარალებულად ცნეს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული წლის 12 ივლისიდან შპს ევოლუშენ ჯორჯიაში ლაბორის ორგანიზებით მიმდინარეობს გაფიცვა. გაფიცვის მიმდინარეობისას რამდენიმე გაფიცული შიმშილობდა, ისინი ღამეს ათევდნენ ევოლუშენ ჯორჯიას ერთ-ერთ შენობაში, რა დროსაც პროფკავშირ ლაბორის კუთვნილი ლეპტოპი დაზიანდა. ეს ფაქტი მოხდა ოთახში, რომელშიც ევოლუშენ ჯორჯიას დაცვის თანამშრომლებიც იყვნენ და ოთახში რამდენიმე სათვალთვალო კამერაც არის განთავსებული.

პროფკავშირის საჩივრის საფუძველზე 25 აპრილს პროკურატურამ ლაბორი დაზარალებულად ცნო, თუმცა ბრალდება გამოძიების დაწყებიდან თითქმის 9 თვის შემდეგაც კი არავისთვის წაუყენებია, რაც, ჩვენი პოზიციით, გამოძიების არაეფექტიანობაზე მიუთითებს.

ხაზგასასმელია, რომ ევოლუშენ ჯორჯიაში გაფიცვის ფარგლებში ლაბორმა პოლიციას კუთვნილი ნივთების დაზიანებაზე, ქურდობასა და ძალადობის არაერთ ფაქტზე მიმართა, თუმცა ამ დრომდე, გარდა ზემოთ მითითებული შემთხვევისა, არც დაზარალებულად არის ცნობილი და არც ბრალდება წარდგენია ვინმეს.

30/04/2025

საპირველმაისო კამპანიის ერთ-ერთი მიზანია ჭიათურის მშრომელთა გაძლიერება, სადაც ახლა ჰუმანიტარული კრიზისია.
📌 გავაძლიეროთ ჭიათურის მშრომელთა კავშირის ფონდი დონაციით:
📌 მოუსმინეთ და თვალი ადევნეთ მათ სოციალურ ქსელებში Facebook/TikTok - მაღაროელი
📢📢📢
📌 მიუხედავად იმისა, რომ 1 მაისი საბჭოთა სისტემამ წლების განმავლობაში მიითვისა, ეს თარიღი დემოკრატიულ ქვეყნებში მშრომელი კლასის ბრძოლის დღედ ჩამოყალიბდა და საქართველოს ისტორიაშიც ის საბჭოთა პერიოდამდე ბევრად ადრე ამოიზარდა, მშრომელების მიერ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ადგილობრივი წიაღიდან
📌 1 მაისი აშშ-ში დაიწყო 1886 წელს, 200,000 ადამიანი გამოვიდა 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით. მაშინ, მთავრობამ პროტესტი ძალადობით ჩაახშო, ორგანიზატორები კი დააკავა, თუმცა დღეს სტანდარტად ქცეული 8 საათიანი სამუშაო დღე სწორედ ამ ბრძოლას უკავშირდება. დღეს, 1 მაისი ევროპაში დღესასწაულია და განსაკუთრებულად აღინიშნება ამ ბრძოლის შედეგად მიღწეული ღირსეული შრომის პირობები და სოციალური დაცვის სისტემები
📌 საქართველოში მშრომელები 1889 წლიდან 1900 წლამდე, მზარდი რაოდენობით, საიდუმლოდ იკრიბებოდნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. 1901 წელს კი თბილისელმა მუშებმა 1 მაისი პირველად ქალაქის ცენტრში, "სალდათის ბაზარზე" - ორბელიანის მოედნისა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნეს
✊ ხუთშაბათს, 1 მაისს , 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, გავაგრძელოთ ბრძოლა დამსახურებული სამართლისთვის. გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანი ანაზღაურებისთვისა და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის, ღირსებისთვის

29/04/2025

ლაბორ • LABOR

👇
05/04/2025

👇

For the English version See below 👇

👋გიზიარებთ ლაბორის მიერ ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულებისთვის გაწეული სამართლებრივი დახმარების სტატისტიკას:

📃შპს ევოლუშენ ჯორჯიაში ლაბორის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ევო-კავშირი 2022 წლის 21 ივლისს დაფუძნდა. ამ დროიდან დღემდე ლაბორმა აქ დასაქმებულებს:

✅გაუწია 10 000-მდე პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია;

✅541 პირის ინტერესები დაიცვა და იცავს სასამართლო და პოლიციის ორგანოებში, სახალხო დამცველთან, სსიპ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, აგრეთვე, უშუალოდ დამსაქმებელთან დავის ფარგლებში;

✅სასამართლო დავებისა და მორიგებების შედეგად დასაქმებულების მიერ მოგებულმა და მიღებულმა თანხებმა 149 186 ლარი შეადგინა.
......................................................................

We are sharing with you the statistics of legal assistance provided by Labor to employees of Evolution Georgia :

The primary trade union organization at LLC Evolution Georgia, EVO-Union ევო-კავშირი , was founded on July 21, 2022. Since then, Labor has provided the following support to employees:

Offered nearly 10,000 individual, phone, and online consultations;

Represented and continues to represent the interests of 541 individuals in court and police institutions, with the Public Defender's Office, the Personal Data Protection Service (LEPL), as well as directly in disputes with the employer;

As a result of court cases and settlements, employees have won and received a total of 149,186 GEL.

Evolution GeorgiaUNI Global UnionInternational Trade Union ConfederationILO ActravInternational Labour OrganizationUNI EuropaUNI GamingCulinary Workers Union Local 226სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice CenterSolidarity Center

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when EVO-Union ევო-კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share